Tag Archives: #რუსეთი

დენის შმიგალი: რუსეთის ბოლო თავდასხმების შემდეგ, ელექტროენერგია ასობით დასახლებულ პუნქტს შეუწყდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის თქმით, რუსული ძალებმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის სამ რეგიონში დაარტყეს, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. მისივე თქმით, კიევზე თავდასხმების გარდა, რუსეთმა ასევე ესროლა რაკეტები დნიპროპეტროვსკისა და სუმის ოლქების კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. უკრაინული მედიის ცნობით, კიევში, ენერგეტიკულ ობიექტებს ხუთი-კამიკაძე დრონი ესროლეს. სახელმწიფო ქსელის ოპერატორმა Ukrenergo-მ მოუწოდა მოქალაქეებს, შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება საღამოს საათებში. უკრაინის სამხედროებმა 17 ოქტომბერს 37 ირანული წარმოების დრონი ჩამოაგდეს.

Read More »

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში ენერგოობიექტი დაზიანდა

რუსეთის სამხედრო ძალებმა გამთენიისას სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის დნეპროპეტროვსკის და სუმის ოლქებზე. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, ერთი რაკეტა მოხვდა ენერგოობიექტს, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა. სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ჟივიცკის ცნობით, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტზე რომენსკის რაიონში. არიან დაშავებულები. კონკრეტულ ობიექტს ჟივიცკი ჯერჯერობით არ ასახელებს.  

Read More »

პეტერ ფიშერი – დიახ, ევროპას ენერგეტიკული კრიზისი აქვს, მაგრამ ჩვენ გადავიტანთ ამ ზამთარს – რუსეთი თავის ენერგომატარებლებთან მარტო დარჩება და ეს მისთვის გაცილებით მძიმე იქნება

დიახ, ჩვენ ენერგეტიკული კრიზისი გვაქვს, მაგრამ გადავიტანთ ამ ზამთარს. ჩვენი გადაწყვეტილების შედეგი რუსეთისთვის გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ჩვენთვის, რადგან ის მთლიანად ენერგორესურსების ექსპორტზეა დამოკიდებული და ჩვენ მისი მთავარი იმპორტიორები ვართ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროპასა და გერმანიაში წიაღისეული ენერგომატარებლებისგან გათავისუფლება და განახლებად ენერგიაზე გადასვლა ისედაც მიზნად აქვთ დასახული. „დიახ, მართალია, ჩვენ ...

Read More »

კრემლი ფსონს ზამთარზე დებს – „პუტინს დიდი იმედი აქვს, რომ ევროპელებს გაზით ზამთარში დააშინებს და ისინი უკრაინელებზე ზეწოლას დაიწყებენ“

რუსული ძალები კიევის ოლქზე სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებენ – საჰაერო იერიშის მაუწყებელი განგაშის სიგნალი ხშირად ისმის და მოქალაქეები, მის დასრულებამდე, თავშესაფრებში  რჩებიან.  უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო, კიევისა და კიევის ოლქის მოსახლეობას მოუწოდებს, 17:00 საათიდან 23:00 საათამდე ელექტროენერგიის გამოყენება შეზღუდონ. „კიევის ოლქში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაბომბვის შემდეგ, გვაქვს სერიოზული შედეგები, მაგრამ მათი მინიმუმამდე ...

Read More »

ირანს რუსული გაზის გაყიდვა სპარსეთის ყურის ქვეყნებში სურს

„ირანი მზად არის რუსული ბუნებრივი აირის სვოპ მიწოდებისთვის (არაპირდაპირი მიწოდებისთვის). თეირანს შეუძლია ის მიჰყიდოს სპარსეთის ყურის ქვეყნებს“, – განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრის მოადგილემ აჰმად ასადზადემ, წერს უცხოური მედია. „ჩვენ ასი პროცენტით მზად ვართ. ჩვენი ინფრასტრუქტურა მზად არის. ჩვენ ჩავატარეთ ყველა საჭირო სამუშაო… ბურთი რუსეთის მხარესაა“, – განაცხადა მან. ახლა თეირანი ელოდება რუსეთის შეთანხმებას თურქმენეთთან, რომლის ტერიტორიის გავლითაც მოხდება მიწოდება. თუ ...

