Tag Archives: #აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი მწვანე წყალბადით დაინტერესდა

აზერბაიჯანი დაინტერესებულია უახლოეს მომავალში მწვანე წყალბადის განვითარებით და აქტიურად ცდილობს აღნიშნული მიმართულებით ევროპული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას. ხსენებული მიზნით, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროსა და ნორვეგიული კომპანია Equinor–ის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, მწვანე წყალბადის სფეროში ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლისა და გაზიარებისთვის. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა მდგრადი ენერგიის ახალი მიმართულებების, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიებისა და წყალბადის ენერგიის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას. ...

Read More »

“შაჰ დენიზის” საბადოდან ბუნებრივი აირის წარმოება 6%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში “შაჰ დენიზის” საბადოზე “შაჰ დენიზ ალფას” და “შაჰ დენიზ ბრავოს” პლატფორმებიდან წარმოებული იქნა 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივ აირი და დაახლოებით 1.9 მილიონი ტონა (15.1 მილიონი ბარელი) კონდენსატი. აღნიშნულის შესახებ, BP-Azerbaijan-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ. ანგარიშის თანახმად, ხსენებული მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შაჰ დენიზის არსებული ობიექტების ამჟამინდელი წარმოება არის დაახლოებით 70 ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 0,2 აშშ დოლარით (0,28%.) გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 71,75 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში 149,66 ...

Read More »

აზერბაიჯანი და რუსეთი ბუნებრივი აირის სეზონურ გაცვლაზე ითანამშრომლებენ

აზერბაიჯანი და რუსეთი ითანამშრომლებენ ბუნებრივი აირის სეზონური გაცვლის კუთხით. შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა სახელმწიფო კომპანია “აზერკონტრაქტსა” და “გაზპრომს” შორის. აზრბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს აზერბაიჯანიდან რუსეთში გაზის მიწოდებას ზაფხულის სეზონზე, ხოლო ზამთრის სეზონზე ბუნებრივი აირის ანალოგიური მოცულობა გაიგზავნება რუსეთიდან აზერბაიჯანში. მიწოდების მოცულობა დამოკიდებული იქნება აზერბაიჯანში გაზის წარმოებისა და მოხმარების დონეზე ზაფხულის თვეებში. სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) უზრუნველყოფს შეთანხმების ტექნიკურ მხარეს აზერბაიჯანული მხრიდან, ...

Read More »

ლუკაშენკო აზერბაიჯანს ნავთობით მომარაგებისთვის მადლობას უხდის

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს, დასავლეთის სახელმწიფოების წინააღმდეგობის მიუხედავად, ნავთობით მომარაგებისთვის. სააგენტოს BelTA-ს ცნობით, ლუკაშენკომ აღნიშნულის შესახებ ორშაბათს, ბელორუსში აზერბაიჯანის ელჩთან ლატიფ განდილოვთან შეხვედრისას განაცხადა. ”მადლობა ბელორუსის ნავთობპროდუქტებით მომარაგებისთვის. თქვენ არაჩვეულებრივები ხართ, დასავლეთის სახელმწიფოების ზეწოლის მუხედავად, შეასრულეთ თქვენი სიტყვა. აღნიშნული თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ძვირი ჯდება ” – აღნიშნა ლუკაშენკომ. “აზერბაიჯანს შეუძლია ბელორუსის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. ჩვენ მზად ...

Read More »

აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში აზერბაიჯანიდან 505 მილიონი კილოვატსაათის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. ESCO-ს მიერ მომზადებული ანგრიშის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 21.4%-ით აჭარბებს. საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში, საქართველოში 1,706,1 მილიონი კილოვატსაათის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 29,6% აზერბაიჯანზე მოდის. საანგარიშო პერიოდში საქართველომ რუსეთიდან 1 039,9 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია შემოიტანა, ხოლო თურქეთიდან 48,2 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია.  

Read More »

აზერბაიჯანმა 755 ათასი ტონა ნავთობქიმიური პროდუქტის ექსპორტი განახორციელა

ამ წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანში ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტმა  755 ათასი ტონა შეადგინა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) განცხადების თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი 13%-ით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე.

Read More »

SOCAR-მა ნავთობის მოპოვება 8%-ით გაზარდა, ბუნებრივი აირის – 7%-ით

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) მიერ 1,988 მილიონი ტონა ნავთობი და 1,955 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნა მოპოვებული. ნავთობის მოპოვების აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 8%-ით აღემატება, ხოლო ბუნებრივი აირის – 7%-ით მეტია. აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის მთლიანი წარმოება 6,2%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 9,953 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ამავე პერიოდში ნავთობის მოპოვება შემცირდა 1,7%-ით, 8,421 ...

Read More »

“აზერენერჯის” ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 21%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში „აზერენერჯიმ“ ექსპორტზე გაიტანა 813.3 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, მთლიანობაში, 33 მლნ აშშ დოლარის ღირებულების. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.6 მილიონი დოლარით (20,7%), ანუ 106,85 მილიონი კვტ/სთ-ით (11,6%) ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში, ელექტროენერგიის ექსპორტმა შეადგინა აზერბაიჯანის ენერგეორესურსების მთლიანი ექსპორტის 0.4% და არა-წიაღისეული რესურსების ექსპორტის 2.8%. ნინო სამადაშვილი

Read More »

ილჰამ ალიევი ევროპაში აზერბაიჯანული გაზის მიწოდების ზრდას პროგნოზირებს

აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა ევროპულ ბაზარზე გაიზრდება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს. აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურის სიტყვებით, სამხრეთ გაზის დერეფნის (SGC) პროექტის დასრულება ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო – იუწყება “ინტერფაქს-აზერბაიჯანი”. იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში მცხოვრები მოსახლეობის აზერბაიჯანული გაზით მომარაგება, ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის (TAP) მეშვეობით, 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. TAP გაზსადენი SGC–ს ნაწილია, რომელიც ...

Read More »