ბუნებრივი აირი

რა ცვლილებები შეეხება სოციალური გაზის ტარიფს

ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა

გასული კვირის მონაცმემებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ათას კუბურ მეტრზე 229 დოლარამდე გაიზარდა. ბუნებრივი აირის ფასები ევროპაში გასული კვირის განმავლობაში გაიზარდა 11% -ით, ხოლო თვის დასაწყისიდან 16%-ით, ნათქვამია მოხსენებაში. ბუნებრივი აირის 2021 წლის საშუალო “მომდევნო დღის” ფასი ბირჟებზე დაახლოებით 234 დოლარს შეადგენს. გაზის ფასების ზრდა ემთხვევა ნახშირბადის ემისიის ნებართვების ფასების ზრდას. ბუნებრივია, რომ ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მოთხოვნა იზრდება ნახშირორჟანგის ემისიების ...

Read More »

TANAP– ის საშუალებით თურქეთს 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანმა 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ექსპორტზე გაიტანა თურქეთში, რაც 15,6%-ით მეტია, წინა წელთან შედარებით. აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელეს, ნავთობისა და გაზის წარმოების შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით. ხსენებული მონაცემების თანახმად, ამ პერიოდში 919 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიეწოდებოდა თურქეთს ტრანსანატოლიური გაზსადენით (TANAP). ნინო სამადაშვილი

Read More »

“ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მშენებლობა მარტში განახლდება

“ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მეორე ხაზის მშენებლობა დანიის ეკონომიკურ ზონაში მარტის ბოლოს განახლდება და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ინფორმაციას რუსული მედია დანიური ენერგეტიკული სააგენტოს დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად შეჩერდა. სანქციები შეეხება რუსეთ-გერმანიის პროექტში მონაწილე ნებისმიერ კომპანიას, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ მილსადენის მშენებლობაში დაეხმარება.  აშშ, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და უკრაინა პროექტის წინააღმდეგი ...

Read More »

სემეკი ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების საქმიანობის შემოწმებას იწყებს

სემეკის წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან, თუ რამდენად შეესაბამება კომპანიის საქმიანობა სალიცენზიო პირობებს, დააკვირდებიან საცალო მომხმარებელზე გაწეული მომსახურებისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვის პროცესს. პირველ ეტაპზე შემოწმდება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი 9 კომპანია. კერძოდ, მიმდინარე წლის 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით სემეკის მიერ შემოწმდება შპს „აკრიანი 2006“-ი, შპს „გაზტრანს სერვისი“, შპს „გაზმშენი, შპს „ჩირაღდანი“, შპს „მამედი“, შპს „გამა“, შპს „დი-ვი-ეს“-ი, შპს „გოგოჭური და ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

„გაზპრომი“ სომხეთს ბუნებრივ აირს დროებით აზერბაიჯანის გავლით მიაწვდის

„გაზპრომი“ სომხეთს ბუნებრივ აირს დროებით აზერბაიჯანის გავლით მიაწვდის. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი „ჩრდილოეთ კავკასია – ამიერკავკასიის“ მილსადენზე სარემონტო სამუშაოებია. რუსულმა კომპანიამ აზერბაიჯანის ნავთობკომპანიასთან მოკლევადიანი კონტრაქტი 16 მარტს გააფორმა. სარემონტო სამუშაოები სამი კვირა გაგრძელდება, რის შემდეგაც ბუნებრივი აირი სომხეთს კვლავ საქართველოს გავლით მიეწოდება.

Read More »

გიორგი ტატიშვილი: OMV Petrom-ის შესწავლებით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გაზის საბადო უნდა იყოს

კომპანია OMV Petrom აქტიურ სამუშაოებს მომავალი წლიდან დაიწყებს, – ამის შესახებ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა განაცხადა. ტატიშვილის თმით, აქტიური სამუშაოების დაწყებამდე, წლევანდელი წელი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შემუშავებას დაეთმობა. „შავი ზღვა ეკოლოგიურად საკმაოდ სენსიტიურია ჩვენთვის და ბუნებრივია, გვინდა, რომ კომპანიას ჰქონდეს მსოფლიო დონის ანგარიში, რომელიც გარემოზე პოტენციურ ზემოქმედებას აღწერს. ამის შემდგომ უკვე კომპანია დაიწყებს ორ და ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ „ქუთაისი-სოხუმის“ გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ „ქუთაისი-სოხუმის“ DN700 მმ მაგისტრალური გაზსადენის, DN500 მმ „ქობულეთის განშტოების“ 31კმ-ზე მდინარე სუფსის I გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.პროექტის ფარგლებში საჰაერო გადასასვლელზე მოეწყო ორი ახალი დუბლირებული ბურჯი. აღნიშნული სამუშაოები საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც მოქმედ გადასასვლელს, ჭარბი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე სუფსამ დაუზიანა რამდენიმე და გამოაცალა ერთი ბურჯი, რის გამოც საფრთხე შეექმნა „ქობულეთის განშტოების“ DN500 მმ მაგისტრალური ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი ნავთობკომპანია OMV Petrom-ის ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, ნავთობკომპანია OMV Petrom SA-ის ხელმძღვანელებს შეხვდა, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას განახორციელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროექტის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, საქართველო იმ ქვეყნებს შეურთდება, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს. პროექტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5 282 კვ.კმ), 25 წლის ...

Read More »

შეტევა თხევადი გაზის ბიზნესზე, თუ სამართლიანი თამაშის წესები საწვავის ბაზარზე

შეტევა თხევადი გაზის (LPG) ბიზნესზე, თუ სამართლიანი თამაშის წესები საწვავის ბაზარზე, – LPG საწვავის იმპორტიორები საკუთარი უფლებების დარღვევაზე ჩივიან და ამბობენ, რომ საქართველო ევროკავშირის დირექტივას არღვევს აქციზის დაბეგვრის თაობაზე. თხევადი გაზის ასოციაციაში ამბობენ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამ ტიპის საწვავზე აქციზის გადასახადი ბენზინის აქციზის გადასახადთან თითქმის გათანაბრებულია, მაშინ როცა ევროკავშირის დირექტივით, თხევად გაზზე აქციზის გადასახადი 4-ჯერ ნაკლები უნდა იყოს. ...

Read More »

„რესპუბლიკელი“ სენატორები ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს სანქციები დაუყოვნებლივ დაუწესოს

„რესპუბლიკელი“ სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილით მიმართავენ და გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ. „რესპუბლიკელი“ სენატორები მიიჩნევენ, რომ გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემთხვევაში, ევროპაში ამერიკელი მოკავშირეები და პარტნიორები მოსკოვის მავნე გავლენის წინაშე უფრო მოწყვლადნი გახდებიან. კანონმდებლები ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან მოითხოვენ, დამატებითი სანქციების დაუყოვნებლივი დაწესებისთვის ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს. „ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ადმინისტრაცია უარს ამბობს სანქციების დაწესებაზე იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ...

Read More »