მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში აზერბაიჯანიდან 505 მილიონი კილოვატსაათის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა.
ESCO-ს მიერ მომზადებული ანგრიშის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 21.4%-ით აჭარბებს.
საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში, საქართველოში 1,706,1 მილიონი კილოვატსაათის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 29,6% აზერბაიჯანზე მოდის.
საანგარიშო პერიოდში საქართველომ რუსეთიდან 1 039,9 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია შემოიტანა, ხოლო თურქეთიდან 48,2 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია.