რუსულ გაზში მოლდოვა ორჯერ მეტს გადაიხდის

მოლდოვაში გაზის შიდა ტარიფი გაორმაგდება და მისი ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 235-დან 537 დოლარამდე იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა სააგენტომ (ANRE) მიიღო.

დროებით გაზრდილი ფასების პერიოდში 1-დან 30 ნოემბრის ჩათვლით საწვავით მოლდოვას რუსულ-მოლდოვური კომპანია „მოლდოვაგაზი“ მოამარაგებს. ტარიფის გაანგარიშებისას საფუძვლად დაედო გაზის მომდევნო 14 თვისთვის საპროგნოზო ფასები, ტრანსპორტირებისა და განაწილების ხარჯები.

მოლდოვას გრძელვადიანი კონტრაქტი “გაზპრომთან”, რომელიც 2006 წელს გაფორმდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ახლდება, 30 სექტემბერს ამოეწურა.

ამასთან დაკავშირებით, მოლდოვას პარლამენტმა, გაზის დეფიციტის გამო, 22 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

„გაზპრომთან“ უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, მოლდოვამ ბუნებრივი აირის შეძენის შესახებ შეთანხმება პოლონურ კომპანიასთან გააფორმა.

თუმცა, ბოლოს მოლდოვამ რუსულ კომპანია “გაზპრომთან” ახალი,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

წყარო: report.ge

Leave a Reply