Tag Archives: #კლიმატი

ევროკავშირის მწვანე შეთანხმება და ბიზნესი

ევროკავშირმა პირობა დადო, რომ 2050 წლისთვის გარემოს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვით აღარ დააბინძურებს. მწვანე შეთანხმება არის ევროკავშირის ამბიციური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს, რომ 2050 წლისთვის ამ კონტინენტზე ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი გარემოში, ფაქტობრივად, აღარ გაიფრქვეს და რომ ევროპის ეკონომიკის როგორც წარმოების, ისე მოხმარების სექტორი ეკოლოგიური გახდეს; ასევე რესურსები ეკონომიურად დაიხარჯოს, რაც შეიძლება ნაკლები იყოს საწარმოო ნარჩენი და სათბურის აირების გამონაბოლქვი ნულამდე შემცირდეს. მწვანე გარემოს ...

Read More »

აზერბაიჯანი კლიმატის ცვლილებისადმი მდგრად ენერგო სტრატეგიებს შეიმუშავებს

“მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში გამომუშავებული ენერგიის უმეტესი ნაწილი მიიღება ტრადიციული წიაღისეული საწვავიდან, მომავალში ჰიდროენერგეტიკა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგიის წარმოებაში” აღნიშნულ ინფორმაციას “მსოფლიო ბანკისა” და “აზიის განვითარების ბანკის” ერთობლივ ანგარიშში “კლიმატური რისკის მქონე ქვეყნების პროფილი” ვკითხულობთ. “აზერბაიჯანში, 2016 წელს, ჰიდროენერგეტიკის წარმოებამ მთლიანი წარმოების 8% შეადგინა, მაშინ როდესაც, 2010 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 18% იყო. მიუხედავად ნალექების მოცულობის არაზუსტი პროგნოზებისა, მყინვარების სწრაფი ...

Read More »
კლიმატის ცვლილების მიზეზები

დედამიწა გაცხელდა, რა ელის მსოფლიოს – მეცნიერების ახალი დასკვნა

მსოფლიოს მეცნიერებმა დაასრულეს პლანეტის გრძელვადიანი გამოკვლევა და ერთხმად დაუსვეს დიაგნოზი: გლობალური დათბობა გაჩაღდა და მისი უდავო მიზეზი არის ადამიანი. „ეჭვგარეშეა, რომ ატმოსფერო, ოკეანე და ხმელეთი გაათბო ადამიანების საქმიანობამ”, – ნათქვამია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ საეტაპო კლიმატის ისტორიაში. გამონაბოლქვის შემცირების გარეშე, მსოფლიო ვერ შეასრულებს პარიზის შეთანხმებას, გლობალური საშუალო ტემპერატურა შეინარჩუნოს 1,5 ° C- მდე, პრე-ინდუსტრიულ დონეზე, საუკუნის შუა წლებამდე. ნორმა დაირღვევა ...

Read More »

2021 წლის ივლისი დედამიწის ყველაზე ცხელ თვედ დასახელდა

2021 წლის ივლისი იყო ყველაზე ცხელი თვე მსოფლიოში. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. დეპარტამენტის მონაცემებით, ივლისში დედამიწის ზედაპირისა და ოკეანის მთლიანი ტემპერატურა 1,67 გრადუსით აღემატებოდა მე-20 საუკუნის საშუალო ტემპერატურას, რომელი 15,8 გრადუსს წარმოადგენდა. ექსპერტების თქმით, მაჩვენებლის რეკორდული ნიშნული კლიმატის ცვლილების გრძელვადიანი გავლენის შედეგია.

Read More »

ბილ გეითსი კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად 1,5 მილიარდს გამოყოფს

მაიკროსოფტის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა განაცხადა, რომ მისი ფონდი 1.5 მილიარდ აშშ დოლარს შესწირავს აშშ-ს მთავრობასთან ერთობლივი პროექტების განხორციელებას. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კონგრესი მიიღებს პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიების შემუშავებას, რომლებიც ნახშირბადის ემისიებს ამცირებენ. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal წერს. გამოცემის ცნობით, საუბარია ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმაზე, რომლის ღირებულებაც ჯამში $ 1.2 ტრილიონია. პროექტი კონგრესმა ამ კვირაში ...

