Tag Archives: #რუსეთი

იაფი საუდის არაბეთის ნავთობის გამო, ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტი მცირდება

რუსული ნავთობის იმპორტი 7,3%-ით შემცირდა, ხოლო საუდის არაბეთის ნედლი ნავთობის იმპორტი 25%-ით გაიზარდა. აღნიშნულის მიზეზად სახელდება ის, რომ რუსული ნავთობის ფასები მყიდველების მხრიდან მაღალი მოთხოვნის ფონზე გაიზარდა, რაც საუდის არაბეთის ფასს უფრო მიმზიდველს ხდის. რუსეთიდან ინდოეთში ნედლი ნავთობის იმპორტი შემცირდა, რადგან ქვეყანამ აქტიურად დაიწყო საუდის არაბეთიდან იმპორტის განხორციელება. ინდოეთმა ბოლო ორ თვეში რუსეთიდან დღეში დაახლოებით 877,400 ბარელი  ნედლი ნავთობი შეიძინა, ...

Read More »

„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საავადმყოფოს მე-6 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა

„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი მოსკოვში საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 67 წლის რავილ მაგანოვი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, მეექვსე სართულზე მდებარე განყოფილებაში მკურნალობდა. გავრცელებული ინფორმაციით, რავილ მაგანოვმა შესაძლოა თავი მოიკლა, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არავინ ადასტურებს. ოფიციალური კომენტარი „ლუკოილში“ ამ დრომდე არ გაკეთებულა.

Read More »

რუსეთიდან ნახშირის ექსპორტი პარალიზებულია

რუსული ნახშირის გაყიდვები ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტის დაწყების შემდეგ შეჩერდა. რუსეთში უმსხვილეს სამთო კომპანია SUEK-ს ნახშირი აგვისტოს შუა რიცხვებიდან არ გაუგზავნია, წერს Bloomberg თავის წყაროებზე დაყრდნობით. ევროკავშირის ახალი შეზღუდვები ძალაში 10 აგვისტოს შევიდა. ახლა ევროპულ კომპანიებს ეკრძალებათ უზრუნველყონ სადაზღვევო და ფინანსური მომსახურება რუსული ნახშირის მიწოდებისთვის. ახლა რუსეთში კომპანიები ეძებენ ალტერნატიულ საექსპორტო მარშრუტებს, მაგრამ მათი განხორციელება ძვირი და შრომატევადი იქნება. ეს ...

Read More »

თალიბანი რუსეთიდან ბენზინის შეძენას დათანხმდა

ავღანეთის ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაბიბურაჰმან ხაბიბმა დაადასტურა, რომ ოფიციალური დელეგაცია მოსკოვში იმყოფება და ხორბლის, გაზისა და ნავთობის მიწოდების შესახებ კონტრაქტების გაფორმებას ასრულებს. ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის ოფისის წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი დასრულებას მალე ელიან. “კონტრაქტის ტექსტზე ვმუშაობთ, ბენზინსა და ბენზოლზე თითქმის შევთანხმდით”, – განაცხადა ჩინოვნიკმა. რუსეთის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, ...

Read More »

ბერბოკი: გერმანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს იმ შემთხვევაშიც არ გააუქმებს, თუკი გერმანელები ელექტროენერგიის მაღალ ფასებს გააპროტესტებენ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის სიტყვებით, გერმანია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს იმ შემთხვევაშიც კი არ გააუქმებს, თუ გერმანელები ელექტროენერგიის მაღალ ფასებს გააპროტესტებენ. „შემიძლია, დავპირდე უკრაინელ ხალხს – ჩვენ მხარს გიჭერთ და დაგიჭერთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, რასაც უნდა ფიქრობდნენ ჩემი გერმანელი ამომრჩევლები“, – აღნიშნა ბერბოკმა. ანალენა ბერბოკის თქმით, ყველას სურს, რომ ომი დასრულდეს და სანქციები მოიხსნას, მაგრამ ეს თუ არ მოხდება, ...

