Tag Archives: #ელექტრომობილი

გასულ წელს Tesla-მ მილიონამდე ელექტრომობილი გაყიდა

2021 წელს Tesla-მ 930 422 ელექტრომობილი გამოუშვა და 935 172 მანქანა გაყიდა. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშშია ნათქვამი. ეს მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემებზე თითქმის ორჯერ მაღალია. „ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით Tesla-ს გუნდის მშვენიერი ნამუშევარია“, – ასე გამოეხმაურა კომპანიის წლიურ შედეგს მისი დამფუძნებელი, ილონ მასკი. სექტემბერში მან განაცხადა, რომ მომდევნო 9 წლის განმავლობაში Tesla გეგმავს ყოველწლიურად 20 მილიონამდე ელექტრომობილი გაყიდოს.

Read More »
მშვიდობით ბენზინო! Toyota-მ წყალბადზო მომუშავე  ავტომობილების სერიული გამოშვება დაიწყო

Toyota ავტომობილების წარმოებას გაურკვეველი ვადით შეაჩერებს

კომპანია Toyota აპირებს 2022 წლის იანვრიდან გაურკვეველი ვადით შეაჩეროს ავტომობილების წარმოება მის კუთვნილ 5 იაპონურ ქარხანაში. რამდენი ხანი გაჩერდება კონვეიერები, ამ ეტაპზე ზუსტად ცნობილი არ არის. სპეციალისტები აღნიშნულ იძულებით გაჩერებას მიკროელექტრონული მაკომპლექტებლების დეფიციტს უკავშირებენ. ეს იძულებითი დეფიციტი კი ერთმნიშვნელოვანდ აისახება კომპანიის დილერებთან ავტომობილების სიმცირეზე. ექსპერტების შეფასებით, Toyota-ს პაუზა ამ ხუთ ქარხანაში სავარაუდოდ, 2 კვირა გაგრძელდება და ის შეაფერხებს დამატებით 20 ...

Read More »

ლონდონში ორსართულიანი ელექტრო ავტოვბუსები იმოძრავებენ

პირველი ელექტრო ავტობუსი იმოძრავებს 98 მარშრუტზე.  აღნიშნული მარშუტი სპეციალურად შეირჩა „დაბინძურების ცხელი წერტილის“ სტატუსის გამო. ხსენებულ ფაქტს ლონდონის მერი გამოეხმაურა: „ძალიან ამაღელვებელა, რომ ეს სწორედ აქ ხდება. ექსპლუატაციის ხარჯები გაცილებით დაბალია ელექტრო ავტობუსების შემთხვევაში. მათ ნულოვანი გამონაბოლქვი აქვთ, რაც უზარმაზარ სარგებელს წარმოადგენს ყველა ლონდონელისთვის“. ავტობუსები აღჭურვილია BYD-ის მასიური 345 კვტ/სთ ბატარეით, რომელსაც შეუძლია დაახლოებით 306 კმ. გავლა, რაც, ზოგადად, საკმარისზე ...

Read More »

Xiaomi-ს ახალ ქარხანაში, ყოველ წელს, 300 ათასი ელექტრომანქანა აიწყობა

Tesla-ს საგრძნობი წარმატების შემდეგ, ელექტრომანქანების წარმოება თითქმის ყველა ავტომწარმოებელმა დაიწყო, მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, მათ არც წვრილი სამომხმარებლო ტექნიკის მწარმოებლები ჩამორჩნენ. Xiaomi ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა, რომელმაც ელექტრომანქანების ბიზნესში შესვლა ჯერ კიდევ მარტში დააანონსა, როცა განაცხადა, რომ მომავალ 10 წელიწადში, ამ ინდუსტრიაში, კომპანია $10 მილიარდს დააბანდებდა. შედეგმაც არ დააყოვნა, განცხადებიდან მალევე, Xiaomi-მ თვითმართვად ტექნოლოგიაზე მომუშავე სტარტაპი DeepMotion-ი შეიძინა, $77.3 მილიონად. ახლა კი, ...

Read More »

ნორვეგიას მსოფლიოში პირველი ელექტრო კონტეინერმზიდი ჰყავს

ნორვეგიამ წყალში მსოფლიოში პირველი, მთლიანად ელექტრო და ავტონომიური მართვის სატვირთო გემი ჩაუშვა, რაც Agence France-Presse (AFP) შეფასებით, „მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გარღვევა და ეკოლოგიაში შეტანილი მცირე წვლილია.“ კონტეინერმზიდ Yara Birkeland-მა ნორვეგიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პორსგრუნის ქარხნიდან, დაახლოებით, 10 კილომეტრით დაშორებულ ბრევიკის პორტამდე სასუქით დატვირთული 120-მდე კონტეინერი გადაზიდა. ამით სატვირთო ავტომობილებით გადატანის 40 000 დამაბინძურებელი რეისი თავიდან იქნა აცილებული. „რა თქმა უნდა, იყო სირთულეები ...

