Tag Archives: #აშშ

ამჟამად, აშშ საექსპორტო გაზის ძირითად ნაწილს ევროპას აწვდის

რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების ფონზე, ევროპამ აზია ჩაანაცვლა და აშშ-ის თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდა. 2022 წლის პირველ ოთხ თვეში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) თითქმის სამი მეოთხედი ევროპაში გაგზავნა, რაც გასულ წელთან შედარებით ერთი მესამედით მეტია. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის განცხადებით, 2022 წლის პირველ ოთხ თვეში ევროპის რეგიონში თხევადი ბუნებრივი აირის ყოველდღიურმა მიწოდებამ გასული ...

Read More »

აფეთქების გამო ტეხასის უმსხვილესი თხევადი აირის გადამამუშავებელი ქარხანა სამი კვირით დაიხურება

თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადამამუშავებელი აშშ-ს ერთ-ერთი უდიდესი ქარხანა Freeport LNG, რომელიც ტეხასის შტატში, მექსიკის ყურის სანაპიროზე მდებარეობს, აფეთქების გამო სამი კვირით დაიხურება. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Reuters-ზე იტყობინება. აფეთქება და ხანძარი ქარხანაში ოთხშაბათს მოხდა. ინციდენტის მიზეზები ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ აღნიშნულმა მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია აშშ-ს ბუნებრივი აირის  ბაზარზე და შესაძლოა ევროპისა და აზიის ბაზრებზეც იმოქმედოს. ალექს მანტონის, ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2.03 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,03 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 416,758 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  0.81   მილიონი ბარელით  და შეადგინა  218.184  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 2,59  მილიონი ბარელით და შეადგინა  108,984 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,9 ...

Read More »

ამჟამად, აშშ საექსპორტო გაზის ძირითად ნაწილს ევროპას აწვდის

რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების ფონზე, ევროპამ აზია ჩაანაცვლა და აშშ-ის თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდა. 2022 წლის პირველ ოთხ თვეში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) თითქმის სამი მეოთხედი ევროპაში გაგზავნა, რაც გასულ წელთან შედარებით ერთი მესამედით მეტია. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის განცხადებით, 2022 წლის პირველ ოთხ თვეში ევროპის რეგიონში თხევადი ბუნებრივი აირის ყოველდღიურმა მიწოდებამ გასული ...

Read More »

აშშ-ის ხაზინის მდივანი: მნიშვნელოვანია, აშშ უფრო დამოკიდებული გახდეს ქარისა და მზის ენერგიაზე, რომლებიც გეოპოლიტიკურ გავლენას არ ექვემდებარებიან

აშშ-ის ხაზინის მდივანმა კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, აშშ უფრო დამოკიდებული გახდეს ქარისა და მზის ენერგიაზე, რომლებიც გეოპოლიტიკურ გავლენას არ ექვემდებარებიან. ჯანეტ იელენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ არის დაზღვეული გლობალური ენერგეტიკული შოკებისგან. „ჩვენ ვართ ნავთობის გლობალური ბაზრების ნაწილი, რომლებიც ექვემდებარება გეოპოლიტიკურ გავლენას“, – აღნიშნა იელენმა. მისი თქმით, „ამ ბაზრების გლობალური ბუნების გათვალისწინებით, პრაქტიკულად შეუძლებელია, თავის დაცვა ისეთი შოკებისგან, როგორიც რუსეთში ხდება, რაც ნავთობის გლობალურ ფასებზე ახდენს გავლენას“.

Read More »

ბაიდენმა მზის ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალი აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა თავდაცვის წარმოების აქტი, რათა ხელი შეუწყოს აშშ-ში მზის და რამდენიმე სხვა სახის სუფთა ენერგიის წარმოებას, ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი. აშშ-ის პრეზიდენტმა შესაბამის სამსახურებს გადაუდებელი ზომების მიღება დაავალა, რათა მზის ენერგიის მწარმოებლებისთვის პროდუქციის მიწოდება გაზარდოს. თეთრმა სახლმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან მზის პანელების იმპორტზე ტარიფები ორი წლით მოიხსნება. პრეზიდენტის განცხადებით, მზის ენერგიის მეშვეობით წარმოებული ელექტროენერგია ასევე ...

Read More »

არასაკმარისი ელექტროენერგიის გამო, ბაიდენმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, დოკუმენტი გამოქვეყნებულია თეთრი სახლის ვებგვერდზე. ენერგეტიკული ბაზრის კრიზისი გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით და კლიმატის სწრაფი ცვლილებით, ნათქვამია დოკუმენტში. სამხრეთ შტატებში სიცხემ და გვალვამ გამოიწვია რეკორდული მოთხოვნა და ელექტროენერგიის დეფიციტი. ენერგეტიკის მარეგულირებელმა ფედერალურმა კომისიამ და ჩრდილოეთ ამერიკის ელექტროენერგიის საიმედოობის კორპორაციამ გააფრთხილეს მომხმარებლები ამ ზაფხულის დასაწყისში ელექტროენერგიის ...

Read More »

აშშ ორ ნავთობკომპანიას ვენესუელური ნავთობის ევროპაში იმპორტის ნებას რთავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობით, იტალიურმა ნავთობკომპანია Eni SpA-მ და ესპანურმა Repsol SA-მ მომდევნო თვიდან, რუსული ნავთობის ემბარგოს დასაკომპენსირებლად, შესაძლოა ვენესუელური ნავთობის იმპორტი უზრუნველყონ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, Eni-სა და Repsol-ის კომპანიების მიერ მიღებული ნავთობის მოცულობა მცირეა, შესაბამისად, ის ენერგორესურსის გლობალურ ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს, თუმცა ეს შესაძლოა გახდეს ერთგვარი სტიმული ვენესუელის ხელისუფლებისთვის. ევროპამ და აშშ-მ ვენესუელიდან ...

Read More »

ნიუ-იორკის შტატის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ბიტკოინის მაინინგს, მინიმუმ ორი წლით კრძალავს

ნიუ-იორკის შტატის სენატმა მაინინგის ამკრძალავი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც Proof-of-Work (PoW) სისტემის კრიპტოვალუტების, მათ შორის, ბიტკოინის მაინინგს მინიმუმ ორი წლით კრძალავს. კანონმდებლების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირება და მდგრადი განვითარების სტრატეგიის ხელშეწყობა. ამასთან, ქსპერტების შეფასებით, მაინინგის აკრძალვა, როგორც საკანონმდებლო პრეცედენტი, ნეგატიურად აისახება კრიპტო-ინდუსტრიაზე, რადგან მას, შესაძლოა, ერთგვარი დომინოს ეფექტი მოჰყვეს და აშშ-ის სხვა შტატებმაც მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება. რაც ...

Read More »

აშშ–ში ბენზინის ფასი რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა

ბენზინის საშუალო ფასმა შეერთებულ შტატებში პირველად მიაღწია $4,6-ს გალონზე. ამერიკის საავტომობილო ასოციაციის (AAA) მონაცემები აჩვენებს, რომ საწვავის საშუალო ფასმა შაბათს მიაღწია 4,60 დოლარს გალონზე, რაც ახალი რეკორდია და 51%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე. ფასები კვლავ მაღალია დასავლეთ სანაპიროზე, სადაც საშუალო ფასი 6,109 აშშ დოლარია კალიფორნიაში და 5,224 აშშ დოლარი ვაშინგტონის შტატში. წყარო: “კომერსანტი”

Read More »