სემეკი განიხილავს ახალი მომხმარებლების მიერთების ვადების გახანგრძლივებას

24 დეკემბერს კომისია სხდომაზე განიხილავს სს „საქორგგაზის”, შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“, შპს ,,თელავგაზის“, შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ და შპს ,,გასკო +“-ის მოთხოვნებს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე და წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, იმ მოქალაქეებს, რომელთა საკითხებიც განიხილება 24 დეკემბრის სხდომაზე და შეეხება გამანაწილებელ ქსელზე და წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ვადებს, კომისია სთავაზობს მოსაზრებების დაფიქსირებას შემდეგი ელექტრონული ფოსტის საშუალებით: mail@gnerc.org. მოსაზრებების გამოგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 23 დეკემბერი.

Leave a Reply