ირანი და ჩინეთი ნავთობთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაფართოებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს

ირანის ნავთობის მინისტრმა ალი ოვჯიმ და ლიბინ ჟანგმა, ჩინეთის ნავთობის ეროვნული კორპორაციის (CNPC) ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მოლაპარაკებები გამართეს თანამშრომლობის განვითარების მიზნით.

შეხვედრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. CNPC უკვე საკმაოდ აქტიურადაა წარმოდგენილი ირანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე “აზადგანის” ნავთობის საბადოზე.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთი მონაწილეობდა “ჩრდილოეთ აზადეგანის” საბადოების განვითარებაში, რომლის პირველი ეტაპი ხუთი წლის წინ იქნა ამოქმედებული. მთლიანობაში 1500 კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე “აზადგანის” ნავთობის საბადო ირან-ერაყის საზღვართან მდებარეობს.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply