ელექტროენერგიის მაღალი გადასახადებისა და ხარჯის შესახებ, ენერგოომბუდსმენის ინიციატივით, მომხმარებელთა მხარდამჭერის სპეციალური ჯგუფი შეიქმნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ელექტროენერგიის მომხმარებელთა პრეტენზიები შეუსაბამოდ მაღალი გადასახადებისა და ელექტროენერგიის ხარჯის შესახებ, რასაც მუდმივად ვადევნებთ თვალს და ვცდილობთ არცერთი შემთხვევა დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა.
არსებული სისტემური ხარვეზის დაფიქსირებისთანავე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო უსწრაფესი და ადეკვატური ზომები. კომპანიას დაეკისრა ფინანსური სანქცია, დაევალა თითოეული აბონენტის გადამოწმება და თანხის დაკორექტირება. წარმოდგენილი ინფორმაციით, დაკორექტირებული თანხების ჯამმა შეადგინა 1 321 551 ლარი და დაბრუნდა მომხმარებელთა ბალანსზე.