Tag Archives: #ჰესი

ხვალ პარლამენტში კახა კალაძეს მოუსმენენ

“ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა”

თბილისის მერი კახა კალაძე ნამახვანჰესისი საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა და მისი თქმით ქვეყანაში, რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს. “ჩემი პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში. მაქსიმალურად რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსები, რომელიც ქვეყანას აქვს, იმისთვის რომ მე, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. რა თქვა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

ნამახვანჰესის მშენებლობის მომხრეებზე ზეწოლა ხორციელდება

„ქრონიკა“ სოფელ ნამოხვანში ადგილობრივებს ესაუბრა და გაირკვა, რომ მოსახლეობის ნაწილი სულაც არ ფიქრობს ისე, როგორც ამას გარკვეული ჯგუფები წარმოაჩენენ. გარდა ამისა, ხშირია ბულინგის შემთხვევები. „ქრონიკასთან“ საუბრისას, მოქალაქეების ნაწილმა უსაფრთხოების მიზნით, სახის გამოჩენა არ ისურვა. ადგილობრივებს ნამახვანჰესის აშენება სურთ. მას შემდეგ კი, რაც ეს პოზიცია ხმამაღლა გამოხატეს, აგრესიის და ზეწოლის მსხვერპლი გახდნენ. ნამოხვანის მცხოვრებლები დარწმუნებულები არიან, რომ ჰესის აშენება მათ საცხოვრებელ ...

Read More »

“ჩვენი გეგმაა, მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში, მსვლელობები მოვაწყოთ და სხვადასხვა ადგილის პიკეტირება დავიწყოთ”

„ჩვენი გეგმაა, მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში, მსვლელობები მოვაწყოთ და სხვადასხვა ადგილის პიკეტირება დავიწყოთ. კონკრეტულად, საით დავიძვრებით, როგორ და რას გადავკეტავთ, ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს. მთავრია, რომ დავიძვრებით“, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. მისივე განცხადებით, ხელისუფლებასთან დიალოგის რესურსი უკვე ამოწურულია. „კომპანია „ენკა“ და მისი წარმომადგენლობა არ არიან ჩვენი კითხვების ადრესატები. ჩვენ კითხვები გვაქვს, მათ შორის, ხელისუფლებასთან. ამ ...

Read More »

ENKA: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ხეობის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი

ENKA რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე მოვლენებს facebook გვერედზე გამოეხმაურა. პოსტს უცველად გთავაზობთ: “გვსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ხეობის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი. ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერსებულ მხარესთან. მიგვაჩნია, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ნებისმიერი საქმიანი ფორმატი, დიალოგის ყველა შესაძლებლობა, რათა პასუხგაუცემელი არ ...

Read More »

მირზა ნოზაძე: თუ არ შეწყვეტენ ხეობაში უკანონო სამუშაოებს, ხელისუფლება პროტესტის ბუნებრივ ესკალაციას მიიღებს

პასუხების არარსებობის შემთხვევაში, აუცილებლად უზრუნველვყოფთ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას ყველა იმ პირისა, ვინც მონაწილეობდა ამ ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულების ხელმოწერასა და გაფორმებაში ,- ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე ერთ-ერთმა აქტივისტმა, მირზა ნოზაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს მათ მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს, „პროტესტის ბუნებრივ ესკალაციას“ მიიღებს. „ჩვენ არ დავიღლებით ამ ბრძოლაში, მიუხედავად ბრძოლის უთანასწორობისა, არ გამოგვეცლება გონივრულობა და აუცილებლად შევძლებთ ყველა ჩვენს ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კარვებს გაშლიან

გოლეთიანის განცხადებით, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კარვებს გაშლიან და 12:00 საათამდე დაელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით. „დღეს ეს მოედანი დაიფარება კარვებით, აქ ვრჩებით, მეგობრებო, ხვალ 12:00 საათამდე ველოდებით პასუხს, ნების გამოხატვას ხელისუფლების მხრიდან, რომ სრულდება ყველა ჩვენი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრძოლა ვითარდება, ჩვენი ერთობა იკრებს კიდევ უფრო დიდ ძალას და ჩვენი მშვიდობიანი, სამართლიანი, არგუმენტირებული ბრძოლა მოარყევს ხელისუფლებას, მას აღარ დარჩება ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი: “ენკამ” უნდა დატოვოს რიონის ხეობა

“რიონის ხეობის მცველმა” და აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა სიტყვით გამოსვლისას ის მთავარი მოთხოვნები დაასახება, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ, კერძოდ: “ნამოხვანჰესის საკითხთან დაკავშირებით, ამოწურულია ყველანაირი დიალოგი ხელისუფლებასთან. დღეს დასრულდა შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ დავსხდარიყავით მათთან და ეს მოჩვენებითი დიალოგები გაგვემართა, ან გავმართოთ. ამიტომ, დღეს ჩვენი მოთხოვნები არის მკაფიო, კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, უნდა გაწყდეს ის ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია კომპანიასთან და რომელიც გულისხმობს რიონის ...

Read More »

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები შეკრებილებს 15:00 საათისთვის სიტყვით მიმართავენ და სამოქმედო გეგმებს გააცნობენ. აქციას სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოალაქეებიც შეუერთდნენ. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ, რომ დედაქალაქში კარვები გაშალონ და პროტესტის ეპიცენტრი გახდეს თბილისი. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: ნამახვანჰესის მშენებლობის ჩაშლის მცდელობების უკან, დიდი ალბათობით, შეიძლება რუსეთი იდგეს

ექსპერტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის ჩაშლის მცდელობების უკან, დიდი ალბათობით, შეიძლება რუსეთი იდგეს. „მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი ჩვენი არაკეთილმოსურნე ქვეყნის მხრიდან. ყველაზე დიდი ალბათობით, ამის უკან შეიძლება იდგეს რუსეთი, რომელიც პერმანენტულად, მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, – აცხადებს ანდრია გვიდიანი.

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

ნამახვან ჰესი საშუალებას მისცემს საქართველოს შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება – Emerging Europe

2019 წელს საქართველოს მთავრობამ „ენკა რინიუბალზ“-ის კონსორციუმთან გააფორმა 15-წლიანი ხელშეკრულება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და მართვის შესახებ. 800 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელიც შექმნის 433 მეგავატიან ელექტროსადგურს და გამოიწვევს საქართველოს ელექტროენერგიის რევოლუციურ პროგრესს, შეამცირებს მის ენერგეტიკული დამოკიდებულებას და დაეხმარევა ქვეყანას პარიზის შეთანხმების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.  საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს და პროგნოზით, ...

Read More »