Tag Archives: #ნავთობი

რუსეთმა ნავთობის მოპოვება გაზარდა

სექტემბრის პირველ კვირებში რუსეთში ნედლი ნავთობისა და კონდენსატის წარმოება გაიზარდა. ქვეყნის უმსხვილესმა მწარმოებლებმა OPEC+-ის შეთანხმების შესაბამისად, წარმოება გაზარდეს. ზრდას ასევე ხელი შეუწყო Gazprom-ის მუშაობის აღდგენამ დასავლეთ ციმბირის ობიექტზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ. ენერგეტიკის სამინისტროს CDU-TEK-ის განყოფილების მონაცემებით, ქვეყანამ 1-დან 13 სექტემბრამდე დღეში საშუალოდ 1,456 ათასი ტონა ნავთობი გადატუმბა. ეს 10.679 მილიონ ბარელს უდრის დღეში, რაც აგვისტოს დონეს 2.4%-ით აღემატება. თუ ნავთობის წარმოების ეს მაჩვენებელი მთელი სექტემბრის განმავლობაში ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა 74 აშშ ვდოლარს გადააჭარბა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 0,28 აშშ დოლარით (0,38%) გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report წერს. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 74,26 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 ...

Read More »

ირანი და ჩინეთი ნავთობთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაფართოებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს

ირანის ნავთობის მინისტრმა ალი ოვჯიმ და ლიბინ ჟანგმა, ჩინეთის ნავთობის ეროვნული კორპორაციის (CNPC) ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მოლაპარაკებები გამართეს თანამშრომლობის განვითარების მიზნით. შეხვედრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. CNPC უკვე საკმაოდ აქტიურადაა წარმოდგენილი ირანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე “აზადგანის” ნავთობის საბადოზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთი მონაწილეობდა “ჩრდილოეთ აზადეგანის” საბადოების განვითარებაში, რომლის პირველი ეტაპი ხუთი წლის წინ იქნა ამოქმედებული. მთლიანობაში 1500 ...

Read More »

IEA: აგვისტოში “OPEC +”-ის ქვეყნებმა შეთანხმება 116% -ით შესრულეს

“OPEC +”-ის ქვეყნებმა აგვისტოს თვეში ნავთობის მოპოვების შეზღუდვის შესახებ შეთანხმება 116%-ით შეასრულეს , ასეთი გამოთვლა გააკეთეს IEA-ის ანალიტიკოსებმა. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. ამრიგად, ოპეკის წევრებმა შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები 118%-ით, ხოლო ოპეკში არშემავალმა ქვეყნები – 112%-ით. კერძოდ, ოპეკის წარმომადგენლებიდან ნიგერიამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა გარიგების შესრულებას (253%), სადაც პრობლემები წარმოიშვა Forcados ტერმინალში, რამაც გამოიწვია ფორს-მაჟორის გამოცხადება. IEA აღნიშნავს, რომ 9 სექტემბერს რემონტის ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას კვლავაც განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 14 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.60 (+ 0.09)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70.46 (+ 0.01)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ამერიკის ბანკი: ცივმა ზამთარმა შეიძლება ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე გაზარდოს

ამერიკის ბანკის (BofA) კვლევების მიხედვით, 2022 წლის შუა რიცხვებიდან შესაძლოა ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე გაიზარდოს. მოხსენებას სააგენტო Reuters ავრცელებს. ექსპერტების აზრით, თუ ზამთარი ჩვეულებრივზე უფრო ცივი იქნება,  შეიძლება აღნიშნულმა გამოიწვიოს მოთხოვნისა და მიწოდების დეფიციტის გაზრდა. ჩვეულებრივზე ცივმა ზამთარმა შეიძლება გაზარდოს გლობალური მოთხოვნა ნავთობზე 1–2 მილიონი ბარელით დღეში. გარდა ამისა, ზამთარში მიწოდების დეფიციტი ადვილად გადააჭარბებს 2 მილიონ ბარელს დღეში, ნათქვამია ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 0,57 აშშ დოლარით (0,57%-ით) გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 73,98 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 ...

Read More »

აგვისტოში ოპეკმა ნავთობის მოპოვება 150 ათასი ბარელით გაზარდა

მ/წლის აგვისტოს თვეში ოპეკის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვება გაზარდეს 150 ათასი ბარელით/დღე-ღამეში  ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით 26,76 მილიონ ბარელამდე/დღეში. ოპეკის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ამავე დროს, ნიგერიამ შეამცირა მოპოვება 114 ათასი ბარელით/დღეში 1.27 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში, თუმცა “OPEC +”-ის ყველა ქვეყანასთან ერთად აგვისტოდან ნავთობის მოპოვების გაზრდის უფლება ჰქონდა. ინტერფაქსის გათვლებით, აგვისტოს თვეში ახალი ნებადართული კვოტების გათვალისწინებით, ოპეკის ქვეყნებმა გასულ თვეში “OPEC +”-ის ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2021 წლის 10 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73,90 (+ 0.53)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70.86 (+ 0.58)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

OPEC-მა 2021 წლის ნავთობის მოპოვების ზრდის პროგნოზი შეინარჩუნა

ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდა 2021 წელს დღეში 6 მილიონი ბარელი იქნება. მოხსენების თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ნავთობზე მოთხოვნა სტაბილური იყო მოსახლეობის მზარდი მობილობის ფონზე, განსაკუთრებით OECD ქვეყნებში. ამავდროულად, წლის მეორე ნახევარში ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი შემცირდა კორონავირუსული ინფექციის გავრცელების და, კერძოდ, დელტას შტამის გამო. OPEC-ის პროგნოზით, 2022 წელს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნის ზრდა  4.2 მილიონი ბარელი იქნება, რაც 0.9 მილიონი ბარელით აღემატება აგვისტოს ...

Read More »