“სოჰრანივკას” სადგურზე უკრაინის გავლით რუსული ტრანზიტის ნაწილის შეჩერების ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა.
დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 4%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1124 დოლარი შეადგინა.
ერთი დღით ადრე უკრაინის გაზის ტრანსპორტირების ოპერატორმა გამოაცხადა, რომ 11 მაისიდან, ფორსმაჟორული გარემოებების გამო, აჩერებს ევროპაში გაზის ტრანზიტს “სოჰრანივკას” სადგურის გავლით, რადგან კომპანია ლუგანსკის რეგიონში მდებარე “ნოვოპსკოვის” სასაზღვრო საკომპრესორო სადგურზე კონტროლს ვერ ახორციელებს.