აშშ-ის ხაზინის მდივანმა კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, აშშ უფრო დამოკიდებული გახდეს ქარისა და მზის ენერგიაზე, რომლებიც გეოპოლიტიკურ გავლენას არ ექვემდებარებიან.
ჯანეტ იელენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ არის დაზღვეული გლობალური ენერგეტიკული შოკებისგან.
„ჩვენ ვართ ნავთობის გლობალური ბაზრების ნაწილი, რომლებიც ექვემდებარება გეოპოლიტიკურ გავლენას“, – აღნიშნა იელენმა.
მისი თქმით, „ამ ბაზრების გლობალური ბუნების გათვალისწინებით, პრაქტიკულად შეუძლებელია, თავის დაცვა ისეთი შოკებისგან, როგორიც რუსეთში ხდება, რაც ნავთობის გლობალურ ფასებზე ახდენს გავლენას“.