ბუნებრივი აირი

აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

ავსტრიამ გაზის საფასური შესაძლოა, ისევ ევროში გადაიხადოს – რას დაპირდა ავსტრიის ლიდერს პუტინი

Reuters ავსტრიულ საინფორმაციო სააგენტო APA-ზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა, გაზის საფასურის გადასახადი ევროში მიიღოს. “რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კანცლერ კარლ ნეჰამერს განუცხადა, რომ ავსტრიას შესაძლებლობა ექნება გაზის მიწოდების გადახდა ევროში განახორციელოს“, – წერს სააგენტო. ნეჰამერის განცხადებით, მას პუტინთან “ძალიან პირდაპირი, ღია და მკაცრი” მოლაპარაკებები ჰქონდა. მათ შორის საუბარი იყო უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ავსტრია ბუნებრივი ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

გერმანელების 57% რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგია

გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერს რუსული გაზისა და ნავთობის დაუყოვნებლივ ემბარგოს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Frankfurter Allgeimene Zeitung-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევიდან ხდება ცნობილი. კვლევის რესპონდენტებს ორიდან ერთი სასურველი პასუხი უნდა აერჩიათ: 1. გერმანიამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვა. არ შეიძლება, რომ გერმანიამ გააგრძელოს ამ ნედლეულის შესყიდვა და ამ გზით გააგრძელოს ამ ომის დაფინანსება. 2. რა თქმა უნდა ...

Read More »

ავსტრიის კანცლერი აცხადებს, რომ რუსული გაზის ახლავე შეწყვეტა შეუძლებელია

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ რუსული გაზის ახლავე შეწყვეტა შეუძლებელია. მისი თქმით, სანქციებმა ზიანი უნდა მიაყენოს რუსეთს და არა ევროკავშირს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. როგორც კანცლერი განმარტავს, ავსტრია ერთადერთი არ არის, ვისაც გაზის ემბარგოს წინააღმდეგ ასეთი არგუმენტი აქვს. ნეჰამერი აღნიშნავს, რომ გერმანიასა და უნგრეთსაც მსგავსი პოზიცია აქვთ. ამავდროულად, ავსტრია ევროკავშირის გვერდით მტკიცედ დგას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. „ნავთობი უკვე განიხილება ევროკომისიასა ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“ – 14 აპრილს გაზის მიწოდება 5 000-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება

ქსელის რეაბილიტაციის გამო, ხვალ, 14 აპრილს გაზის მიწოდება 5 000-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „გაზმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალ, 14 აპრილს, 10:00-დან 14:00 საათამდე მთაწმინდა-კრწანისისა და ისანი-სამგორის რაიონში გაზის მიწოდება დროებით 5 000-მდე აბონენტს შეუწყდება. მთაწმინდა-კრწანისის რ-ში – გორგასალის ქ. 10-ში მდებარე შპს „ბი ქეი გრუპის“, გორგასალის ქ. 37, 39, 39-1, 39-2, 39-3, ...

Read More »

უნგრეთი რუსული გაზის საფასურს ისევ ევროში გადაიხდის

უნგრეთი გააგრძელებს რუსული ბუნებრივი გაზის იმპორტის ევროში გადახდას. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიჯარტომ განაცხადა, რითაც დასრულდა რამდენიმედღიანი განხილვა იმის შესახებ, რომ შესაძლოა, უნგრეთმა რესურსი რუბლში იყიდოს. “უნგრეთის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი MVM Group გააგრძელებს ევროს მიწოდებას Gazprombank-სთვის, რომელიც შემდეგ თანხას რუბლებში გადაიტანს”,- განაცხადა მინისტრმა დღეს Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში. უნგრეთის პოზიცია, როგორც ჩანს, ევროკავშირის სხვა წევრების გეგმასთან თანხვედრაშია. გასულ კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ...

Read More »

საბერძნეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს

საბერძნეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს. ინფორმაციას მედია ქვეყნის პრემიერმინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. კირიაკოს მიცოტაკისი ამბობს, რომ ქვეყანა ამცირებს დამოკიდებულებას რუსულ ენერგომატარებლებზე და მიზნად ისახავს ევროპის ენერგეტიკული ცენტრი გახდეს. ცნობისთვის, რუსულ გაზზე უარი უკვე თქვეს დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ლიეტუვამ და დანიამ.

Read More »

ლატვია ბუნებრივი აირის რუსეთიდან იმპორტს წყვეტს და ქვეყანაში თხევადი გაზის ტერმინალს აშენებს

ლატვიის მთავრობამ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრისიანის კარინსმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის, ეკონომიკის სამინისტრო პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. კრისიანის კარინსმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყება ესტონეთთან და ფინეთთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს, რათა LNG-ის ტერმინალიდან ესტონეთში ბუნებრივი აირის მიწოდება სამომავლოდ უზრუნველყოს. გავრცელებული ინფორმაციით, ტერმინალის მშენებლობა შეიძლება, მიმდინარე წელს უკვე დაიწყოს. „გაზის მიწოდება ლიეტუვას Klaipeda ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

ევროკავშირი და ეგვიპტე ბუნებრივი აირით ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობას გააღრმავებენ

ევროკავშირი და ეგვიპტე ენერგორესურსებით ვაჭრობის ინდუსტრიაში თანამშრომლობას გააღრმავებენ, – ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ ეგვიპტის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა მადბულისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსს შორის კაიროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ირკვევა, დელეგაციებმა მიმოიხილეს როგორც ეგვიპტური თხევადი ბუნებრივი აირის ევროკავშირში მოკლე ვადაში მიწოდების პერსპექტივა, ასევე სახელმწიფოში მწვანე წყალბადის საწარმოს აშენების საკითხი, რომელიც ამ პროდუქტის წარმოების კუთხით, ეგვიპტეს რეგიონის წამყვან ქვეყნად აქცევს. ამასთანავე, ...

Read More »

რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, იტალიამ ალჟირიდან გაზის იმპორტის 40 პროცენტით გაზრდის შესახებ შეთანხმება გააფორმა

იტალიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ალჟირიდან გაზის იმპორტის დაახლოებით 40 პროცენტით გაზრდის შესახებ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ ალჟირში ვიზიტისას განაცხადა, მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია იტალიის მხრიდან რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებისკენ. როგორ მარიო დრაგიმ ალჟირის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა, ამას სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, იტალიის გაზის იმპორტის 40 პროცენტი რუსეთზეა დამოკიდებული. რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, იტალია ალტერნატიულ წყაროებად ასევე განიხილავს კონგოს, ანგოლას, ...

Read More »

უკრაინა რუსული გაზისთვის „ირანული მოდელის“ სანქციების დაწესებას ითხოვს

უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, რუსულ გაზპრომთან მიმართებით სანქციების „ირანული მოდელი“ გამოიყენონ. ეს ნიშნავს, რომ რუსული გაზი მიეწოდება ევროკავშირს, ხოლო მისი საფასური არ გადაირიცხება რუსეთში და სპეციალურ ანგარიშებზე მოხდება მისი აკუმულირება. ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იაროსლავ დემჩენკოვზე დაყრდნობით წერს. „რაც შეეხება მილსადენების ბუნებრივ გაზს რუსეთიდან, მისი ჩანაცვლება დღეს ურთულესია. ეს ევროკავშირის მთლიანი იმპორტის 40%–ს შეადგენს. ჩვენ ვთავაზობთ „ირანული ...

Read More »