რა ცვლილებები შეეხება სოციალური გაზის ტარიფს

ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა

გასული კვირის მონაცმემებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ათას კუბურ მეტრზე 229 დოლარამდე გაიზარდა.

ბუნებრივი აირის ფასები ევროპაში გასული კვირის განმავლობაში გაიზარდა 11% -ით, ხოლო თვის დასაწყისიდან 16%-ით, ნათქვამია მოხსენებაში.

ბუნებრივი აირის 2021 წლის საშუალო “მომდევნო დღის” ფასი ბირჟებზე დაახლოებით 234 დოლარს შეადგენს.

გაზის ფასების ზრდა ემთხვევა ნახშირბადის ემისიის ნებართვების ფასების ზრდას. ბუნებრივია, რომ ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მოთხოვნა იზრდება ნახშირორჟანგის ემისიების უფრო მაღალი ხარჯების გამო. ამ კვირაში ასევე შემცირდა ევროპისთვის გაზის მიწოდება ნორვეგიის “აასტა ჰანსტინისა” და “გალფაქსის” საბადოებიდან.

აღნიშნულ ფონზე, გასულ კვირას ევროპაში მიწისქვეშა სათავსებში ბუნებრივი აირის მარაგების მოცულობა 32.56% -მდე შემცირდა, რაც 4.9%-ით ნაკლებია ბოლო 5 წლის საშუალო მაჩვენებელზე.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply