თალიბანი რუსეთიდან ბენზინის შეძენას დათანხმდა

ავღანეთის ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაბიბურაჰმან ხაბიბმა დაადასტურა, რომ ოფიციალური დელეგაცია მოსკოვში იმყოფება და ხორბლის, გაზისა და ნავთობის მიწოდების შესახებ კონტრაქტების გაფორმებას ასრულებს.

ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის ოფისის წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი დასრულებას მალე ელიან.

“კონტრაქტის ტექსტზე ვმუშაობთ, ბენზინსა და ბენზოლზე თითქმის შევთანხმდით”, – განაცხადა ჩინოვნიკმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავღანეთმა გამოაცხადა რუსეთიდან საქონლისა და ნავთობპროდუქტების შეძენის სურვილი ბარტერული სქემით.

2021 წლის 15 აგვისტოს თალიბებმა ავღანეთის მთელი ტერიტორიის დაკავების შესახებ განაცხადეს. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

19 აგვისტოს თალიბებმა კონტროლირებად ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფო – ავღანეთის ისლამური საამირო გამოაცხადეს.

თალიბანის წარმომადგენლებმა ქვეყანაში საყოველთაო ამნისტია გამოაცხადეს და განაცხადეს, რომ აპირებენ მშვიდობიანი ურთიერთობების შენარჩუნებას ყველა ქვეყანასთან.

Leave a Reply