ბუნებრივი აირი

რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდების მოცულობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

ევროპაში რუსული გაზის მიწოდების მაჩვენებელი ბოლო 4 წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. თუ უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე რუსეთი ევროპას დღე-ღამეში 400-500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდიდა, 2022 წლის ივლისის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 100 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდა. ამასთან, ევროპა გეოპოლიტიკური რისკების ფონზე გაზის მიწოდების ახალ მარშრუტებს ეძებს. ევროპის ქვეყნები ცდილობენ, შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა, რომელიც რუსული ენერგიის იმპორტის სრული შეწყვეტის შემთხვევაში ამოქმედდება. არსებული სიტუაციიდან ...

Read More »

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს დამატებითი გაზი სთხოვა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო მოსკოვს ოფიციალური ვიზით ეწვია. თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან საუბრისას სიარტომ უნგრეთისთვის დამატებითი გაზის საკითხი განიხილა. . უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი გაჩნდა და ბუდაპეშტმა ზამთრამდე გაზის მარაგების შევსება უნდა უზრუნველყოს. დიპლომატმა აღნიშნა, რომ უნგრეთის ხელისუფლებას სურს, რომ დამატებით 700 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღოს. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო ...

Read More »

თურქეთი ხმელთაშუა ზღვაში გაზის დაზვერვითი სამუშაოების განახლებას აგვისტოში აპირებს

აგვისტოდან თურქეთის ახალი საბურღი გემი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე გაზის საბადოებში დაზვერვით სამუშაოებს დაიწყებს, ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა. „აგვისტოს დასაწყისში საბურღი ხომალდი „აბულჰამიდ ხანი“ შეუდგება დაზვერვას,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ თურქეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას სამუშაო არეალში შესაძლო პროვოკაციის შემთხვევაში. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი ფატიჰ დომნეზის განცხადებით კი, გაზის მოპოვება მოხდება მხოლოდ თურქეთის ეკონომიკურ ზონაში. „აბდულჰამიდ ხანი“ ...

Read More »

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა აღდგა

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა აღდგა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიისფედერალური ქსელის სააგენტოს პრეზიდენტმა, კლაუს მიულერმა განაცხადა. მისი თქმით, გაზსადენის მუშაობა 30 პროცენტით აღდგა და ბუნებრივი აირის მიწოდება მინიმუმ ორი საათის განმავლობაში გარანტირებულია. ამასთან, მან დაამატა, რომ ნაკლებსავარაუდოა, დღის განმავლობაში რაიმე შეიცვალოს და მიწოდება შეწყდეს. გაზსადენის მუშაობა, რომლითაც რუსული ბუნებრივი აირი მთელ ევროპას მიეწოდება, 11 ივლისს შეჩერდა გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ...

Read More »

ირანმა და თურქეთმა გაზის მიწოდებაზე 25-წლიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი

თეირანი და ანკარა შეთანხმდნენ, რომ ირანი თურქეთს მომდევნო 25 წლის განმავლობაში ბუნებრივ აირს მიაწვდის. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება. როგორც ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ განაცხადა, ეს შეთანხმება თეირანში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან იყო მიღწეული. შეთანხმების ყველა დეტალი უცნობია. აქამდე ირანი თურქეთს ყოველწლიურად 10 მლრდ. კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწვდიდა. თურქეთის ენერგეტიკაში ირანული გაზის წილი 15%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ორი ...

Read More »

გერმანიაში აცხადებს, რომ მომავალ ზამთარს რუსული გაზის გარეშე ვერ გადაიტანენ

გერმანია მომავალ ზამთარს რუსული გაზის გარეშე ვერ გადაიტანს. ახლა ქვეყანაში გაზსაცავი მხოლოდ 65%-ითაა სავსეა, მარაგების შევსება Nord Stream 1-ის მეშვეობით საჭიროა. ასეთი განცხადებები გააკეთა ქსელების ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა კლაუს მიულერმა Bild am Sontag-თან ბოლო ინტერვიუში. “გაზის საცავი სავსეა თითქმის 65 პროცენტით. ეს უკეთესია, ვიდრე წინა კვირებში, მაგრამ რუსული გაზის გარეშე ზამთრის გადატანისთვის საკმარისი არ არის” – თქვა მიულერმა. ოფიციალური პირის ...

Read More »

ეგვიპტე ევროპას გაზის კრიზისის შემსუბუქებაში დაეხმარება

ეგვიპტე მზადაა ევროპას გაზის მიმდინარე კრიზისის შემსუბუქებაში დაეხმაროს. განცხადება პრეზიდენტმა აბდელ-ფატაჰ ელ-სისიმ გააკეთა. “ამჟამინდელი გათხევადების ქარხნებით ეგვიპტეს შეუძლია ბუნებრივი აირის ექსპორტი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვიდან. თუ ეგვიპტეს შეუძლია გარკვეული როლი შეასრულოს ნებისმიერი კრიზისის შერბილებაში, ის მზად არის ამისათვის”,- განაცხადა ელ-სისიმ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. Gazprom-მა ევროპის 3 ქვეყანაში, რომელიც მისგან ბუნებრივ აირს ყიდულობს, მიწოდებაზე ფორს-მაჟორი გამოაცხადა. ნაბიჯი შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ...

Read More »

აზერბაიჯანი ევროკავშირისთვის გაზის მიწოდებას 49%-ით ზრდის

აზერბიჯანი ევროკავშირთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას ზრდის – 2027 წლამდე ევროკავშირი აზერბაიჯანისგან ყოველწლიურად 20 მილიარდ კუბურ მეტრს შეისყიდეს. ამის შესახებ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სტრატეგიული ენერგეტიკული თანამშრომლობის მემორანდუმშია საუბარი. მომერანდუმის ხელმოწერის ცერემონია ბაქოში შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. მემორანდუმი სამხრეთ საგაზო კორიდორის (ბაქო-თბილისი-ერზურუმი) გამტარობის გაორმაგებს ითვალისწინებს. ამგვარად 2027 წალმდე ევროგაერთიანება აზერბაიჯანისგან ყოველწლიურად ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვიღებთ ვალდებულებას, გავაფართოვოთ „სამხრეთის გაზის დერეფანი“

ვიღებთ ვალდებულებას, გავაფართოვოთ „სამხრეთის გაზის დერეფანი“, ეს უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი მიწოდების მარშრუტი ევროკავშირში, რომელიც წლიურად 8 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწვდის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესი ენერგოპარტნიორია და აღნიშნა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს, ენერგეტიკულ პარტნიორობას კიდევ უფრო მტკიცეს გახდის. „უკრაინაში ...

Read More »
რუსული მედიის შეფასებით გაზპრომი სამხრეთ კავკასიაში წარუმატებლობას განიცდის

„გაზპრომმა“ ევროპაში გაზის ნაწილის მიწოდებაზე ფორსმაჟორი გამოაცხადა

„როიტერის“ განცხადებით, ისინი გაეცნენ „გაზპრომის“ მიერ 14 ივლისით დათარიღებულ წერილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საგანგებო გარემოებების გამო, კომპანიას არ შეუძლია მიწოდებასთან დაკავშირებით თავისი ვალდებულებების შესრულება. როგორც მედია წერს, წერილში ნათქვამია, რომ პუნქტი ფორსმაჟორის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან გათავისუფლებას, ძალაში შესულია 14 ივნისიდან და ათავისუფლებს მას ყოველგვარი კომპენსაციის გადახდისგან. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, საუბარია გაზის მიწოდებაზე „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მილსადენით, რომელიც გერმანიისა ...

Read More »