ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ ფრონტერას განაცხადი წარმოებაში მიიღო

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ ფრონტერას განაცხადი წარმოებაში მიიღო

2016 წლის პირველ აპრილს ფრონტერამ სახელმწიფო სააგენტოს გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის ვადის გასაგრძელებლად მიმართა.

ტრანსპორტირებას ექვემდებარება მწარე ხევის ფართობზე მოპოვებული ბუნებრივი გაზი.

სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს თერმოფლექსის მილსადენს, რომლის სიგრძეა 7716 მეტრი, ხოლო დიამეტრი d=89მმ (გარე დიამეტრი).

ბუნებრივი აირის წნევა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების შესაბამისად: 12-25 კგ/სმ2. ბოლო 150 მ-იანი მონაკვეთი, რომელიც მიერთებულია სოფ. თულარის სამხრეთით გამავალ d=300მმ-იან ,,რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ მაგისტრალურ გაზსადენზე აშენებულია ფოლადის უნაკერო მილებით d=150მმ.

განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებულია ამოსაღები გაზის მარაგი 29.04 მილიონი კუბური მეტრი.

კომპანია ითხოვს ტრანსპორტირების ლიცენზიის ვადის გაგრძელებას პწგხ-ს მოქმედების ვადით (2022 წელი).
წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა გაიმართება სააგენტოს ოფისში 13 აპრილს 13.00 საათზე. განხილვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება 2016 წლის 17 აპრილამდე გამოაცხადდება.

2014 წლის 16 აპრილს კომპანიაზე გაიცა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზია, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2 წლით.

Leave a Reply