საფრანგეთში ელექტროენერგიის და გაზის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებს და ბიზნესს დაზოგვისკენ მოუწოდეს.
ამის შესახებ Euractiv-ი წერს.
აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ელექტროენერგიის ჯამური მოხმარება 9%-ით, ხოლო ბოლო კვირის განმავლობაში 9,7%-ით არის შემცირებული.
ქსელის ოპერატორის, RTE-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ეს შთამბეჭდავი შედეგია და ასეთი ტენდენციით უარესი სცენარი ნაკლებად სავარაუდო ხდება.
საფრანგეთის გარდამავალი ენერგეტიკის მინისტრმა, აგნეს პანიე-რუნაშმა ფრანგები პასუხისმგებლობისთვის შეაქო.
რაც შეეხება გაზის მოხმარებას, 1-ელი აგვისტოდან 11 ნოემბრამდე ის 10,5%-ით არის შემცირებული, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.