Tag Archives: #ნავთობკომპანიები

„დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ რუსულ ნედლ ნავთობზე ფასის შეზღუდვა 5 დეკემბრიდან, ნავთობპროდუქტებზე კი 5 თებერვლიდან ამოქმედება

„დიდი შვიდეულის“ (G7) სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებენ, რამაც უნდა შეამციროს ნავთობის გაყიდვებიდან შემოსავალი და შეასუსტოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების შესაძლებლობა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ რუსულ ნედლ ნავთობზე ფასის შეზღუდვა 5 დეკემბრიდან ამოქმედდება, ხოლო ნავთობპროდუქტებზე 5 თებერვლიდან. „ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს საერთო პოლიტიკურ განზრახვას, დავასრულოთ და განვახორციელოთ ყოვლისმომცველი აკრძალვა იმ სერვისებზე, რომელიც მთელ მსოფლიოში რუსული ...

Read More »

ნორვეგიული ნავთობკომპანია რუსეთს ტოვებს

ნორვეგიის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთიდან მთლიანად გავიდა. „Equinor-ს აღარ დარჩა აქტივები ან პროექტები რუსეთში”, – იტყობინება კომპანია. რუსეთის შეჭრიდან მეოთხე დღეს, 28 თებერვალს კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთიდან გასვლის პროცესს იწყებდა. წყარო: europetime.eu

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

დღეს, გერმანიის ავტოგასამართ სადგურებზე ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა

გერმანიის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები მკვეთრად გაიზარდა, ლიტრი დიზელის საწვავის ფასი 2,1 ევრო გახდა, ზოგან კი 2,3 ევროზე მეტი, – წერს tagesschau. გუშინ, გერმანიაში მთავრობის მიერ საწვავზე შემოღებული ფასდაკლების მოქმედების ბოლო დღე იყო. მისი დამთავრებისთანავე E10 პრემიუმ ბენზინზე ფასი ლიტრზე დაახლოებით 25 ცენტით გაიზარდა, ხოლო დიზელზე დაახლოებით 10 ცენტით. გერმანიის ავტომობილისტთა კლუბის თანახმად, საწვავზე გადასახადის დროებით შემცირების პერიოდის გასვლის შემდეგ, ...

Read More »

იაფი საუდის არაბეთის ნავთობის გამო, ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტი მცირდება

რუსული ნავთობის იმპორტი 7,3%-ით შემცირდა, ხოლო საუდის არაბეთის ნედლი ნავთობის იმპორტი 25%-ით გაიზარდა. აღნიშნულის მიზეზად სახელდება ის, რომ რუსული ნავთობის ფასები მყიდველების მხრიდან მაღალი მოთხოვნის ფონზე გაიზარდა, რაც საუდის არაბეთის ფასს უფრო მიმზიდველს ხდის. რუსეთიდან ინდოეთში ნედლი ნავთობის იმპორტი შემცირდა, რადგან ქვეყანამ აქტიურად დაიწყო საუდის არაბეთიდან იმპორტის განხორციელება. ინდოეთმა ბოლო ორ თვეში რუსეთიდან დღეში დაახლოებით 877,400 ბარელი  ნედლი ნავთობი შეიძინა, ...

Read More »

WSJ: დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსულ ნავთობზე საფასო ჭერს დააწესებენ

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა რუსული წარმოების ნავთობზე საფასო ჭერის დაწესებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ახალი შეზღუდვის შესახებ ოფიციალურად ხვალ, 2 სექტემბერს გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეთანხმება “რუსეთთან წინააღმდეგობის ფრონტის ახალ ხაზს ქმნის, რომლის მთავარი სამიზნეც რუსეთის სანავთობო შემოსავლების შემცირება იქნება”. ახალი შემზღუდავი მექანიზმი მიზნად ისახავს შეამციროს რუსეთის სანავთობო შემოსავლები ისე რომ ამან არ გამოიწვიოს ნავთობის საერთაშორისო ფასების ...

Read More »

აშშ-მ რუსული ლუკოილისთვის თვითმფრინავის ჩამორთმევის ბრძანება გასცა

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-მ რუსული ენერგეტიკული ფირმის, ლუკოილის კუთვნილი $45 მილიონის ღირებულების თვითმფრინავის, ბოინგ 737-ის ჩამორთმევის ბრძანება გასცა. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ორდენის საფუძველი უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების დარღვევაა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში და რუსეთიდან ამერიკული წარმოების ავიალაინერების ფრენა აკრძალულია, ლუკოილის თვითმფრინავმა კი ეს აკრძალვა დაარღვია. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ამჟამად რუსეთის ტერტორიაზე იმყოფება. ამასთან ერთად, შეტყობინებას ორდერის გაცემის შესახებ აშშ გაუგზავნის ყველა ...

Read More »

„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საავადმყოფოს მე-6 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა

„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი მოსკოვში საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 67 წლის რავილ მაგანოვი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, მეექვსე სართულზე მდებარე განყოფილებაში მკურნალობდა. გავრცელებული ინფორმაციით, რავილ მაგანოვმა შესაძლოა თავი მოიკლა, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არავინ ადასტურებს. ოფიციალური კომენტარი „ლუკოილში“ ამ დრომდე არ გაკეთებულა.

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის  31 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  99.31  (-  5.78)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.64  ( –  5.37)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

28 ესტონური კომპანია სანქციებისთვის გვერდის ავლის ნებართვას ითხოვს – მათ რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის გაგრძელება სურთ

28 ესტონური კომპანია სანქციებისთვის გვერდის ავლის ნებართვას ითხოვს – მათ რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის გაგრძელება სურთ. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც მიმართეს უწყებას თხოვნით, გამონაკლისის სახით მიეცეთ რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის ნებართვა. „დარწმუნებული ვარ, ესტონური საზოგადოება დაინტერესებულია იმით, თუ რომელმა კომპანიებმა მოითხოვეს ასეთი ნებართვა გარდამავალი პერიოდისთვის“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ და აღნიშნა, რომ ამ კომპანიების ჩამონათვალის გამოქვეყნება ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  30 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  100.27 (-4.82)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.65 ( -4.36)  დოლარი/ბარელზე.

Read More »