Tag Archives: #ნავთობრესურსები

ზრდის შემდეგ, ნავთობის ფასი უმნიშვნელოდ შემცირდა

2022 წლის 17  მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  114.02 (-0.37)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  113.99 (-0.03)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

მოსალოდნელია ენერგომატარებლების ნახტომისებური გაძვირება და დეფიციტიც

მსოფლიოში ენერგომატარებლების მკვეთრი გაძვირებაა მოსალოდნელი. ასეთია მსოფლიო ბანკისა და სპეციალისტების პროგნოზი, რომელიც ძალიან პესიმისტურია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ვითარება კიდევ მეტად გართულდება. ეტაპობრივად გაუარესდება ვითარება მიწოდების მიმართულებითაც, რომელის ციკლიც უკვე დაირღვა. სპეციალისტების თქმით, ეს წელი მსოფლიოსთვის ძალიან რთულად გადასატანი იქნება. მსოფლიო ბანკი რუსეთ–უკრაინის ომის გამო უკვე 2022 წელს მსოფლიოში ფასების ისტორიულ ზრდას ელოდება. მათი პროგნოზით, ენერგომატარებლები – 50%-ით, ენერგეტიკული პროდუქცია ...

Read More »

ჩინეთში გამოცხადებული ლოქდაუნის ფონზე, ნავთობის ფასი მცირდება

2022 წლის 26 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  104.41 (-0.51)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  100.87 (-0.83)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
სოკარმა საწვავი გააიაფა

SOCAR-ი აზერბაიჯანი რუსულ გაზს რუბლში არ იყიდის

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა (State Oil Company of Azerbaijan Republic) განაცხადა, რომ აზერბაიჯანი რუსულ გაზში რუბლს არ გადაიხდის. SOCAR-მა უარყო მედიით დღეს გავრცელებული ინფორმაცია გაზის რუსული რუბლით შესყიდვის შესახებ. რუსეთი აზერბაიჯანს ბუნებრივ აირს „აზერკონტრაქტსა“ და „გაზპრომს“ შორის 2021 წლის ივლისში მხარეებს შორის„სეზონური გაცვლის“ შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აწვდის. ხელშეკრულების ვადა 2023 წელს იწურება. ხელშეკრულება ბუნებრივი აირის მიწოდებას ზაფხულის სეზონზე ითვალისწინებს. მიწოდების მოცულობას ...

Read More »

არაბეთის გაერთიანებული საემიროები ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველად აგზავნის ნავთობს ევროპაში

საფრანგეთის TotalEnergies-ის გადამზიდავმა ერთეულმა აბუ დაბის ნედლი ნავთობის ჩასატვირთად ტანკერი დაიქირავა, რომელიც მაისის დასაწყისში არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ევროპაში ნავთობს პირველად შეიტანს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Refinitiv Eikon-ის მონაცემებით, აბუ დაბის Das-ის მარკის ნედლი ნავთობი ბოლოს 2020 წლის მაისში იტალიისთვის ჩაიტვირთა. მაისის თვის დასაწყისში არაბეთის გაერთიანებული საემიროების მიერ დაქირავებული ტანკერი 1 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობით დატვირთული გაემართება დიდი ბრიტანეთისაკენ. ტანკერის სახელწოდებაა Moscow ...

Read More »

რუსეთში, ბრიანსკში იწვის ორი ობიექტი – სარაკეტო-საარტილერიო არსენალი და ნავთობ-ბაზა

რუსეთის ქალაქ ბრიანსკში მდებარე ნავთობბაზას დღეს დილით ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ „როიტერი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი ნავთობსადენების კომპანია „ტრანსნეფტის“ საკუთრებაში არსებულ ობიექტზე, მოსკოვის დროით 02:00 სთ-ზე გაჩნდა, მაგრამ ქალაქის რომელიმე ნაწილის მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა. ბრიანსკი უკრაინის საზღვრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რუსეთის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც უკრაინის სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონებისკენ მდებარეობს.

Read More »

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ შეამცირა ქვეყანაში ნავთობის მოპოვების პროგნოზი 2022-2023 წლებში

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ შეამცირა ქვეყანაში ნავთობის საშუალო მოპოვების პროგნოზი 20 ათასი ბარელით/დღეში 12,01 მილიონამდე 2022 წლის შედეგებით. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “რია ნოვოსტი” ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს (EIA) ყოველთვიური მოკლევადიანი პროგნოზის მონაცემებზე დაყრდნობით. აღნიშნულია, რომ 2023 წლისთვის პროგნოზი შემცირებულია 40 ათასი ბარელით/დღეში –  12,95 მლნ ბარელამდე.

Read More »

აშშ უკვე მეორე კვირაა რუსეთიდან ნავთობის იმპორტს არ ახორციელებს

2-8 აპრილის კვირის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი ნულ დონეზე შეინარჩუნა. რუსული ნავთობის მიწოდება ზედიზედ მეორე კვირაა არ ხორციელდება. აშშ-ის ენერგეტიკული საინფორმაციო დეპარტამენტის (EIA) მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. აშშ-მა შეაჩერა ნავთობის იმპორტი რუსეთიდან 7-დან 28 იანვრამდე, მაგრამ შემდეგ აღადგინა მიწოდება. 19 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით რუსეთიდან კვლავ აღარ ხორციელდებოდა ნავთობის იმპორტი. მარტის დასაწყისში რუსული ნავთობის მიწოდების ყოველკვირეულმა მოცულობამ ...

Read More »

ვახტანგ ჭარაია: ბაზარზე ნავთობპროდუქტების კონკურენტუნარიანი ფასებისთვის კონკურენციის სააგენტოს აქტიურობის საჭიროება იკვეთება

იმისთვის, რომ ნავთობპროდუქტები ბაზარზე ღირდეს კონკურენტუნარიანი ფასი, პრემიერ-მინისტრს განცხადების გაკეთება არ უნდა სჭირდებოდეს. ჩემი გადმოსახედიდან აქ იკვეთება კონკურენციის სააგენტოს აქტიურობის საჭიროება, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, წარმოუდგენელია, ბაზარზე ყველა მოთამაშეს ერთდროულად შეეძლოს ან არ შეეძლოს როგორც ფასების მომატება, ასევე დაკლება. „წარმოუდგენელია, რომელიმე მათგანს არ გაუჩნდეს ამბიცია, რომ ფასით აჯობოს თავის ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი: ახალ კონტრაქტებში შემცირებული ფასები და შედარებით დასტაბილურებული ლარის კურსი აჩენს მოლოდინს, რომ საწვავის ფასი უნდა შემცირდეს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საწვავის ხარისხი აქამდეც მოწმდებოდა და ეს პროცესი სამომავლოდაც ანალოგიურად გაგრძელდება. რაც შეეხება საწვავის ფასებს, მინისტრის განმარტებით, მოსაწოდებელ საწვავთან დაკავშირებით დადებული კონტრაქტები არის გარკვეულწილად ფასების მაჩვენებელი და წინა თვეებთან შედარებით, კონტრაქტებზე ფასები შემცირებულია. „საწვავის ხარისხზე გეტყვით, რომ ხარისხის კომპონენტის შემოწმება ბუნებრივია, აქამდეც ხდებოდა და შემდგომ პერიოდშიც ანალოგიურად გაგრძელდება. ბუნებრივია, ფასების ინდიკატორი არის გარკვეულწილად ის კონტრაქტები, ...

Read More »