Tag Archives: #ალტერნატიული

შესაძლებელია თუ არა შავი ხვრელისგან ენერგიის მოპოვება

ათწლეულების განმავლობაში, მეცნიერები ფიზიკის ერთ დიდ კომპლექსურ საიდუმლოსთან ჭიდაობდნენ — შეიძლება თუ არა, რომ ოდესმე ადამიანის ხელში მოხვდეს შავი ხვრელების ბრუნვის შედეგად თეორიულად წარმოქმნილი უზარმაზარი ოდენობის ენერგია? თუ მომავალმა თაობებმა ამ ბრწყინვალე საქმის გაკეთება როგორმე შეძლეს, საბოლოოდ დადგინდება, რომ ამის გაკეთება შორეულ გალაქტიკურ ცივილიზაციებსაც შეუძლიათ; ახლახან, მეცნიერებმა შემოგვთავაზეს იდეა იმის შესახებ, როგორ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ამ ეგზოტიკური ენერგიის მიღება შესაძლებელი გახდეს. ...

Read More »

მირცხულავა: 2025 წლისთვის დამატებით დაახლოებით 1.5 მილიარდი კვტ/სთ. იქნება საჭირო მხოლოდ ელექტრომობილებისთვის საჭირო ენერგომოთხოვნის დასაკმაყოფილებლად

დავით მირცხულავა “ენერგონიუსს” გაზრდილ ენერგომოთხოვნასა და დეფიციტის შევსების შესაძლებლობებზე ესაუბრა. ექსპერტის აზრით, საქართველოს 2030 წლისთვის აქვს პოტენციალი, რომ ქარის ენერგიის მიმართულებით აითვისოს დაახლოებით 1350 მგვატის სიმძლავრის ენერგია და 507 მგვატი –  მზის ენერგიის მიმართულებით. წინასწარი პროგნოზით კი, 2030 წლისთვის საქართველოში ელქტროენერგიაზე მოთხოვნა მთლიანობაში იქნება დაახლოებით  23 მილიარდ კვტ/სთ. “მხოლოდ არსებული ჰიდროელექტროსადგურების შესაძლებლობების და ქარისა და მზის ენერგებიის პოტენციალის ათვისებით ქვეყანა ...

Read More »
საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის სატესტო რეჟიმში ჩართვა, ოქტომბერში იგეგმება

“სიმენსის” ქარის ტურბინები თავადვე გადააქცევენ გამომუშავებულ ქარის ენერგიას მწვანე წყალბადად

განახლებადი ენერგიიდან მიღებული წყალბადის წარმოება შეიძლება გახდეს წიაღისეული საწვავის ალტერნატივა. Siemens აპირებს გაუსწროს თავის მთავარ კონკურენტებს – Vestas-ს და General Electric-ს მსხვილი სამრეწველო კომპანიებისთვის მათი ობიექტების დეკარბონირების შესაძლებლობის მიცემით. კერძოდ, საუბარია ფოლადის, ნავთობგადამამუშავებელ და ქიმიურ მრეწველობაზე. Siemens Energy ფლობს Siemens Gamesa- ს 67%-ს, რომელიც ოფშორული ქარის ტურბინების უდიდესი მწარმოებელია. “როიტერის” თანახმად, ორივე კომპანია აპირებს 120 მილიონი ევროს ინვესტიციას ახალი სისტემის ...

Read More »

HELIOS ENERGY სათავო ოფისს ZERO ENERGY HOUSE კონცეფციით ააშენებს

Helios Energy სრულიად ენერგოდამოუკიდებელი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს. ამ მიზნით კომპანიამ ნაძალადევის რაიონში უკვე შეიძინა ამორტიზებული შენობა, სადაც სათავო ოფისთან ერთად საწყობიც მოეწყობა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა,  შენობა აბსოლუტურად ენერგოდამოუკიდებელი იქნება და თავიდან ბოლომდე მზის ენერგიაზე იმუშავებს. „გვინდა მაგალითი შევქმნათ, რომ Zero Energy House-ის მშენებელობა საქართველოშიც შესაძლებელია და ეს ყველას გავუზიაროთ. ამ ეტაპზე ვეძებთ კომპანიას, რომელიც დაგვეხმარება მშენებლობის ...