Read More »

იაპონური კომპანია Mitsui შეინარჩუნებს წილს Sakhalin-2-ში

იაპონური კომპანია Mitsui დათანხმდა რუსულ მხარეს Sakhalin-2-ში ნავთობისა და გაზის პროექტში წილის შენარჩუნებაზე, ნათქვამია იაპონური კომპანიის ვებგვერდზე ოთხშაბათს, 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ პრესრელიზში. ფაქტობრივ ნაციონალიზაციამდე და პროექტის ოპერატორის შეცვლამდე Mitsui-ის წილი 12,5 პროცენტს შეადგენდა. დარჩება თუ არა ეს მოცულობა, კომპანიას არ დაუკონკრეტებია და აღნიშნა, რომ ისინი გააგრძელებენ მოლაპარაკებებს რუსულ მხარესთან, ასევე განიხილავენ შემდგომ ქმედებებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის იაპონიის მთავრობასთან ...

Read More »

გადაწყვეტილება მიღებულია: რუსეთი უნგრეთს დამატებით გაზს მიაწვდის

უნგრეთი რუსეთს გაზის დამატებით მიწოდებაზე შეუთანხმდა. „ბიბისის“ ცნობით, კონტრაქტი „გაზპრომთან“ უკვე გაფორმებულია, მიწოდება პირველი სექტემბრიდან უნდა დაიწყოს და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდეს. უნგრეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის, ზლოტან კოვაჩის განმარტებით, ქვეყანა დღიურად 5.8 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

„გაზპრომმა“ 2022 წელს ჩინეთში გაზის მიწოდება 60%-ით გაზარდა

რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ 2022 წელს ჩინეთში გაზის მიწოდება 60%-ით გაზარდა. „გაზპრომის“ აღმასრულებელი დირექტორი ალექსეი მილერი აცხადებს, რომ კომპანია ჩინეთში ერთ დღეში მიწოდებული გაზის რაოდენობის მხრივ „რეკორდებს ამყარებს“. „იმ სამუშაოების პარალელურად, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ შიდა ბაზარზე, ჩვენ მუდმივად ვზრდით მიწოდებას ციმბირის გაზსადენის მეშვეობით ჩინეთში. წელს ჩვენ რამდენჯერმე დავამყარეთ ყოველდღიური გაზის მიწოდების რეკორდი, რომელიც აღემატება სახელშეკრულებო ვალდებულებებს. ჩინეთის ბაზარზე გაზის მიწოდება 2022 ...

Read More »

IAEA ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მისიის ნაწილის დატოვებას გეგმავს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, თავისი მისიიდან რამდენიმე ადამიანს მუდმივ რეჟიმში დატოვებს. ამის შესახებ რუსული მედია  მიხეილ ულიანოვზე დაყრდნობით წერს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში ვენაში რუსეთის მუდმივი წარმოამდგენელია. მან ასევე თქვა, რომ IAEA-ს სამდივნოს დაახლოებით ათეული თანამშრომელი, რომლებიც მონაწილეობენ ბირთვულ უსაფრთხოებაში, იმყოფებიან მისიაში, რომელიც გაეროს თანამშრომლების დიდ გუნდთან ერთად, ლოჯისტიკასა და უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. კვირას, ღამით და ორშაბათს რუსული ...

Read More »

საფრანგეთმა რუსეთი ენერგორესურსების ომის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა

საფრანგეთმა რუსეთი ენერგორესურსების ომის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც „გაზპრომმა“ ევროპაში გაზის მიწოდება კიდევ უფრო შეამცირა. საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ანიეს პანიე-რუნაშერმა განაცხადა, რომ აშკარაა, რომ რუსეთი გაზს ომის იარაღად იყენებს. „ჩვენ უნდა მოვემზადოთ მიწოდების სრული შეწყვეტის ყველაზე ცუდი სცენარისთვის“, – აღნიშნა საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა. მანამდე ფრანგულმა ენერგოკომპანია Engie-მ განაცხადა, რომ დღეიდან „გაზპრომისგან“ ნაკლებ გაზს მიიღებს დაუზუსტებელი სახელშეკრულებო დავის გამო.

Read More »