Read More »

ელექტრომობილების ინდუსტრიის განსავითარებლად ავტომწარმოებლები 515 მლრდ დოლარს დახარჯავენ

ავტორიტეტული გამოცემა Reuters-ის გათვლებით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე მომუშავე ავტომწარმოებლები წიაღისეული საწვავიდან ელექტრომობილებზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობისათვის ჯამურად 515 მილიარდ აშშ დოლარს გაიღებენ. დეკარბონიზაციის მიზნების მისაღწევად და ელექტროძრავების ელემენტების შესაქმნელად უმსხვილესი ავტომწარმოებლები მზად არიან, საკუთარი საწარმოო პოლიტიკა შეცვალონ და ამისათვის კოლოსალური ოდენობის თანხებიც გაიღონ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ღირებულებით ყველაზე დიდი ავტომწარმოებლისა და ელექტრომობილების პიონერის, Tesla-ს საბაზრო კაპიტალის ღირებულება ...

Read More »

Tesla-ს ავტომობილების განბლოკვის აპლიკაციის გათიშვამ ასობით მძღოლი უმანქანოდ დატოვა

Tesla-ს ავტომობილების ასობით მფლობელი, რამდენიმე საათის განმავლობაში, მანქანის გამოყენებას ვერ ახერხებდა. მიზეზი იმ აპლიკაციის დროებითი გათიშვაა, რომლითაც ავტომობილების მთელი კომპიუტერული სისტემის მართვაა შესაძლებელი, – ამის შესახებ BBC წერს. შეფერხების განმავლობაში, 500-მდე მძღოლმა დაწერა სოციალურ ქსელში პრობლემის შესახებ. ილონ მასკმა, ამ პოსტების პასუხად, Twitter-ზე დაწერა: „ვამოწმებთ“. დაახლოებით 5 საათის შემდეგ, აპლიკაცია კვლავ ამუშავდა. „ბოდიშს გიხდით. მივიღებთ ზომებს, რომ ეს აღარ განმეორდეს“, – ...

Read More »

შოტლანდიაში ელექტროდამტენების ქსელი მწყობრიდან გამოვიდა და მძღოლებს კოლოსალური გადასახადები მიუვიდათ

მთელი შოტლანდიის მასშტაბით, ასობით მძღოლმა აღმოაჩინა, რომ ავტომობილების დამუხტვის საფასურს იმაზე გაცილებით მეტს სთხოვდნენ, ვიდრე, რეალურად, უნდა გადაეხადათ, – ამის შესახებ BBC წერს. მაგალითისთვის, ერთ მძღოლს, ავტომობილის 16 წუთით დატენვის შემდეგ, სისტემამ აცნობა, რომ 3 ათას ფუნტზე მეტი ჰქონდა გადასახდელი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ChargePlace Scotland-ში, რომელიც ქსელს მართავს, ტექნიკური ხარვეზი იყო და მძღოლებს ზედმეტი თანხის გადახდა არ მოუწევთ.

Read More »
Tesla უპილოტო ავტობუსების გამოშვებას გეგმავს

პროგრამული უზრუნველყოფის საკომუნიკაციო პრობლემის გამო Tesla აშშ-ში 12 000 ავტომობილს უკან გამოიხმობს

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამერიკული ავტომწარმოებელი Tesla აშშ-ში 12 000 ელექტრომობილს უკან გამოიწვევს. კომპანია გამოიხმობს 2017 წლის შემდეგ წარმოებულ ელექტრომობილებს, რომელთაც პროგრამულ უზრუნველყოფაში საკომუნიკაციო პრობლემა წარმოექმნათ და შეცდომით შეჯახების საფრთხეს აღიქვამდნენ, რის შემდეგაც მოულოდნელად ავარიულ მუხრუჭს ააქტიურებდნენ. Tesla-ს განცხადებით, 11 704 Model S-ის, X-ისა და Y-ის უკან გამოხმობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კომპანიამ 23 ოქტომბერს პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ...

Read More »

Tesla-მ რეკორდული მოგება მიიღო

ილონ მასკის კომპანიამ, Tesla-მ წლის მესამე კვარტალში რეკორდული მოგება და შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ გამოცემა CNBC წერს. სხვა ავტომწარმოებლებისგან განსხვავებით, კომპანიამ შეძლო ელექტრო მანქანების გაყიდვების გაზრდა ჩიპების დეფიციტის და გლობალური ლოგისტიკის შეფერხების ფონზე. Tesla-ს შემოსავალი ელექტრო მანქანებიდან გაიზარდა 30.5%-ით, ხოლო მთლიანად ბიზნესიდან – 26.6%-ით. კვარტალში კომპანიის წმინდა მოგებამ მეორედ გადააჭარბა $ 1 მილიარდს და შეადგინა $ 1.62 მილიარდი. ენერგეტიკულმა ბიზნესმა, მათ შორის მზის პანელების ...

Read More »