ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას. სამუშაოები მიმდინარეობს კახეთის რეგიონის 6 დასახლებულ პუნქტში.
პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 45 986 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 526 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.ამჟამად, დასრულებულია 13 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში აშენდა 77 580 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 972 ადგილობრივ მოსახლეს საშუალება მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.2013 წლიდან – დღემდე, კახეთის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდა 8 მუნიციპალიტეტის 97 დასახლებულ პუნქტში. სამუშაოების შედეგად აშენდა 920 521 გრძივი მეტრი გაზსადენი და გაზიფიცირდა 22 097 აბონენტი.