ბუნებრივი აირი

საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

Bloomberg: გადარიცხვის რუბლებში განსახორციელებლად, რუსული გაზის უკვე 20 ევროპელმა იმპორტიორმა გახსნა ანგარიშები “გაზპრომბანკში”

რუსული გაზის უკვე 20-მა ევროპელმა მყიდველმა გახსნა ანგარიში “გაზპრომბანკში” ახალი სქემით მიწოდების საფასურის გადასახდელად. აღნიშნულის თაობაზე Bloomberg იუწყება. გარდა ამისა, კიდევ 14 კლიენტმა მოითხოვა მათ გასახსნელად საჭირო საბუთების გაგზავნა. თუმცა, წყარო არ ასახელებს ხსენებული კომპანიების სახელებს. ახალი სქემით 4 კომპანიისგან გადახდები უკვე მიღებულია. სხვა მყიდველებისგან ტრანზაქცია ამ თვის ბოლოს განხორხციელდება. “გაზპრომბანკის” წარმომადგენლების განცხადებით, მოლაპარაკებები კომუნალურ კომპანიებსა და გაზპრომს (რუსეთის სახელმწიფო კონტროლირებადი ...

Read More »
ნორვეგიელები მცურავი გვირაბების აშენებას აპირებენ

გერმანია გაზის მიწოდების შეფერხების კომპენსირებს ნორვეგიიდან გეგმავს

უკრაინიდან და პოლონეთიდან ტრანზიტების შეზღუდვების გამო, გერმანიაში გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებები შესაძლოა ნორვეგიის გაზით იქნას კომპენსირებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Spiegel Online-ს ოპერატორ Open Grid Europe-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. შეფერხება “შესაძლოა აინაზღაურდეს ნორვეგიიდან გაზის დამატებითი მიწოდებით”, – აღნიშნა ესენში დაფუძნებული ოპერატორის, Open Grid Europe-ის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, პოლონეთმა რუსულ კომპანია „გაზპრომს“ აუკრძალა მისი ტერიტორიის გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება. ერთი ...

Read More »

უკრაინიდან და პოლონეთიდან ტრანზიტის შეფერხების ფონზე, ევროპაში გაზის ფასი ზრდას განაგრძობს

უკრაინიდან და პოლონეთიდან ტრანზიტის შეფერხების ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ივნისის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 10%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 118,3 დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ დღეს, პოლონეთმა რუსულ კომპანია „გაზპრომს“ აუკრძალა მისი ტერიტორიის გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება. ერთი დღით ადრე კი, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების ოპერატორმა გამოაცხადა, რომ 11 მაისიდან, ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

„გაზპრომი“: “უკრაინის გავლით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება თითქმის მეოთხედით შემცირდა”

რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ იტყობინება, რომ “უკრაინის გავლით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება თითქმის მეოთხედით შემცირდა”. მისი ცნობით, იგი აგრძელებს უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის მიწოდებას ევროპისთვის. სუჯის გამანაწილებელი სადგურის გავლით მიწოდების რაოდენობა დღეს 50,6 მილიონ კუბურ მეტრს უდრის, 11 მაისს კი – 72,6 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა. “სოხრანივკის მიმართულებით აირის გადაქაჩვაზე უარი თქვა უკრაინამ, რასაც მოჰყვა ერთ დღეში ევროპისთვის გაზის მიწოდების ...

Read More »

პოლონეთმა ევროპაში მისი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა

პოლონეთმა აუკრძალა რუსულ კომპანია „გაზპრომს“ მისი ტერიტორიის გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება. ამის შესახებ business-gazeta.ru იუწყება. გაზსადენი კომპანია EuRoPol GAZ-ს ეკუთვნის. ინფორმაცია ამ კომპანიამ ტელეგრამში გამოაქვეყნა. 11 მაისს რამდენიმე უცხოური კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. მათ შორის იყო კომპანია EuRoPol GAZ, რომელსაც პოლონეთში გამავალი გაზსადენი ეკუთვნის. ეს გაზსადენი, თავის მხრივ, „იამალ-ევროპის“ მილსადენის შემადგენელი ნაწილია.

Read More »

უკრაინიდან ტრანზიტის შეფერხების ფონზე, ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა

“სოჰრანივკას” სადგურზე უკრაინის გავლით რუსული ტრანზიტის ნაწილის შეჩერების ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 4%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1124 დოლარი შეადგინა. ერთი დღით ადრე უკრაინის გაზის ტრანსპორტირების ოპერატორმა გამოაცხადა, რომ 11 მაისიდან, ფორსმაჟორული გარემოებების გამო, აჩერებს ევროპაში გაზის ტრანზიტს “სოჰრანივკას” სადგურის გავლით, რადგან კომპანია ლუგანსკის რეგიონში მდებარე ...

Read More »

ბულგარეთი გაზს ამერიკიდან „გაზპრომზე“ დაბალ ფასში მიიღებს

ბულგარეთმა გადაწყვიტა, რომ გაზს შეერთებული შტატებიდან მიიღებს. ინფორმაციას ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს. ქვეყანა ვარაუდობს, რომ ბულგარეთი ამერიკულ გაზში ნაკლებს დახარჯავს, ვიდრე რუსულში.

Read More »

გერმანია ამზადებს ანტიკრიზისულ გეგმას რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტისთვის

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გერმანია ემზადება რუსული გაზის მიწოდების მოულოდნელი შეწყვეტისთვის საგანგებო პაკეტით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კრიტიკულ კომპანიებზე კონტროლის აღებას. გეგმის კოორდინირებას ეკონომიკის სამინისტრო ახდენს. გასულ წელს რუსული გაზი გერმანიის იმპორტის 55%-ს შეადგენდა. ქვეყანას სურს შეწყვიტოს შესყიდვები რუსეთიდან, მაგრამ ელის, რომ დიდად იქნება დამოკიდებული მოსკოვზე 2024 წლის შუა რიცხვებამდე. გაურკვეველი რჩება, მოხდება თუ არა გაზის მოულოდნელი შეწყვეტა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გერმანიას ...

Read More »

რუსი ოკუპანტების ქმედებების გამო უკრაინა ევროპისკენ რუსული გაზის მესამედის ტრანზიტს აჩერებს

რუსი ოკუპანტების ქმედებების გამო უკრაინა ევროპისკენ რუსული გაზის მესამედის ტრანზიტს 11 მაისიდან შეაჩერებს. ამ ინფორმაციას უკრაინის ბუნებრივი აირის სისტემის სისტემის ოპერატორი კომპანია ავრცელებს. „ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელია გაზის შემდგომ ტრანსპორტირება გეოგრაფიულ სისტემა Сохрановка-ით და ნოვოპსკოვის სასაზღვრო საკომპრესორო სადგურით, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს ”, – ნათქვამია განცხადებაში. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაზის ტრანსპორტირების სისტემის მთელი ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი დაახლოებით 2%-ით შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის აპრილის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 2%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 105,2 დოლარი შეადგინა. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ მეტრზე, 24 თებერვალს ის თითქმის 50%-ით გაიზარდა – 1555,5 დოლარამდე. ბოლო ორი ...

Read More »