ბუნებრივი აირი

ბაქო-სუფსის მილსადენით ექსპორტირებული ნავთობისთვის, აზერბაიჯანი უცხოური კომპანიებისგან წლიურად $14 მლნს მიიღებს

აზერბაიჯანის მიერ ბაქო-სუფსის მილსადენით ექსპორტირებული ნავთობისთვის უცხოური კომპანიები 14 მილიონ დოლარს გადაიხდიან წლიური ტარიფის სახით. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდში (SOFAR) აცხადებენ. ფონდში აღინიშნა, რომ მითითებული ტარიფი შეიძლება განსხვავდებოდეს გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე. ბაქო-სუფსის მილსადენით ექსპორტირებული ნავთობი, შავი ზღვის მილსადენით დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ხდება ბორანით. „ცნობილია, რომ ამჟამად უკრაინაში საომარი მდგომარეობა გავლენას ახდენს ბორნების მუშაობაზე. ეს იწვევს იმაზე ნაკლები ...

Read More »

ბინებში გაზის აფეთქების რისკი წლიდან წლამდე იზრდება

გათბობის სისტემის გაუმართაობა წელსაც დიდ პრობელმად რჩება. უსაფრთხოების მხრივ ქვეყანას კიდევ ერთი მძიმე ზამთარი ელის. წელს სიტუაცია შეიძლება უფრო მეტად დამძიმდეს და რისკი. არის შემთხვევები, როცა გაზის ქსელიდან ჩაჭრილ მოწყობილობებს მოქალაქეები თვითნებურად აერთებენ, რის გამოც ხალხი იწამლება. სახლებში გათბობა ჯერ კიდევ არ არის ჩართული და გაზის აფეთქებამ ერთი ადამიანი უკვე იმსხვერპლა. არ არის გამორიცხული, მდგომარეობა დამძიმდეს, რადგან შენობებში არც დეტექტორებია ...

Read More »

SOCAR-მა ბუნებრივი აირის მოპოვება გაზარდა

როგორც SOCAR-მა ABC.AZ-ს განუცხადა, საანგარიშო პერიოდში კომპანიის მიერ ექსპლუატაციაში მყოფ საბადოებზე მოპოვებული იქნა დაახლოებით 2 მილიონი ტონა ნავთობი და 2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სოკარის გაზის მოპოვება 1,3%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანმა მოიპოვა 8 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი და დაახლოებით 11 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. წყარო: bfm.ge

Read More »

გერმანიას ზამთრისთვის საკმარისი ენერგორესურსები აქვს

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ გერმანია მომავალი ზამთრისთვის უკეთ მომზადებული იქნება, რადგან ქვეყანას უფრო მეტი გაზის რესურსი აქვს. „გაზის რეზერვების მოცულობით, ჩვენ ნამდვილად უკეთესი პოზიცია გვექნება“, – აღნიშნა ჰაბეკმა. მისივე თქმით, გერმანიისთვის ახლა უფრო მეტად პრობლემატური ელექტროენერგიაა. „ელექტროენერგიის მიწოდების მთავარი პრობლემა საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის უკმარისობაა. გერმანია მზადაა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ატომური ელექტროსადგურები გამოიყენოს“, – განაცხადა გერმანიის ეკონომიკის ...

Read More »

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს: “გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 26 ოქტომბერს თელავის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 26 ოქტომბერს 09:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურს. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი ინტენსიურად მცირდება და $1 000-იან ფსიგოლოგიურ ნიშნულს უახლოვდება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 11%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 031 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

ირანმა და თურქეთმა გაზის ექსპორტზე შეთანხმებას მიაღწიეს

ირანისა და თურქეთის ოფიციალურმა პირებმა, თურქეთში ირანული გაზის ექსპორტთან დაკავშირებით, გარკვეული შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ირანის გაზის ეროვნული კომპანიის წარმომადგენელმა მოჰამად რზა ჯოლაიმ განაცხადა, იუწყება Trend სააგენტო Shana-ზე დაყრდნობით. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით თურქეთში კომპანია Botaş-ისა და ირანის გაზის ეროვნული კომპანიის წარმომადგენლებს შორის, შეხვედრა შედგა. ჯოლაიმ დასძინა, რომ მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, თურქეთში გაზის ექსპორტის პროცესში ყველა ტექნიკური ღონისძიება მხარეების კოორდინაციით მომდევნო ექვსი ...

Read More »

ევროპა რუსული გაზისგან თავისუფალია

თბილისი (GBC) – ევროკავშირი საბოლოოდ გათავისუფლდა რუსული გაზისგან, განაცხადა ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა ფრანგულ რადიოსთან RTL ინტერვიუში. „დღეს მთლიანად დავემშვიდობეთ რუსულ გაზს… თუ ადრე 40%–ით ვიყავით დამოკიდებული, დღეს ეს მაჩვენებელი 7%–ს შეადგენს“, – აღნიშნა მან. ევროკომისრის თქმით, რუსეთი აღარ არის ევროპისთვის საიმედო პარტნიორი და ამიტომ 155 მლრდ კუბური მეტრი გაზის სხვა ბაზრებიდან იმპორტი მოგვიწია. გარდა ამისა, მომავალში გაზის ...

Read More »
გაზგასამართი სადგურები მძღოლებს ყვლეფენ

თხევადი აირის ბაზარზე სრული უკონტროლობაა!

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში თხევადი აირის ბაზარზე სრული უკონტროლობაა. აბსოლუტურად არ მოწმდება შემოტანილი გაზის ხარისხი, ამასთან, ბაზარზე იგი სტანდარტების უხეში დარღვევით იყიდება, რაც მომხმარებელს საფრთხეს უქმნის და ქვეყნის იმიჯზეც ძალიან უარყოფითად აისახება. გარდა იმისა, რომ იმპორტირებული პროდუქტი შეიძლება უხარისხო აღმოჩნდეს, პრობლემაა წონასთან დაკავშირებითაც. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ ბაზარი მინიმალურ დონეზეც არ არის მოწესრიგებული, ამიტომ თხევად აირს განსაკუთრებული ...

Read More »

შმიგალი: უკრაინას ზამთრის სტაბილურად გადასატანად საკმარისი გაზი აქვს

უკრაინის ქალაქების უმრავლესობაში გათბობა ჩართულია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ფეისბუქზე 23 ოქტომბერს განაცხადა. “უკრაინაში, დაბომბვების მიუხედავად, გათბობის სეზონი დაიწყო. უმეტეს ქალაქებში გათბობა უკვე ჩართულია. ახლა გაზსაცავებში დაახლოებით 14.2 მილიარდი მ³ გაზი გვაქვს და ეს აბსოლუტურად საკმარისია ამ ზამთრის სტაბილურად გადასატანად.” – დაწერა პრემიერმა. ორი დღით ადრე, 21 ოქტომბერს, უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრმა ოლექსი ჩერნიშოვმა განაცხადა, რომ უკრაინის გაზსაცავებში ...

Read More »