2021 წლის ივლისი იყო ყველაზე ცხელი თვე მსოფლიოში. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
დეპარტამენტის მონაცემებით, ივლისში დედამიწის ზედაპირისა და ოკეანის მთლიანი ტემპერატურა 1,67 გრადუსით აღემატებოდა მე-20 საუკუნის საშუალო ტემპერატურას, რომელი 15,8 გრადუსს წარმოადგენდა.
ექსპერტების თქმით, მაჩვენებლის რეკორდული ნიშნული კლიმატის ცვლილების გრძელვადიანი გავლენის შედეგია.