Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

SOCAR რუსეთის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებას წყვეტს

აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) ბაქო–ნოვოროსიისკის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას წყვეტს. ამის შესახებ სააგენტო როიტერს კომპანიიდან კონფიდენციურმა წყარომ აცნობა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბაქო–ნოვოროსიისკის მილსადენით მაისში გასატარებელ მოცულობებს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენზე გადაამისამართებს. ამ გადაწყვეტილების კიდევ ერთი საფუძველი შეიძლება იყოს ნავთობის გართულებული რეალიზაცია ნოვოროსიისკის პორტიდან. ტრეიდერები რუსული ნავთობისგან თავს შორს იჭერენ, ვინაიდან საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები უარს ამბობენ რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერების დაზღვევაზე, საერთაშორისო სანქციების გამო. ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0.7 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,7 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 414,424 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  1,57   მილიონი ბარელით  და შეადგინა  230,805  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  1,45  მილიონი ბარელით და შეადგინა  107,286 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,8 ...

Read More »

2015-2021 წლებში ნავთობისა და გაზის საძიებო და მოპოვების მიმართულებით 219 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული

საქართველოში, მიმდინარე მომენტისთვის, ნავთობის ძებნა-ძიების და მოპოვების საქმიანობას სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების 27 ხელშეკრულების საფუძველზე, საერთაშორისო ტენდერებით შერჩეული, 10  ინვესტორი ახორციელებს.  ამის შესახებ „ბანკები და ფინანსებს“ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს. როგორც საგენტოში აცხადებენ, 2013 წლიდან დღემდე ჩატარებულია ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ღია საერთაშორისო ტენდერი ხმელეთის 15 სალიცენზიო ბლოკზე და შავი ზღვის ერთ სალიცენზიო ბლოკზე. საქართველოში ნავთობისა და ...

Read More »

2015 წლის შემდეგ პირველად ევროპაში აშშ-ის ნედლი ნავთობით დატვირთული სუპერტანკერი ჩავიდა

ტანკერმა Solana-მ 2 მლნ ბარელი ნედლი ნავთობის ნაწილი ესპანეთში, ბილბაოს პორტში ჩამოტვირთა, დარჩენილი ნაწილი კი გერმანიაში (ვილჰელმსჰაფენში) და ნიდერლანდებში (როტერდამში). ტანკერი Solana მექსიკის ყურეში, მცირე გემებიდან დაიტვირთა აშშ-ის ნავთობით. როგორც წესი, ევროპაში აშშ-დან ნედლი ნავთობი მცირე, 600 ათასიდან 1 მლნ ბარელამდე ტევადობის გემებით გადაიზიდება, 2 მლნ ბარელიანი სუპერტანკერები კი გრძელ მარშრუტებზე, მაგალითად, აშშ-სა და აზიას შორის გამოიყენება, მაგრამ რამდენადაც უკრაინაში ...

Read More »

საპროტესტო აქციების გამო ლიბიაში ნავთობის უმსხვილესი საბადოები დაიბლოკა

ლიბიაში ნავთობის უმსხვილესი საბადოები დაბლოკილ იქნა აქციის მონაწილეების მიერ, რომლებიც მოითხოვენ პრემიერ-მინისტრ აბდელა ჰამიდა დბეიბას გადადგომას, Bloomberg-ზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. თავად აბდელ ჰამიდ დბეიბა გადადგომაზე უარს ამბობს. საპროტესტო აქციების შედეგად დროებით დაიხურა აშ-შარარას, ელ-ფილის და კიდევ რიგი სხვა უმსხვილესი საბადოები დასავლეთ ლიბიაში. ამის გამო ქვეყანაში ბოლო 10 დღის განმავლობაში ნავთობის მოპოვება შემცირდა 1,3 მილიონი ბარელიდან 500 ათას ბარელამდე/დღეში. თუმცა, ...

Read More »

პროექტში „სახალინ-2“, Shell-ის წილის ყიდვას ჩინეთი გეგმავს – იაპონია წინააღმდეგია

იაპონია შეშფოთებულია „სახალინ-2“-ის პროექტში ნავთობისა და გაზის წილის შესყიდვასთან დაკავშირებული ჩინეთის გეგმებით იაპონია აკვირდება ვითარებას Sakhalin-2 ნავთობისა და გაზის პროექტის გარშემო და ჩინეთის სახელმწიფო კომპანიების მიერ მასში ბრიტანული კორპორაცია Shell-ის წილის შესაძლო შესყიდვას. ამის შესახებ ჟურნალისტებს 22 აპრილს ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, კოიჩი ჰაგიუდამ განუცხადა. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას,” – თქვა მან. მისი თქმით, იაპონიის პროექტიდან გასვლა არ ...

Read More »
“როსნეფტის” 19.5%-იანი წილი შესაძლოა ჩინურმა და ინდურმა კომპანიებმა შეიძინონ

„როსნეფტმა“ ნავთობი რუბლში ვერ გაყიდა

რუსულმა ნავთობტრეიდერმა „როსნეფტმა“ 6,5 მილიონი ტონა ნავთობის რეალიზაცია ვერ შეძლო, რადგან ნედლეულის საფასურის გადახდა რუბლში მოითხოვა. ამის შესახებ Reuters 5 ტრეიდერზე დაყრდნობით წერს. „ტენდერის ჩავარდნა მიუთითებს კრემლის პრობლემებზე ნავთობით ვაჭრობის სეგმენტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დასავლეთის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების გამო. გასულ კვირას „როსნეფტი“ გაჰყვა პუტინის კვალს და ნედლეულის ფასის კონვერტაცია რუბლში მოითხოვა“, – აცხადებენ ტრეიდერები. „როსნეფტმა“ გასულ კვირას ტენდერზე გასაყიდად ...

Read More »

ევროკავშირში რუსული ნავთობის სრული ემბარგოს დაწესების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ევროკავშირში რუსული ნავთობის სრული ემბარგოს საკითხზე დაწესების შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, – ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა გერმანულ გამოცემა „დიე ველტთან“ ინტერვიუში გააკეთა. „რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის შეჩერება ან სადამსჯელო ტარიფები იქნებოდა მნიშვნელოვანი, რათა პუტინზე ზეწოლა მოვახდინოთ და ის მოლაპარაკებები მაგიდასთან დავსვათ, მაგრამ დღეს ევროკავშირში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს“, – განაცხადა ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 20 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  108.17 (+1.24)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  103.67 (+1.48)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის 19 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  107.25  (-  5.91)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  102.56  (-  5.65)  დოლარი/ბარელზე.

Read More »