ელექტროენერგია

სემეკში ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმაზე იმსჯელეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) საბითუმო ბაზრის მონაწილე პირდაპირი მომხმარებლების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაიმართა. სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეებს გააცნეს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის პროცესი და ახალი ბაზრის სტრუქტურის პირობებში ვაჭრობისათვის შემუშავებული საკანონმდებლო ჩარჩო. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და მონაწილეებმა იმსჯელეს პირდაპირი მომხმარებლებისათვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. საქართველოს ...

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 27 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ისნის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის და შოთა ნადირაშვილის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ახვლედიანის, მუხაძის, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, წურწუმიას, ...

Read More »
ენერგოომბუდსმენი მრჩეველთა საკონსულტაციო ჯგუფს შექმნის

ენერგოომბუდსმენი მომხმარებელთა მხარდამჭერის სპეციალურ ჯგუფს ქმნის

ელექტროენერგიის მაღალი გადასახადებისა და ხარჯის შესახებ, ენერგოომბუდსმენის ინიციატივით, მომხმარებელთა მხარდამჭერის სპეციალური ჯგუფი შეიქმნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ელექტროენერგიის მომხმარებელთა პრეტენზიები შეუსაბამოდ მაღალი გადასახადებისა და ელექტროენერგიის ხარჯის შესახებ, რასაც მუდმივად ვადევნებთ თვალს და ვცდილობთ არცერთი შემთხვევა დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა. არსებული სისტემური ხარვეზის დაფიქსირებისთანავე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ...

Read More »
როგორ ითვისებს საქართველო არსებულ ენერგოპოტენციალს

რა ღირს დენი და გადახდის რა სქემა მუშაობს საქართველოს სამეზობლოში

საქართველოში დენის ტარიფი ელექტროენერგიის ხარჯვის მიხედვით განისაზღვრება,რასაც ე.წ. საფეხურეობრივ ტარიფს უწოდებენ მაშინ, როცა მაგალითად, მეზობელ სომხეთში, ცალ-ცალკე, დღისა და ღამის ტარიფები მოქმედებს. მიმდინარე წლის იანვრიდან თბილისელი აბონენტები, რომლებიც 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვტ.სთ-ზე 18.041 თეთრს იხდიან , 101-დან 301 კვტ.სთ-მდე დანახარჯზე – 22.053 თეთრს, ხოლო 301 კვტ.სთ-დან ზემოთ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 26.537 თეთრს. რეგიონებში 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის მომხმარებლები 1 კვტ.სთ-ზე ...

Read More »

დღეს თბილისის ორ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, გლდანისა და სამგორის რაიონებში აბონენტების ნაწილს 26 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ხევძმარის, ხარაძის, ილორის, ხიზამბარელის, ქერჩისა და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატო II მიკრორაიონის მოსახლეობას. „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ...

Read More »

გაზზე გაზრდილი ფასების ფონზე, ჰიდროენერგიის ევროპელი მწარმოებლები მოგების მნიშვნელოვან ზრდას ელიან

ელექტროენერგიისა და გაზის ფასების უპრეცედენტო ზრდა განსაკუთრებულად მომგებიანი აღმოჩნდა ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში არსებული ჰიდროენერგიის მწარმოებელი კომპანიებისთვის. შექმნილი სიტუაცია მათ საშუალებას აძლევს კიდევ უფრო გაიმყარონ პოზიციები საბითუმო ბაზარზე. ბუნებრივ აირზე ფასებისა და მოთხოვნის რეკორდულმა მატებამ ელექტროენერგიის ფასები მთელ ევროპაში რეკორდულ მაქსიმუმამდე გაზარდა. S&P Global Platts-ის ცნობით, მაგალითად, გერმანიაში ელექტროენერგიის ღირებულებამ სექტემბრისთვის 117 ევრო/მვტ.სთ-ს გადააჭარბა. წიაღისეული საწვავის მწარმოებლების მსგავსად, ჰიდროსადგურებმა, ისევე ...

Read More »

“აზერენერჯიმ” საქართველოში ელექტროენერგიის საექსპორტო მოცულობა გააორმაგა

„ქვეყანაში გენერაციის სიმძლავრის გაზრდის ფონზე, მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა გადამცემი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციაზე”. აღნიშნულის შესახებ შესახებ “აზერენერჯის” პრეზიდენტმა ბაბა რზაევმა განაცხადა. მისი სიტყვებით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები სპეციალურად მეზობელ საქართველოსა და ირანთან ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესებისა და საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით დამონტაჟდა. რზაევმა განაცხადა, რომ 2013 წელს დაწყებული, 67,5 კილომეტრიანი, 220 კვ სიმძლავრის “მასალი (აზერბაიჯანი) – ასტარას (ირანი)” გადამცემი ხაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, ...

Read More »
დავით ნარმანიას ინფორმაციით, სოციალურად დაუცველები გაძვირებული დენის ღირებულებას ოქტომბრიდან მიიღებენ

“თუ ჩვენ ჰესებს არ ავაშენებთ და უფრო მეტ ადგილობრივი გენერაციის წყაროს, იგივე მზისა და ქარის სადგურებს არ შევქმნით, სულ უფრო მეტად დამოკიდებული ვხვდებით იმპორტზე”

თუ ჩვენ ჰესებს არ ავაშენებთ და უფრო მეტ ადგილობრივი გენერაციის წყაროს, იგივე მზისა და ქარის სადგურებს არ შევქმნით, სულ უფრო მეტად დამოკიდებული ვხვდებით იმპორტზე, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყნების სიაშია არამხოლოდ რუსეთი, არამედ თურქეთიც და აზერბაიჯანიც. „იცით, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე ...

Read More »
ჰიდროელექტროსადგურ ”საგურამოჰესის” მშენებლობა დასრულდა

მოსაზრება საქართველოში “ჰესების დრო”-ის დასრულების პასუხად

საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა, რომ საქართველოში დასრულდა დიდი ჰიდროელეტროსადგურების მშენებლობის დრო. სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირის მრჩეველი მუშაობს ენერგეტიკული პოლიტიკის ცვლილებაზე და არც ამ დარგზე და არც საქართველოში მის მდგომარეობაზე წარმოდგენა არ აქვს. 2005 წლიდან საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიმართულება იყო განახალებადი ენერგიების წყაროებზე კონცენტრირება, ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა ან, როგორც მინიმუმ, შენარჩუნება და კონკურენტუნარიანი (ანუ დაბალი) ფასების ...

Read More »

ნარმანია: არ არსებობს საფრთხე, რომ მხოლოდ რუსეთი იყოს ელექტროენერგიის მომწოდებელი

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, ქვეყანა უფრო მეტად ხდება დამოკიდებული იმპორტზე. ამისთვის საჭიროა ჰესების მშენებლობა და სხვა ადგილობრივი გენერაციის წყაროს შექმნა. დავით ნარმანია აქვე განმარტავს, რომ რუსეთი არ არის ელექტროენერგიის ერთადერთი მომწოდებელი. საქართველო ელექტროენერგიას იღებს ასევე თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. “ტარდება აუქციონები, გადაწყვეტილების მიღება კი, ფასით და ენერგიის მოცულობით ხდება. ელექტროენერგიის და გაზმომარაგების მოწოდების კუთხით, ...

Read More »