ბუნებრივი აირი

SOCAR-ი საქართველოსთვის სოციალური ბუნებრივი აირის ტარიფს ამცირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა. საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „სოკარის“ მიერ საქართველოში განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ საქართველოს კორპორაცია „სოკართან“ ბუნებრივი აირის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, რისი კიდევ ერთი შედეგია შეთანხმება, რომლითაც ქვეყანაში სოციალური გაზის ფასის ოპტიმიზაცია ...

Read More »

დავით ნარმანია – შემდგომი ორი წლის განმავლობაში მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი უცვლელი იქნება

შემდგომი ორი წლის განმავლობაში მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი უცვლელი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განუცხადა. მისივე თქმით, საყოფაცხოვრებო სექტორისთვის გაზის ტარიფი ერთი წლის წინ განისაზღვრა და შემდგომი ორი წლის განმავლობაში არ გადაიხედება. „საყოფაცხოვრებო სექტორის, ანუ მოსახლეობისთვის გაზის ტარიფები ერთი წლის წინ დავადგინეთ და სახელმწიფოს მონაწილეობით და შეხიდებით დარჩა უცვლელი. შემდგომი ორი წლის განმავლობაში მოსახლეობისთვის გაზის ტარიფები არ გადაიხედება, ანუ ...

Read More »

თბილისში გაზის კომერციული ტარიფი არ გაიზრდება

ბიზნესისთვის გაზის კომერციული ტარიფი არ გაიზრდება – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისივე თქმით, სამინისტროს ჰქონდა კონსულტაცია კომპანიასთან და „მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ მოქმედი ტარიფი არ გადაიხედება, არ შეიცვლება“, – აღნიშნა თურნავამ. „ჩვენი კონსულტაციები ასე დასრულდა და კომპანია გაზს არ გააძვირებს. შეიძლება ბიზნესს ეზრდებოდეს ხარჯები, მაგრამ ამავე დროს ხედავდეს, რომ გადახდისუნარიანობა ...

Read More »

სემეკი განიხილავს ახალი მომხმარებლების მიერთების ვადების გახანგრძლივებას

24 დეკემბერს კომისია სხდომაზე განიხილავს სს „საქორგგაზის”, შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“, შპს ,,თელავგაზის“, შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ და შპს ,,გასკო +“-ის მოთხოვნებს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე და წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, იმ მოქალაქეებს, რომელთა საკითხებიც განიხილება 24 დეკემბრის სხდომაზე და შეეხება გამანაწილებელ ქსელზე და წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ვადებს, კომისია ...

Read More »

2020-2021 წლებში ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფის გადახედვა არ იგეგმება

წელს და მომავალ წელს ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფის გადახედვა არ იგეგმება და არც მოხდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა. რაც შეეხება „თბილისი ენერჯის“, როგორც თურნავამ განმარტა, ეს არის კომერციული მომხმარებლისთვის მიწოდებული გაზი კერძო კომპანიის მიერ, რომელსაც სახელმწიფო და სემეკი არ არეგულირებს. „თუმცა, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია „თბილისი ენერჯისთან“. ტარიფების გაზრდა იანვრის დასაწყისში იგეგმება და ჯერ დრო გვაქვს. ...

Read More »

ბუნებრივი აირი რეკორდულად გაძვირდა

თბილისი (GBC) – ჰოლანდიურ ჰაბზე TTF (კონტრაქტი „ერთი დღით ადრე“) ბუნებრივი გაზის სპოტური ფასი ორშაბათს ათას კუბურ მეტრზე (მ³ )$199,7–მდე გაიზარდა. წინა ლოკალური მაქსიმუმი ცისფერ საწვავწე პარასკევს მიწოდების კონტრაქტზე დაფიქსირდა – $194,9 ათას კუბურ მეტრზე. ეს მაქსიმალური ნიშნულია ბოლო 21 თვის განმავლობაში – 2019 წლის 8 მარტის შემდეგ. აღნიშნული ფასის ნიშნული თითქმის ერთნახევარჯერ მაღალია რუსული „გაზპრომის“ კონტრაქტების ფასზე, რაც რუსული გაზის კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ...

Read More »
ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა

ევროპაში ზამთრის პირველმა სიცივეებმა ბუნებრივი აირი 20 თვის მაქსიმუმამდე გააძვირა

მიმდინარე ზამთრის სეზონზე, სიცივეების პირველმა ტალღამ, რომელიც დასავლეთ ევროპას დაატყდა, ბუნებრივ აირზე ფასები გაზარდა, რაც ბოლო 20 თვის მაქსიმუმია. ჰოლანდიურ ჰაბში TTF ვაჭრობის შედეგად, ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე ფასი 194,9 დოლარამდე გაიზარდა, ეს მაშინ, როდესაც თვის დასაწყისში საშუალოდ, 183 დოლარი ღირდა. ეს არის მაქსიმალური ნიშნული ბოლო 1 წლისა და 8 თვის განავლობაში, 2019 წლის 10 აპრილის შემდეგ. თუმცა, როგორც ...

Read More »

შვიდი ბიზნეს ასოციაცია კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში მოქმედი შვიდი ბიზნეს ასოციაცია „თბილისი ენერჯის“ მიერ კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფის გაზრდას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროს, გაუგებარია ასეთი გადაწყვეტილება. მათივე შეფასებით, „თბილისი ენერჯის“ განმარტება, რომ ეს არ შეეხება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მცდარია, რადგან ბიზნეს სექტორისთვის გაზის ტარიფის გაძვირება გამოიწვევს პროდუქტის თვითღირებულების გაზრდას. ამასთან, ასოციაციები აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მათ მოუწევთ დასაქმებულების რაოდენობის ან მათთვის ხელფასის ...

Read More »

პანდემიის მიუხედავად კახეთის გაზიფიკაციის სამუშაოები გრძელდება

ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას. სამუშაოები მიმდინარეობს კახეთის რეგიონის 6 დასახლებულ პუნქტში. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 45 986 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 526 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.ამჟამად, დასრულებულია 13 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში აშენდა 77 580 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 972 ადგილობრივ მოსახლეს საშუალება მისცემს ...

Read More »

USAID ენერგეტიკის პროგრამა

შშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკის პროგრამა (UEP) არის სამწლიანი, 7.5 მილიონ დოლარიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დახმარებას ენერგეტიკული ბაზრის განვითარებაში, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად. პროგრამის ძირითადი მიზანია საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოების სრულყოფისა და ენერგეტიკაში ინვესტიციების ზრდის საშუალებით.UEP დაეხმარება საქართველოს მთვარობას და შესაბამის უწყებებს მარეგულირებელი რეფორმების ფისკალური და გრძელვადიანი ზემოქმედების შეფასებაში, ინვესტიციების მოზიდვაში, ენერგიის ...

Read More »