Read More »

მეცნიერებმა კლიმატის უპრეცედენტო ცვლილებისა და კაცობრიობისთვის საშიში შედეგების შესახებ განაცხადეს

მეცნიერთა აზრით, ანგარიშის მონაცემები არის “წითელი სიგნალი” კაცობრიობისთვის. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო ხუთი წელი იყო ყველაზე ცხელი 1850 წლის შემდეგ. გარდა ამისა, ზღვის დონის აწევის მაჩვენებელი 1901-1971 წლების შემდეგ თითქმის სამჯერ გაიზარდა. არსებობს შესაძლებლობა, რომ წყლის დონე გაიზრდება დაახლოებით ორი მეტრით ამ საუკუნის ბოლოსთვის და ხუთი მეტრით 2150 წლისთვის, რაც იწვევს წყალდიდობის საფრთხეს.

Read More »

კლიმატის მნიშვნელოვანი ცვლილება გარდაუვალი და შეუქცევადია, ამაში დამნაშავე კი ადამიანია — გაერო მასშტაბურ მოხსენებას აქვეყნებს

გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი (IPCC) 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდ სამეცნიერო შეფასებას აქვეყნებს; მოხსენება ცალსახად მიუთითებს, რომ გლობალური დათბობა იმაზე სწრაფად მიიწევს წინ, ვიდრე ვშიშობდით და ამ ყველაფერში თითქმის მთლიანად დამნაშავეა კაცობრიობა. მსგავსი: დედამიწის სასიცოცხლო ნიშნები სწრაფად უარესდება — 14 000 მეცნიერის გაფრთხილება კაცობრიობას #1tvმეცნიერება წარმოგიდგენთ IPCC-ის პირველი სამუშაო ჯგუფის მოხსენების ხუთ მთავარ, საკვანძო დეტალს. დაივიწყეთ 1,5 °C-იანი ზღვარი, შეეგებეთ ...

Read More »

ამინდის ყველაზე სასიკვდილო მოვლენა, რომელიც ხშირად ყველაზე შეუმჩნეველია

ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა დედამიწაზე. სითბური ტალღები არ გამოირჩევიან სხვა მოვლენის მსგავსად დრამატული ეფექტით, როგორც ქარიშხალი, შტორმი, ცუნამი მაგრამ სინამდვილები გვალვა ამინდის ყველაზე სასიკვდილო მოვლენაა. გასულ კვირას დაფიქსირებულმა რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამ წყნარი ოკეანის ჩრდილო დასავლეთით დაახლოებით 400 მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 1998 წლიდან 2017 წლამდე სიცხის შედეგად დაიღუპა 166,000 ადამიანი, იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. გლობალური ტემპერატურის ზრდამ გამოიწვია სითბოს ტალღების სიხშირის ...

Read More »
გადამუშავებული ნახშირბადის მომავალი და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებებზე

2050 წლის ბოლოსთვის კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიო ეკონომიკა 10%-ით შემცირდება

Swiss Re Institute-ი გლობალურ ეკონომიკაზე კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ უახლეს კვლევას აქვეყნებს. პროგნოზის მიხედვით, 2050 წლის ბოლოსთვის კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიო ეკონომიკის 10%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კლიმატური პრობლემების სავარაუდო გამწვავებისა და ტემპერატურის 3.2°С-ით მატების გამო, შესაძლოა ეს მაჩვენებელი 18%-მდეც კი გაიზარდოს. ამას გარდა, განხილულია მეტად პოზიტიური სცენარებიც. იმ შემთხვევაში, თუ პარიზის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიზნამდე შემცირდება ტემპერატურის ზრდა, ...

Read More »

საფრანგეთის სენატმა კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის საკითხის კონსტიტუციაში შეტანის თაობაზე რეფერენდუმი დაბლოკა

საფრანგეთის სენატმა დაბლოკა რეფერენდუმი კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის საკითხის კონსტიტუციაში შეტანის თაობაზე. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ სენატის განცხადებაშია ნათქვამი. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ ჩანაწერის კონსტიტუციაში შეტანის საკითხზე რეფერენდუმის ორგანიზება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დაპირება იყო. საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატაში – სენატში უმრავლესობას ოპოზიცია ფლობს. ინიციატივის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კლიმატურ საკითხზე სახელმწიფო გარანტია შესაძლოა, მომავალში შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს ...

Read More »