ბუნებრივი აირი

რომეო მიქაუტაძემ ბაქოში გამართულ „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს მე-8 მინისტერიალში, ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების ენერგოკომპანიების წარმომადგენლებთან. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მნიშვნელობაზე როგორც რეგიონის, ასევე ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 2,6%-ით გაიზარდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი, ბოლო 24 საათში, 2,6%-ით გაიზარდა. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 975 აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა და აშშ-დან გათხევადებული აირის მარაგების გაზრდის გამო ბუნებრივი აირის ფასი განახევრდა. ფასების მატების მიზეზად ...

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

ევროპას რუსული გაზის ჩანაცვლება გაუჭირდება

ენერგორესურსებით მდიდარმა ქვეყნებმა კატარიდან აზერბაიჯანამდე პირობა დადეს, მიაწოდონ ევროპას გაზის გაზრდილი მოცულობები საგანგებო ვითარებაში. თუმცა, რეგიონი აცნობიერებს, რომ არ შეუძლია შეცვალოს მთავარი მიმწოდებელი – რუსეთი. უკრაინასთან დაკავშირებულმა დაძაბულობამ და პოტენციური კონფლიქტის რისკმა, რაც ევროპაში ენერგეტიკული ნაკადების საფრთხეს ქმნის, ბოლო კვირებში ზიანი მიაყენა კონტინენტის გაზის ბაზარს და ფასების რყევები გამოიწვია. ომს შეუძლია ხელი შეუშალოს იმ უზარმაზარი მოცულობის მიწოდებას, რომელსაც რუსეთი კონტინენტზე ...

Read More »

პოლონეთი უკრაინას ამერიკულ თხევად გაზს მარტში მიაწოდებს

პოლონურმა ენერგეტიკულმა კომპანიამ PGNiG-მ გააფორმა ხელშეკრულება ამერიკულ-უკრაინულ კომპანია Energy Resources of Ukraine-თან უკრაინაში თხევადი ბუნებრივი აირის ერთჯერად მიწოდებაზე, რომელიც პოლონეთმა შეერთებული შტატებიდან მიიღო. აღნიშნულის შესახებ თავად PGNiG იტყობინება. „ამერიკული LNG ტანკერი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკის სახელობის LNG ტერმინალში მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს შევა. რეგაზიფიკაციის შემდეგ, საწვავი მიეწოდება პოლონეთის გადამცემ სისტემას. ERU Europe მიიღებს შეძენილ საწვავს, რომელიც შეასრულებს პოლონეთსა და უკრაინას შორის ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 2,7%-ით გაიზარდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი, ბოლო 24 საათში, 2,7%-ით გაიზარდა. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 914,3 აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა და აშშ-დან გათხევადებული აირის მარაგების გაზრდის გამო ბუნებრივი აირის ფასი განახევრდა. ფასების მატების ...

Read More »

პუტინთან შეხვედრაზე ორბანმა ითხოვა რუსეთის გაზის იმპორტის გაზრდა

უნგრეთმა ითხოვა გაიზარდოს რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობა ორმხრივი, გრძელვადიანი შეთანხმების ფარგლებში – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 1 თებერვალს, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ. ორბანის თქმით, მან ითხოვა გაფართოვდეს უნგრეთის 15-წლიანი ხელშეკრულება რუსეთის კომპანია გაზპრომთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს გაზის უფრო დიდი მოცულობით მიწოდება, ევროპაში ენერგიაზე ფასის ზრდის ფონზე. ორბანი ამ განცხადებებით გამოვიდა პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, პუტინმა კი ...

Read More »

პირველად ისტორიაში, უკრაინამ უნგრეთიდან გაზის იმპორტი დაიწყო

ისტორიაში პირველად, უკრაინამ უნგრეთიდან გაზის იმპორტი დაიწყო. აქამდე GTS სისტემა მხოლოდ უკრაინიდან უნგრეთის მიმართულებით მუშაობდა. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სერგეი მაკოგონმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა. “ისტორიაში პირველად დაიწყო გაზის ფიზიკური იმპორტი უნგრეთიდან უკრაინაში. ადრე GTS სისტემა მხოლოდ უკრაინიდან უნგრეთის მიმართულებით მუშაობდა. გატარებული ტექნიკური ღონისძიებების წყალობით, შესაძლებელი გახდა გაზის ტრანსპორტირება ორივე მიმართულებით”,- განაცხადა მაკაგონმა. უნგრული მიმართულება უკრაინაში გაზის მიწოდების მეორე გარანტირებული ...

Read More »

რა მოხდება, თუ ევროპაში რუსული გაზის მიწოდება შეჩერდება? – სამი შესაძლო სცენარი

დასავლეთსა და რუსეთს შორის უკრაინის გამო ბოლოდროინდელმა დაძაბულობამ ევროკავშირი აიძულა, რომ ენერგორესურსების მიღების ალტერნატიული გზები იპოვოს. გასულ კვირას ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ. საფრანგეთში ევროპელ ენერგეტიკის მინისტრებთან ბოლო შეხვედრის შემდეგ, ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ...

Read More »

თუ რუსეთი შეწყვეტს გაზის მიწოდებას, ევროპა დატოვებს ბაზრის გარეშე, რომელსაც ჩინეთი ვერ ჩაანაცვლებს

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდის განცხადებით, დადგა დრო ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ “გამანადგურებელი სანქციები” დააწესოს. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის გაზით მომარაგების ალტერნატიულ გზებზე, რაც გაერთიანებას სანქციების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს. “მოლაპარაკებებია ევროპის გაზით მომარაგების ალტერნატიულ გზებზე. გვახსოვდეს, რუსეთი არ არის კუნძული. რუსეთი დამოკიდებულია ევროპის ბაზარზე და ეს არ არის ე.წ. შოპინგის თემა და ევროპაში დროის გატარება. რუსული ეკონომიკა დაკავშირებულია ევროპასთან და ამიტომაც, ...

Read More »
ირანი ევროპის გაზმომარაგებას აზერბაიჯანის გავლით შეეცდება

ევროპის გაზსაცავები მხოლოდ 39% არის შევსებული

ევროკავშირის გაზსაცავები ამჟამად 39%-ითაა სავსე, რაც დაახლოებით 27,3% (14,4 მილიარდი კუბური მეტრით) ნაკლებია წინა წლებში ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. არსებული სიტუაცია კიდევ უფრო ამწვავებს ევროკავშირის ენერგო კრიზისს: გაზრდილ ფასებს ემატება საცავებში რეკორდულად მცირე მარაგების არსებობა, რომელთა გახარჯვის დაწყებაც დადგეგმილზე ადრე გახდა საჭირო.

Read More »