თურქეთი შავ ზღვაში საძიებო ბურღვით სამუშაოებს იწყებს

თურქული საბურღი გემი Fatih გაემართა Amasra-1 ბუნებრივი აირის საბადოზე, რომელიც შავ ზღვაში მდებარეობს – იუწყება DailySabah.

თურქეთის ნავთობის ეროვნული კომპანიის ცნობით, გემის დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ, საძიებო ბურღვითი სამუშაოები დაიწყება.

უახლოეს მომავალში Fatih-ს კიდევ ერთი თურქული საბურღი ხომალდი შეუერთდება. პროგნოზების თანახმად, ხსენებული საბადოდან გაზის პირველი ტრანსპორტირდება 2023 წელს განხორციელდება. წინასწარი გათვლებით, ბუნებრივი აირის წლიური მოცულობა 5-10 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply