ბუნებრივი აირი

კაბალის გაზგამანაწილებელი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” კაბალის გაზგამანაწილებელი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენას ახორციელებს ” სოკარ ჯორჯია გაზი”. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.

Read More »
გაზის მიწისქვეშა საცავის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება

“გაზპრომმა” გერმანიის გაზის საცავების შევსება დაიწყო

გერმანიაში ზედიზედ მესამე დღეა გაზის მიწისქვეშა საწყობების ტევადობა იზრდება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Handelsblatt გერმანიის მიწისქვეშა გაზის შემნახველ ოპერატორთა ასოციაციის (INES) აღმასრულებელ დირექტორის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. “გაზპრომის მიერ ოპერირებადი გაზის საწყობების შევსება 6 ნოემბრიდან იზრდება“, – აღნიშნულია განცხადებაში. პუტინის განკარგულებით ევროპას გაზის გაზრდილი რაოდენობა 8 ნოემბრიდან უნდა მიეღო, თუმცა საცავები ამ დრომდე შევსებული არ არის. ამის მიუხედავად, რუსული მედია იუწყება, რომ „გაზპრომის“ საცავები მობილიზებული და ...

Read More »

უკრაინა მასშტაბური ენერგოკრიზისის ზღვარზეა

ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებები უკვე დაფიქსირდა კიევის ოლქის ბევრ ქალაქში და სიფელში და ეს ცალკეული ფაქტები არ არის. ბოლო 6 თვის მანძილზე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გეგმიური თუ ავარიული გათიშვები ჩვეულ მოვლენად იქცა. ისე დაემთხვა, რომ ენერგოსისტემის მაოსბრივი შეკეთებები გლობალურ, ბოლო 40 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბურ ენერგოკრიზისს დაემთხვა. უკრაინა საკუთარ თავს მთლიანად მხოლოდ ნახშირით უზრუნველყოფს, თუმცა, ამ საწვავის მარაგებიც არასაკმარისია. ქვეყნის ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში გაზის ფასი გასული სავაჭრო დღის განმავლობაში მცირედით დარეგულირდა და 840 დოლარზე დაბლა დაეცა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. დეკემბრის გაზის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში სავაჭრო დღის ბოლოს 11,6%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 838,4 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, გაზრდილი შემოსავლების ფონზე, ევროპის მოსახლეობა ზამთარში ბუნებრივი აირის ფასების ზრდას ელოდება. კრიზისის დაწყებამდე, ენერგეტიკულ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა ევროპაში მილიონებს აღწევდა. იმ ადამიანების რაოდენობა, ...

Read More »

რუსულ გაზში მოლდოვა ორჯერ მეტს გადაიხდის

მოლდოვაში გაზის შიდა ტარიფი გაორმაგდება და მისი ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 235-დან 537 დოლარამდე იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა სააგენტომ (ANRE) მიიღო. დროებით გაზრდილი ფასების პერიოდში 1-დან 30 ნოემბრის ჩათვლით საწვავით მოლდოვას რუსულ-მოლდოვური კომპანია „მოლდოვაგაზი“ მოამარაგებს. ტარიფის გაანგარიშებისას საფუძვლად დაედო გაზის მომდევნო 14 თვისთვის საპროგნოზო ფასები, ტრანსპორტირებისა და განაწილების ხარჯები. მოლდოვას გრძელვადიანი კონტრაქტი “გაზპრომთან”, რომელიც 2006 წელს გაფორმდა და მას შემდეგ ...

Read More »

გაზის გაძვირების ახალი ტალღა დაიწყო

8 ნოემბერს ევროპაში გაზი ისევ გაძვირდა. ამის მიზეზი გახდა ტრეიდერების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ მომენტისთვის არ არსებობს არავითარი ნიშანი, რომ რუსეთი ევროპაში ექსპორტს გაზრდის. ოქტომბრის ბოლოს ვლადიმირ პუტინმა „გაზპრომს“ გერმანიაში და ავსტრიაში გაზსაცავებში საწვავის დამატებით რაოდენობის ჩატუმბვის მითითება მისცა, რაც, ერთი შეხედვით, კარგი ახალი ამბავი იყო. თუმცა, მას შემდეგ თითქმის 2 კვირა გავიდა და ტრეიდერები იმედგაცრუებას არ ...

Read More »

გაზზე მომუშავე ტექნიკაზე რეგულაციები დეკემბრიდან ამოქმედდება – რეგლამენტი აღარ გადავადდება

ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ახალი ვალდებულების ამოქმედებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. რეგლამენტი, რომელიც იმპორტიორებს და მწარმოებლებს მოწყობილობების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად დაპროექტებული და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ავალდებულებს საბოლოოდ 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ახალ ვალდებულებებს აწესებს, რამდენჯერმე გადავადდა. რეგულაცია იანვარში უნდა ამოქმედებულიყო, რომელიც ჯერ 1-ლი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე, შემდგომ კი 1-ელ დეკემბრამდე გადავადდა. ...

Read More »
ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა

ევროპაში გაზი გაძვირებას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფასი გასული სავაჭრო დღის განმავლობაში 6%-ით გაიზარდა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. დეკემბრის გაზის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში სავაჭრო დღის ბოლოს 6,1%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 942 აშშ დოლარი შეადგინა. ზოგადად, ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება სამრეწველო საწარმოების მიერ მნიშვნელოვნად მომატებული მოხმარებაც, რომლეთაც COVID-19 პანდემიის შენელების შემდეგ აქტიურად ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 11 ნოემბერს კაბალის გაზგამანაწილებელი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 11 ნოემბერს კაბალის გაზგამანაწილებელი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 11 ნოემბერს 09:00 დან 17:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ბაისუბანი, ბოლოკიანი, განთლება, განჯალა, გელათი, დავითიანი, დონა, ვარდისუბანი, ზემო გურგენიანი, ქვემო გურგენიანი, ზემო მსხალგორი, ქვემო მსხალგორი, ზემო ფონა, ქვემო ფონა, ზემო ხეჩილი ...

Read More »
გაზპრომი მსოფლიოს მსხვილი ენერგოკომპანიების ტოპათეულიდან გაქრა

“გაზპრომი” ევროპისთვის გაზის მისაწოდებლად მზად არ არის

პუტინის განკარგულებით ევროპას ორშაბათიდან გაზის გაზრდილი რაოდენობა უნდა მიეღო, თუმცა საცავები ამ დრომდე შევსებული არ არის. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg წერს. გამოცემის ცნობით, “გაზპრომს” ევროკავშირის საცავების შესავსებად შესაბამისი ფორმალური პროცედურები ამ დრომდე არ გაუვლია. ამის მიუხედავად, რუსული მედია იუწყება, რომ „გაზპრომის“ საცავები მობილიზებული და  ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას იწყებს. ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი ...

Read More »