პოლონურმა ენერგეტიკულმა კომპანიამ PGNiG-მ გააფორმა ხელშეკრულება ამერიკულ-უკრაინულ კომპანია Energy Resources of Ukraine-თან უკრაინაში თხევადი ბუნებრივი აირის ერთჯერად მიწოდებაზე, რომელიც პოლონეთმა შეერთებული შტატებიდან მიიღო.
აღნიშნულის შესახებ თავად PGNiG იტყობინება.
„ამერიკული LNG ტანკერი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკის სახელობის LNG ტერმინალში მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს შევა. რეგაზიფიკაციის შემდეგ, საწვავი მიეწოდება პოლონეთის გადამცემ სისტემას. ERU Europe მიიღებს შეძენილ საწვავს, რომელიც შეასრულებს პოლონეთსა და უკრაინას შორის დამაკავშირებლის როლს, 2022 წლის მარტის ბოლომდე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც PGNiG იუწყება, ეს უკვე მეორე ასეთი გარიგებაა. პირველი 2019 წლის ნოემბერში შედგა.
”ჩვენი დახმარებით ბუნებრივი აირის აშშ-დან მიწოდება ხელს შეუწყობს უკრაინელი მომხმარებლების მომარაგების მდგრადობასა და უსაფრთხოებას მიმდინარე ზამთრის დარჩენილ თვეებში”, – განაცხადა ERU-ს მმართველმა პარტნიორმა იაროსლავ მუდრიმ.
„ახალი გარიგება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს უკრაინის გრძელვადიანი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მხარდაჭერაში“, – დაამატა მან.