ბუნებრივი აირი

„გაზპრომთან“ გასაფორმებელი ხელშეკრულება ამ ეტაპზე შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს გადის

„გაზპრომთან“ გასაფორმებელი ხელშეკრულება ამ ეტაპზე შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს გადის

კომპანია „გაზპრომთან“ გასაფორმებელი ხელშეკრულება ამ ეტაპზე შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს გადის, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ კომპანია „გაზპრომთან“ დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ხმალაძემ განმარტა, საქართველოში ბუნებრივი აირის ტრანზიტი ძველი პირობებით განხორციელდება. „ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განცხადებები უკვე გაკეთდა გუშინ მინისრტის მიერ. მოლაპარაკებები დასრულებულია. საქართველოში ბუნებრივი აირის ტრანზიტი განხორციელდება იმავე პირობებით. ხელშეკრულება ამ ეტაპზე შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს გადის, როგორც კი ...

Read More »
" შაჰ-დენიზის გაზსადენზე შეფერხებაა"

” შაჰ-დენიზის გაზსადენზე შეფერხებაა”

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, შაჰ-დენიზის გაზსადენზე შეფერხებაა, რის გამოც საქართველო ამ დროისთვის ბუნებრივ აირის რუსეთიდან იღებს. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევა შარშანაც იყო, როდესაც აფეთქების გამო სამხრეთ კავკასიურ მილსადენზე იყო გარკვეული პრობლემები. „ ასე იყო შარშან ზაფხულში, როდესაც აფეთქების გამო სამხრეთ კავკასიურ მილსადენზე იყო გარკვეული პრობლემები. შაჰ-დენიზი რთული გეოლოგიური პირობების მქონე საბადოა, არის ხოლმე შეფარხებები. შეფერხების შესახებ შეტყობინება ...

Read More »
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ ფრონტერას განაცხადი წარმოებაში მიიღო

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ ფრონტერას განაცხადი წარმოებაში მიიღო

2016 წლის პირველ აპრილს ფრონტერამ სახელმწიფო სააგენტოს გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის ვადის გასაგრძელებლად მიმართა. ტრანსპორტირებას ექვემდებარება მწარე ხევის ფართობზე მოპოვებული ბუნებრივი გაზი. სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს თერმოფლექსის მილსადენს, რომლის სიგრძეა 7716 მეტრი, ხოლო დიამეტრი d=89მმ (გარე დიამეტრი). ბუნებრივი აირის წნევა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების შესაბამისად: 12-25 კგ/სმ2. ბოლო 150 მ-იანი მონაკვეთი, რომელიც მიერთებულია სოფ. თულარის სამხრეთით გამავალ d=300მმ-იან ...

Read More »
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო არ ეძებს ბუნებრივი აირის გრძელვადიანი მიმწოდებლის ალტერნატივას

გიორგი კვირიკაშვილი – საქართველო არ ეძებს ბუნებრივი აირის გრძელვადიანი მიმწოდებლის ალტერნატივას

საქართველო არ ეძებს ბუნებრივი აირის გრძელვადიანი მიმწოდებლის ალტერნატივას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოცემა caspianenergy.net-სთვის მიცემულ ინტერვიუში იმ საკითხზე საუბრისას განაცხადა, თუ რატომ გადაწყვიტა საქართველომ ბუნებრივი აირის სექტორში აზერბაიჯანთან გრძელვადიანი ურთიერთობის გადახედვა და რა დგას ამის უკან – პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზეზები. მისი თქმით, 2030 წლამდე, ”სოკართან” 2016 წლის 4 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, სამხრეთკავკასიის გაზსადენის მეშვეობით 500 ...

Read More »
"TANAP-ის პროექტით საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ელის"

“TANAP-ის პროექტით საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ელის”

საქართველოს პრემიერი ტრანსანატოლიის გაზსადენის მშენებლობით ენერგეტიკულ რუკაზე საქართველოს გაძლიერებას ელის, ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა გამოცემა caspianenergy.net -სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრემიერის თქმით, სამხრეთის დერეფნის მეშვეობით ტრანსპორტირებული გაზის მოცულობას წელიწადში 6-დან 22 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე დამატებითად ხელმისაწვდომი იქნება 0,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. „მას შემდეგ, რაც დაგეგმილი პროექტები და რეგიონალური ინიციატივები განხორციელდება, საქართველოს, როგორც სანდო სატრანზიტო პარტნიორის, როლი ...

Read More »
"სენაკში ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდას არ აქვს არანაირი წინაპირობა"

“სენაკში ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდას არ აქვს არანაირი წინაპირობა”

ენერგეტიკის სამინისტრო შპს “გასკო პლუსის“ მიერ სენაკში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდას ეხმაურება. ენერეგტიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ სამართლებრივ სივრცეს, რის საფუძველზეც ეს კომპანია ოპერირებს ამ ქალაქში. “სენაკში ტარიფების გაზრდას არ აქვს არანაირი წინაპირობა და კომპანიამ უნდა შეცვალოს ეს გადაწყვეტილება, არ უნდა მოხდეს მოსახლოებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის გაძვირება. იმ შემთხვევაში თუ შ.პ.ს „გასკო პლუსი“ ამ ...

Read More »
სოკა

SOCAR-მა აჭარაში გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყო

ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში მაღალი წნევის გაზსადენის  მილების რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გაზის მიწოდების აღდგენით სამუშაოებს  „სოკარ ჯორჯია გაზი“ ეტაპობრივად განახორციელებს და 3 აპრილს გაზისმიწოდება რეგიონის მასშტაბით სრულად აღდგება. 29 მარტიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. სამუშაოები 3 დღე გაგრძელდა. “თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით ...

Read More »
საუდის არაბეთი ნავთობის ბაზარზე წილს კარგავს

საუდის არაბეთი ნავთობის ბაზარზე წილს კარგავს

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად როგორც ბრენტის ისე ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულება შემცირდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ნავთობის მარაგები ბოლო 7 კვირის მაქსიმალურ მაჩვენებლზე დაფიქსირდა. შტატები ნავთობის მოპოვებას ზრდის  საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია საუდი არამკო კი წილებს კარგავს.  ჯერ კიდევ 2013 წელს საუდი არამკო იკავებდა მსოფლიო ბაზრის 8,5%-ს, ხოლო 2015 წელს ეს მაჩვენებელი 8,1%-მდე შემცირდა. უფრო მეტიც, ამ პერიოდში საუდის არაბეთმა დაკარგა თავისი წილი მის ძირითად ჩინეთის ბაზარზე 19%-დან 15%-მდე. ...

Read More »
“ნაფტოგაზი” "გაზპრომისგან" გაზს აღარ იყიდის

“ნაფტოგაზი” “გაზპრომისგან” გაზს აღარ იყიდის

უკრაინული “ნაფტოგაზი” რუსული ტრანსნაციონალური კომპანია “გაზპრომისგან” გაზის შეძენას აღარ აპირებს. ამის შესახებ, 1 აპრილს, “ნაფტოგაზის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი. უკრაინული მხარის განმატებით, 2016 წლის მეორე კვარტალში “გაზპრომის” ფასები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ევროპელი მომწოდებლების. მიუხედავად “ნაფტოგაზის” აღნიშნული გადაწყვეტილებისა, რუსეთიდან ევროპაში გაზის ტრანსპორტირებას ხელი არ შეეშლება. წყარო: bpn.ge

Read More »
თბილისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

თბილისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

დიდუბის რაიონში, აღმაშენებლის გამზირის 151 ა-ში სარეკონსტრუქციო სამუშაოს მიზნით, თბილისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, დღეს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება: აღმშენებლის გამზ. N137, 141, 147, 147ა, 151, 151ა, თამარ მეფის ქ. N5, 5ა, 7, 9, 11, 13, კარგარეთელის ქ.N 2, 4, 8, 10, წინამძღვრიშვილის ქ. N140, 142, 144, 146, 148, 162 და ბაქოს ქუჩის მოსახლეობას, ასევე ...

Read More »