თბილისი (GBC) – ჰოლანდიურ ჰაბზე TTF (კონტრაქტი „ერთი დღით ადრე“) ბუნებრივი გაზის სპოტური ფასი ორშაბათს ათას კუბურ მეტრზე (მ³ )$199,7–მდე გაიზარდა. წინა ლოკალური მაქსიმუმი ცისფერ საწვავწე პარასკევს მიწოდების კონტრაქტზე დაფიქსირდა – $194,9 ათას კუბურ მეტრზე. ეს მაქსიმალური ნიშნულია ბოლო 21 თვის განმავლობაში – 2019 წლის 8 მარტის შემდეგ.
აღნიშნული ფასის ნიშნული თითქმის ერთნახევარჯერ მაღალია რუსული „გაზპრომის“ კონტრაქტების ფასზე, რაც რუსული გაზის კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს და ევროპის ბაზარზე, შესაძლოა, მისი წილი გაიზარდოს.
დეკემბერში ევროპა ძალიან აქტიურად ხარჯავს გაზს მიწისქვეშა საცავებიდან. დეკემბრის პირველი 12 დღის დინამიკა მიანიშნებს, რომ მთელი თვის განმავლობაში საცავებიდან შესაძლოა 20 მლრდ კბ/მ გაზი გამოიყენონ, რაც მეორე ისტორიული რეკორდი იქნება 2017 წლის იანვრის შემდეგ (24მ³ ).
მიწისქვეშა საცავები ჩატვირთული გაზის საფასური ევროპაში დაახლოებით $82–ს შეადგენდა 1000 კბ/მ–ზე (მინიმუმ $34, მაქსიმუმ $168). ჩატვირთვისა და დღეს ბაზარზე არსებული ფასების თანფარდობა მარაგების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ბაზარზე თავისი ნედლეული ორჯერ, ან სულაც სამჯერ ძვირად გამოიტანონ.
დღეისათვის ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავების 81,16%–ა შევსებული. ევროპის გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტერმინალებში მიწოდება დეკემბერში, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, 35%–ით არის შემცირებული და ასეთი დინამიკა მთელი მეოთხე კვარტლის განმავლობაში შეინიშნებოდა.