Read More »

ჰელიოთერმული ტბები

მზის ენერგეტიკის ერთ-ერთი სახეა “მზის მარილიანი ტბორი”, რომელიც ჰელიოტექნიკისა და ჰიდროტექნიკის კომბინაციას წარმოადგენს. მზის ტბორი წარმოადგენს მრავალშრიანი სტრუქტურის მქონე რამდენიმე მეტრის სიღრმის პატარა ავზს. ზედა  კონვექციის ფენა მტკნარი წყალია; მის ქვევით არის გრადიენტული ფენა, რომლის მარილის კონცენტრაცია ქვევით თანდათან იზრდება; ყველაზე ქვევით არის ძლიერი მარილხსნარის ფენა. ფსკერი და კედლები დაფარულია შავი მასალით სითბოს შთანთქმის მიზნით. გაცხელება ხდება ქვედა ფენაში, რამდენადაც ...

Read More »

პატარა ბირთვულ რეაქტორს შეუძლია მზის ენერგია „დაჩრდილოს“

ენერგო სტარტაპი ორეგონში, აშშ, აპირებს შეცვალოს საზოგადოების აზრი ბირთვულ ენერგიაზე. მათ მიერ შემუშავებული NuScale რეაქტორი მცირე ზომისაა და მისი შემქმნელების აზრით, გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე ბირთვული რეაქტორი, რადგან უფრო ადვილია მისი დამცავ გარსში მოთავსება და გაკონტროლება საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში. ახალი რეაქტორის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი დასახლებული პუნქტებიდან 15 კილომეტრით მოშორება არ არის საჭირო. ის შეიძლება ...

Read More »

ავტომობილი, რომელიც ნახშიროჟანგს შთანთქავს და ჟანგბადს გამოყოფს

შანხაის საავტომობილო ინდუსტრიის კორპორაცია SAIC-ის ავტომობილის YeZ-ის კონცეფცია იმითაა რევოლუციური, რომ იგი მცენარეების მსგავსად ფოტოინთეზირებს. აითვისებს ჰაერში უკვე არსებულ ნახშიროჟანგს და ატმოსფეროში ჟანგბადს გამოყოფს. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება მანქანის სახელში ჩადებული აზრიც, YeZ ხომ ჩინურად “ფოთოლს” ნიშნავს. მრავალ ფუტურისტულ ასპექტს შორის გამოირჩევა სახურავი, რომელზეც განთავსებულია მზის პანელები და ბორბლები, მასზე დამაგრებული მცირე ზომის ქარის ტურბინებით, დამატებითი ენერგიის მისაღებად. აღნიშნული მახასიათებლები ...

Read More »

ამერიკას ახალი “ქარის მილიარდერი“ ჰყავს

განახლებადი ენერგია მსოფლიოში ფეხს იკიდებს, იაფი ბიზნესი კი თითქმის ყველა ენერგო ინვესტორისთვის მიმზიდველია. მათ შორის არის უკრაინელი ინჟერი მაიკლ პოლსკი. “ინჟინერი ვარ, არა გარემოსდამცველი ”, – ამბობს მაიკლ პოლსკი, რომელმაც განახლებადი ენერგიის სისტემების შემუშავება წარმატებით დაასრულა. გაზზე მომუშავე ტურბინების შემუშავებით პოლსკი 71 წლის ასაკში მილიარდერი გახდა, მას “ქარის მილიარდერსაც“ უწოდებენ. განახლებადი ენერგიის კომპლექსს Grand Ridge Energy Center პოლსკის კერძო კომპანიამ, Invenergy ...

Read More »