Tag Archives: #ბირთვული

საერთაშორისო ატომური სააგენტოს გენერალური დირექტორი – ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებზე პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა

ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებზე პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა, – ამის შესახებ საერთაშორისო ატომური სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა. მისი თქმით, ირანელ მაღალჩინოსნებთან გამართული შეხვედრა „ინტენსიური იყო, თუმცა მხარეებმა სადავო საკითხებზე შეთანხმებამდე მისვლა ვერ შეძლეს“. ირანის წარმომადგენლის განცხადებით, მხარეები კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. საერთაშორისო ატომური სააგენტო თეირანს ბირთვულ ობიექტებზე დაშვებას სთხოვს. რამდენიმე თვის წინ, სააგენტოს ინსპექტორებმა ორ ბირთვულ ობიექტზე, სადაც ხელისუფლება მათ შესვლის ...

Read More »

ბილ გეიტსის $4-მილიარდიანი ბირთვული რეაქტორი ვაიომინგში განთავსდება

ამერიკელი მილიარდერის, ბილ გეიტსის მიერ დაფუძნებულმა კომპანია TerraPower-მა განაცხადა, რომ 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ბირთვულ რეაქტორს ვაიომინგის შტატის ქალაქ კემერერში განათავსებს. აღსანიშნავია, რომ პროექტს ფედერალური მთავრობა 1.9 მილიარდი აშშ დოლარით აფინანსებს. აქედან 1.5 მილიარდი აშშ დოლარი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მიმდინარე კვირაში ორი პარტიის მიერ მხარდაჭერილი ინფრასტრუქტურის კანონპროექტის ფარგლებში გამოიყოფა. როგორც ცნობილია, ბილ გეიტსის კომპანია ნატრიუმის ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ რეაქტორს ...

Read More »

საფრანგეთის პრეზიდენტმა ახალი ბირთვული რეაქტორების მშენებლობა დააანონსა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე, ენერგორესურსების ფასების მატების ფონზე, ემანუელ მაკრონმა ახალი ბირთვული რეაქტორების მშენებლობა დააანონსა. პრეზიდენტ მაკრონის განცხადებით, ბირთვული რეაქტორები საფრანგეთის ენერგოდამოუკიდებლობისა და 2050 წლისთვის „ნახშირბადის ნეიტრალიტეტის“ მიღწევის გარანტიაა. განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის საფრანგეთში ბირთვული რეაქტორების მშენებლობა ათწლეულების განმავლობაში პირველად განახლდება. ახალი რეაქტორები შეამცირებს საფრანგეთის ენერგოდამოკიდებულებას უცხო ქვეყნებზე, ხელს შეუწყობს გლობალური დათბობის გეგმების მიღწევას და ქვეყანას ფასების გაკონტროლების საშუალებას ...

Read More »

მიხეილ ჩხენკელმა პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის (NCBJ) დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ცენტრის გენერალური დირექტორი კრიშტოფ კურეკი ხელმძღვანელობდა. მხარეებმა მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის დასტურია, რომ უნივერსიტეტის ...

Read More »

ირანი აშშ-სგან ყველა სანქციის მოხსნას ითხოვს

ირანი აშშ-სგან ყველა სანქციის მოხსნას ითხოვს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საიდ ხატიბზადემ განაცხადა. ირანის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის პროცესი შემოწმებას უნდა ექვემდებარებოდეს. ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები 29 ნოემბერს ვენაში განახლდება. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზადაა 2015 წლის შეთანხმების აღსადგენად, თუ თეირანი ხელშეკრულების პირობებს სრულად შეასრულებს. აშშ-ის ...

Read More »

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-მა უნდა უზრუნველყოს გარანტიები, რომ კვლავ არ გავა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, საიდ ხატიბზადეს განცხადებით, აშშ-მა გარანტიები უნდა უზრუნველყოს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან კვლავ არ გავა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გარდა ამისა, ხატიბზადეს განცხადებით, ვაშინგტონმა თეირანზე დაწესებული ყველა სანქცია უნდა გააუქმოს და მათი არამართებულობა აღიაროს. აშშ-მა ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმება ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში 2018 წელს დატოვა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ...

Read More »

რუსეთს და ირანს ბირთვული შეთანხმების პირვანდელი სახით დაბრუნება სურთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, სატელეფონო საუბრის დროს მოწოდება გამოთქვეს, ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმება აღდგეს პირვანდელი სახით. „მათ აღნიშნეს, რომ ესაა ერთადერთი საშუალება, უზრუნველყოფილ იქნეს ყველა მხარის უფლებები და ინტერესები“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 ნოემბრის განცხადებაში. ბირთვული შეთანხმება გაფორმებულ იქნა 2015 წელს ერთი მხრივ ირანს და მეორე მხრივ მსოფლიოს სახელმწიფოებს ...

Read More »

ჩინეთი ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში დაბრუნებას მიესალმება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთი ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში დაბრუნებას მიესალმება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან სატელეფონო საუბრისას ვან იმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მა ზომები, ვიდრე ირანი შეთანხმების სრულად შესრულებას განაახლებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შეთანხმების შესრულების განახლების მიმართ ირანის პოზიტიური დამოკიდებულება ცხადყო, ხოლო აშშ-მა თავისი პოლიტიკის გამოსასწორებლად ნაბიჯები უნდა გადადგას. ...

Read More »

ირანმა გამდიდრებული ურანის მარაგი გააორმაგა

ირანი ურანის გამდიდრების ტემპს არ ანელებს და გასული თვის განმავლობაში მისი მარაგი თითქმის გაორმაგდა. აღნიშნულის თაობაზე გამოცემა Deutsche Welle იუწყება. ირანის ბირთვული სამინისტროს ხელმძღვანელმა ბეჰრუზ კამალვანდიმ განაცხადა, რომ  ირანს 210 კგ-ზე მეტი  20 პროცენტამდე გამდიდრებული და 25 კგ 60 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი აქვს. შეგახსენებთ, რომ ირანისა და ექვს ქვეყანას ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ვენაში 29 ნოემბრიდან განახლდება.

Read More »
ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ვენაში 29 ნოემბრიდან განახლდება

ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ვენაში 29 ნოემბრიდან განახლდება. აღნიშნულის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალი ბაღერიმ განაცხადა, რომელიც მოლაპარაკებებში თეირანის მთავარი წარმომადგენელია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მოლაპარაკებები ვენაში აპრილში ირანში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გამო შეწყდა. ვაშინგტონში იმედს გამოთქვამენ, რომ ირანი მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი რობერტ მალი გაუძღვება ამერიკის დელეგაციას ვენაში. ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებში, შეთანხმებაში ...

Read More »