Read More »

რუსეთი მზად არის გაზარდოს თურქეთისთვის ნავთობის მიწოდების მოცულობა

რუსეთი მზად არის გაზარდოს თურქეთისთვის ნავთობის მიწოდების მოცულობა, მაგრამ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის კომერციულ კომპანიებს შორის, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთს ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა REW-2022-ის ფარგლებში. “დიახ, ჩვენ განვიხილავთ საკითხს ჩვენს კოლეგებთან (თურქეთში ნავთობის მიწოდების გაზრდის საკითხს). ჩვენ მზად ვართ მიწოდება გავზარდოთ. ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ თურქული კომპანიების ინტერესს მეტი რუსული ნავთობის შესაძენად. მაგრამ ეს არის კომერციული საკითხი, რომელიც ...

Read More »

რა მოცულობის გაზის გატანა შეუძლია რუსეთს ევროპაში თურქეთის გავლით

თურქეთის გავლით ევროპაში დაახლოებით 63 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზი შეიძლება შევიდეს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა რუსული ენერგეტიკის კვირის ფორუმის ფარგლებში განაცხადა, წერს რუსული მედია. მისი თქმით, ახლა რუსულ-თურქული პროექტებიდან  ფუნქციონირებს „ლურჯი ნაკადი“ და „თურქული ნაკადის“ ორი ხაზი, რომელთაგან ერთი გამიზნულია სხვა ქვეყნებში ექსპორტისთვის. ალექსანდრე ნოვაკმა გაიხსენა, რომ ერთ დროს, როდესაც სამხრეთის ნაკადი იგეგმებოდა (არარეალიზებული პროექტი), უნდა ყოფილიყო ...

Read More »

რუსეთში, ბელგოროდში, დაბომბვის შედეგად, ნავთობბაზა კვლავ იწვის

ბელგოროდში, ჭურვის ჩამოვარდნის გამო, ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. „ისევ დაბომბვა განხორციელდა. ერთ-ერთი ჭურვი ბელგოროდის რაიონში, ნავთობბაზაზე მოხვდა“,- წერს გუბერნატორი „ტელეგრამზე“. მისი ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.

Read More »

უკრაინის ყველა ენერგოობიექტი აღდგენილია – დენის შმიგალი

უკრაინაში ყველა ენერგეტიკული ობიექტი აღდგენილია, რომლებიც 10 ოქტომბერს რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასირებული სარაკეტო იერიშის დროს დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. „ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შემდეგ, ჩვენ 14 ოქტომბრისთვის  მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილიზაცია მოვახდინეთ. მომხმარებლებისთვის შეზღუდვების გრაფიკი აღარ გამოიყენება. ამჟამად მთელი ენერგოსისტემა გამართულად მუშაობს“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა. მან ასევე განაცხადა, რომ მაგისტრალური ქსელების ...

Read More »

უკრაინის შეფასებით, რუსეთის შეჭრის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზარალი $35 მილიარდს უტოლდება

უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის გარემოსდაცვითი ზარალი, გამოწვეული რუსეთის უკრაინაში შეჭრით, $35.3 მილიარდს უტოლდება. ბუნებრივი რეზერვების მილიონობით ჰექტარი კი კვლავ საფრთხის ქვეშ იმყოფება. მინისტრის ინფორმაციით, ამ დრომდე გარემოსთვის ზიანის მიყენების 2,000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, უკრაინის დაცული ტერიტორიების მეხუთედი კი განადგურების საფრთხის წინაშეა. მინისტრმა, რუსლან სტრილეცმა მონაცემები ევროკავშირის დეპუტატებს სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას წარუდგინა. უკრაინული მხარის შეფასებით, ზარალი ჰაერის დაბინძურებიდან, რაც უკრაინაში ...

Read More »