ბუნებრივი აირი

The Guardian - ნავთობის გაიაფების გეოპოლიტიკა

ნავთობისა და გაზის პლატფორმების რაოდენობა შემცირდა

მარტის თვეში მსოფლიოში ნავთობისა და გაზის პლატფორმების რაოდენობა 39 ერთეულით (3%) შემცირდა და მთლიანობაში 1231 ერთეული შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ცნობილი ტექნოლოგიური კომპანიის Baker Hughes-ის ანგარიშში. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოწყობილობების რაოდენობა 733 ერთეულით, ანუ 37 პროცენტით შემცირდა. კომპანიის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში პლატფორმების რაოდენობა მარტში 10 ერთეულით (2.5 პროცენტით) გაიზარდა და 408 შეადგინა, ხოლო, კანადაში 63 ერთეულით (37 პროცენტამდე) ...

Read More »

თურქეთი შავ ზღვაში საძიებო ბურღვით სამუშაოებს იწყებს

თურქული საბურღი გემი Fatih გაემართა Amasra-1 ბუნებრივი აირის საბადოზე, რომელიც შავ ზღვაში მდებარეობს – იუწყება DailySabah. თურქეთის ნავთობის ეროვნული კომპანიის ცნობით, გემის დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ, საძიებო ბურღვითი სამუშაოები დაიწყება. უახლოეს მომავალში Fatih-ს კიდევ ერთი თურქული საბურღი ხომალდი შეუერთდება. პროგნოზების თანახმად, ხსენებული საბადოდან გაზის პირველი ტრანსპორტირდება 2023 წელს განხორციელდება. წინასწარი გათვლებით, ბუნებრივი აირის წლიური მოცულობა 5-10 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. ...

Read More »

ბუნებრივი აირის ფასებმა ახალი რეკორდი დაამყარა

ბუნებრივი აირის მსოფლიო ფასებმა ახალი რეკორდი დაამყარა და 2018 წლის შემოდგომის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. აღნიშულის შესახებ “კომერსანტი” იუწყება. საგულისხმოა ისიც, რომ ანალიტიკოსები ტენდენციის შენარჩუნებას წლის ბოლომდე ელიან. აპრილის დასაწყისისთვის, ევროპულ ბაზარზე ათასი კუბური მეტრი გაზის საშუალო ფასი 250 დოლარს აჭარბებს. ჰოლანდიური TTF ვაჭრობს ფიუჩერსებით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში მიწოდების თარიღით, რომლის ღირებულებაც 21 ევროა ერთ მეგავატ საათში. ექსპერტები დარწმუნებულნი ...

Read More »
TANAP ის პროექტი დაიწყო

მსოფლიოში უდიდესი უსაფრთხოების კომპანიები, რომლებიც TANAP-ს აკონტროლებენ

რამოდენიმე მსხვილი კომპანია, რომლებიც დომინირებენ ნავთობისა და გაზის გლობალურ ბაზარზე, მილსადენებზე გაჟონვების აღმოსაფხვრელად საჭირო მომსახურების უზრუნველყოფის კუთხით, აკონტროლებენ უსაფრთხოებას TANAP-ის გაზსადენზე, აღნიშნულია Transparency Market Research (TMR)-ის ანგარიშში. ესენია – Honeywell International Inc., Schneider Electric SE და Siemens AG. აღნიშნულ კომპანიებს მსოფლიო ბაზრის დაახლოებით 35% უკავიათ. ”ხსენებული კომპანიები ბაზრის საუკეთესო მოთამაშეებად ითვლებიან,” – აღნიშნავს TMR–ის წამყვანი ანალიტიკოსი. TMR-ს ცნობით, ნავთობისა და ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის განხორციელებას

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, აქტიურად განაგრძობს მთავრობის მიერ, 2019 წელს შემუშავებული, გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმის განხორციელებას. სამწლიანი გეგმის ფარგლებში კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 384 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებას განახორციელებს, ააშენებს 3 მკვებავ გაზსადენს, ჩაატარებს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს. 2020 წელს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ, გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდა 10 რეგიონის, 37 მუნიციპალიტეტის, 213 დასახლებულ პუნქტში. აშენდა ერთი მკვებავი და ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

რუსეთი აზერბაიჯანის გავლით საქართველოში 150 მ³ გაზის ტრანსპორტირებას განახორციელებს

“სოკარმა” და “გაზპრომ ექსპორტმა” ხელი მოაწერეს ერთთვიან ხელშეკრულებას საქართველოში რუსული გაზის ტრანზიტის თაობაზე, განაცხადა “სოკარის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის მოადგილემ, იბრაჰიმ აჰმადოვმა. ”ხელშეკრულების თანახმად, საქართველოში აზერბაიჯანის გავლით 150 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზი გადაიგზავნება”, – განაცხადა მან. “სოკარმა” და “გაზპრომ ექსპორტმა” ასევე ხელი მოაწერეს მოკლევადიან ხელშეკრულებას აზერბაიჯანის გავლით სომხეთში რუსული გაზის მიწოდებაზთან დაკავშირებით, მილსადენზე განსახორციელებელი ტექნიკური სამუშაოების თაობაზე. სარემონტო სამუშაოების დასრულების ...

Read More »

გერმანიის მარეგულირებელმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულების წინააღმდეგ ორი ეკოლოგიური ორგანიზაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა

გერმანიის ნაოსნობისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა უწყებამ (BSH) გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულების წინააღმდეგ ორი ეკოლოგიური ორგანიზაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ეკოლოგიური ორგანიზაციები აცხადებენ, რომ გაზსადენის სამშენებლო სამუშაოებს ნეგატიური გავლენა ექნება ზღვის ეკოსისტემისა და მფრინველებისთვის ნაკრძალი ზონისთვის. 15 იანვარს, გერმანიის ნაოსნობისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა უწყებამ (BSH) გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის ნებართვა გასცა. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კიდევ ერთი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის „ტყუპისცალია“, რომელიც 2012 წლიდან ...

Read More »

გაზის გადამცემი სისტემის ახალი ოპერატორი 1 მაისამდე დაფუძნდება – GOGC-ში რეორგანიზაცია იწყება

ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ახალი ოპერატორი 1 მაისამდე დაფუძნდება – „ნავთობისა და გაზის კორპორაციაში” (GOGC ) რეორგანიზაცია იწყება. რეფორმის ფარგლებში GOGC -ის აქტივები უნდა გაიყოს, კერძოდ, ბუნებრივი გაზის გადამცემ საქმიანობას ახალი კომპანია განახორციელებს. ამ კომპანიის დაფუძნება „ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ სწორედ, 2021 წლის 1 მაისამდე უნდა უზრუნველყოს. მაისის ბოლომდე ახალი კომპანიის საწესდებო კაპიტალში შევა ბუნებრივი გაზის გადაცემის საქმიანობისთვის გამოსაყენებელი აქტივები. ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

„გაზპრომმა” 1998 წლის შემდეგ პირველად დაამთავრა წელი ზარალით, ამასთან, მისი წილი ევროპის ბაზარზე 3%-ით შემცირდა

„გაზპრომში” აუდიტი რუსეთის ბუღალტრული სტანდარებიის მიხედვით ჩატარდა. წლიური ზარალი „გაზპრომს” ბოლოს 1998 წელს ჰქონდა დეკლარირებული. 2020 წლის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნების მიერ მოხმარებულ ბუნებრივ აირში „გაზპრომის” წილი 36%-დან 33%-მდე შემცირდა. ბუნებრივი აირის გაყიდვებიდან შემოსავალი 20,4%-ით, 34,5 მლრ დოლარამდე შემცირდა, მთლიანი მოგება – 25%-ით, 20,5 მლრ დოლარამდე. გაყიდვებიდან მოგება 57-ჯერ შემცირდა – 8,2 მლრ დოლარიდან 144 მლნ დოლარამდე. სუფთა ზარალის 2/3 – ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანული გაზი ევროპაში ადგილს იმკვიდრებს

მხოლოდ 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა, პირველად თავის ისტორიაში, ევროპაში გაზის ტრანსპორტირება დაიწყო, თუმცა, ამ დროისთვის გაყიდული „ცისფერი ოქროს“ რაოდენობამ 1 მლრდ.-ს კუბურ მეტრს გადააჭარბა. მილსადენ TAP-ით აზერბაიჯანმა გაზის მიწოდება იტალიაში, საბერძნეთში და ბულგარეთში 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო, დღეს კი მისი მიღების მსურველები რიგში დგანან. ბალკანეთის ქვეყნების შემდეგ კასპიური გაზის შესყიდვის სურვილი უნგრეთმაც გამოთქვა. „ოფიციალური ბუდაპეშტის სტრატეგიაა ...

Read More »