ევროპაში გაზის ფასი დაახლოებით 2%-ით შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა.

დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის აპრილის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 2%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 105,2 დოლარი შეადგინა.

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ მეტრზე, 24 თებერვალს ის თითქმის 50%-ით გაიზარდა – 1555,5 დოლარამდე.

ბოლო ორი თვის განმავლობაში, ანგარიშსწორების მინიმალური ფასი  25 აპრილს დაფიქსირდა – 1027,1 დოლარი ათას კუბურ მეტრზე (-1,1% 23 თებერვალთან შედარებათ). ამის შემდეგ გაზის ფიუჩერსების ფასი კვლავ გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1370 დოლარს მიაღწია.

Leave a Reply