რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში ენერგოობიექტი დაზიანდა

რუსეთის სამხედრო ძალებმა გამთენიისას სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის დნეპროპეტროვსკის და სუმის ოლქებზე. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, ერთი რაკეტა მოხვდა ენერგოობიექტს, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ჟივიცკის ცნობით, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტზე რომენსკის რაიონში. არიან დაშავებულები. კონკრეტულ ობიექტს ჟივიცკი ჯერჯერობით არ ასახელებს.

 

Leave a Reply