Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,2%-ით შემცირდა

ერაყი და ნიგერია ვერ ხედავენ ნავთობის მოპოვების გაზრდის აუცილებლობას

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, ერაყი და ნიგერია, რომლებიც OPEC-ის წევრები არიან, ვერ ხედავენ ნავთობის მოპოვების გაზრდის აუცილებლობას, რომლის ღირებულება 100 დოლარს უახლოვდება ბარელზე უკრაინის გარშემო კონფლიქტის ესკალაციის ფონზე. “მოთხოვნილება და მიწოდება სანავთობო ბაზარზე დღეისათვის დაბალანსებულია”, – განაცხადა ერაყის ნავთობის მინისტრმა იჰსან აბდულ ჯაბარმა დოჰაში გამართული გაზის სამიტის ფარგლებში. მინისტრის თქმით, “OPEC +”-ის ქვეყნები მარტის შეხვედრაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას მოპოვების შემდგომ ოდენობასთან ...

Read More »

რუსეთის მიერ ომის დაწყების გამო, მსოფლიოში ნავთობის ფასები რეკორდულად გაიზარდა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაციისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ომის დაწყების გამო, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები რეკორდული ტემპით გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  101.87 (+2.79)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  95.15 (+2.34)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმი 100 დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,12 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 96,84 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

Urals-ის მარკის რუსული ნავთობის ფასი 2004 წლის მინიმუმამდე დაეცა

რუსული Urals მარკის ნავთობის ფასი ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში მინიმუმამდე დაეცა და 2004 წლის 8 ნოემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდა. Argus Media-ს მონაცემებით, Urals-ის ტიპის საწვავის ფასი ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 0,88 დოლარით დაეცა და ბარელზე 92,87 დოლარი შეადგინა. სააგენტოს შეფასებით, Urals მარკის ნავთობზე მოთხოვნის შემცირება რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა განაპირობა, რადგან ბაზრის მონაწილეები უკრაინაში სიტუაციის გამწვავებას მოელოდნენ. ამასთან, Urals-ის გაიაფება მიწოდების ზრდამ განაპირობა: გადაზიდვების წინასწარი პროგრამის ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 22 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96,84  (+  3,30)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92,35  (+  1,28)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

ენერგეტიკის მინისტრი ნავთობის ოპტიმალურ ფასად რუსეთისთვის 55-70 დოლარს მიიჩნევს ბარელზე

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ნავთობის ფასი 55-70 დოლარის ფარგლებში ბარელზე ოპტიმალურია სანავთობო ბაზრისთვის. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის ნიკოლაი შულგინოვის Energy Intelligence-თან ინტერვიუზე დაყრდნობით, რომელიც მან გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტის ფარგლებში გამართა, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ვფიქრობ, რომ ბაზრისათვის ოპტიმალური დონე არის 55-70 დოლარი/ბარელზე“, – განაცხადა მან. შულგინოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთი ზრდის მოპოვებას და მას აქვს მომავალში შემდგომი ზრდის ...

Read More »

Saudi Aramco მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინეთში ახალ ინვესტიციებთან დაკავშირებით

ნავთობის გიგანტი Saudi Aramco აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინელ პარტნიორებთან ქვეყანაში შემდგომი ინვესტიციების შესახებ, განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ამინ ნასერმა. Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ”ჩინეთი არის Aramco-ს ბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი,” – განუცხადა ნასერმა ჟურნალისტებს საუდის არაბეთში კონფერენციის ფარგლებში. ”და ამჟამად ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ჩინეთში ჩვენს პარტნიორებთან ერთად დამატებითი ინვესტიციების შესახებ,” – განაცხადა მან.

Read More »
ნავთობის გაიაფებამ უმსხვილეს ნავთობმწარმოებლებს მოგება შეუმცირა

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი გაიზარდა, ხოლო Light Sweet-ის – შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის’ ცნობით, 2022 წლის 18 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმარულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 93,54  (+  0,57)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.07  (- 0,69)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

რა მექანიზმები არსებობს საწვავის ფასის შესამცირებლად

საწვავის ფასის დასარეგულირებლად, შესაძლოა, სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მთავრობა პროცესს აკვირდება და „სიტუაციიდან გამომდინარე“, გადაწყვეტილებებს „მყისიერად“ მიიღებს. როგორც „სენტას“ დირექტორი ზაალ იაკობიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, მინისტრის განცხადება მეტ კონკრეტიკას მოითხოვს. თუმცა, ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს ჩართულობა მხოლოდ ორი მიმართულებით შეიძლება განვიხილოთ. კერძოდ, ზაალ იაკობიძის თქმით, იმისთვის, რომ საწვავის ფასი აღარ გაიზარდოს (შესაძლოა, ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: საწვავის ფასების რეკორდული მატება პანდემიასა და გეოპოლიტიკურ სირთულეებს უკავშირდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საწვავის ფასების რეკორდული მატების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური დაძაბულობა და პოლიტიკური ფაქტორებია. „გვესმის, რომ პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესი ამაზე მოქმედებს, მაგრამ ამას დამატებით ის გეოპოლიტიკური სირთულეები ემატება, რომელიც რეგიონშია და საწვავის ფასების ზრდას განაპირობებს. ჩვენთვის ეს აქტუალური საკითხია. საწვავი არის ბევრი პროდუქტის მდგენელი და შესაბამისად, ის ინფლაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ზოგადად, ინფლაციის დარეგულირება ...

Read More »