ელექტროენერგია

დენის გაიაფებას ლარის კიდევ 10%-ით გამყარება სჭირდება

დენის გაიაფებას ლარის კიდევ 10%-ით გამყარება სჭირდება

თუკი ლარი 2-2,05 ნიშნულამდე გამყარდება, ელექტროენერგიის ტარიფის კვლავ შემცირება დადგება დღის წესრიგში. ამ დროისთვის, სემეკი დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის ცვლილებას აკვირდება. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, კომისიაში უნდა დარწმუნდნენ, რომ კურსი სტაბილური იქნება. ჯერჯერობით ეროვნული ვალუტა 2,30-ის ნიშნულის ფარგლებში მერყეობს. სემეკის წევრი, გოჩა შონია “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მოქმედ წესებში არ არსებობს კონკრეტული ჩანაწერი – სავალუტო კურსის რამდენპროცენტიანი ცვლილების შემთხვევაში უნდა ...

Read More »
დენის საფასურის გადახდა, ენერგო-პროს ბაზაში რამდენიმე წუთში აისახება

დენის საფასურის გადახდა, ენერგო-პროს ბაზაში რამდენიმე წუთში აისახება

აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ენერგო-პროს ბილინგის პროგრამის ოპტიმიზაციის პროცესი დასრულდა. განხორციელდა კომპანიის მომსახურების ცენტრებში არსებული 50 ბილინგის ბაზის ერთ ბაზად ჩამოყალიბება და ცენტრალიზაცია. განხორცილებული ცვლილებები შესაძლებლობას იძლევა უფრო ოპერატიულად მოხდეს ონლაინ რეჟიმში ინფორმაციის მიღება და დამუშავება. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი ელექტროენერგიის საფასურის გადახდას აწარმოებს სწრაფი გადახდის აპარატების, ვებ–გვერდების ან ინტერნეტ ბანკის საშუალებით, ინფორმაცია მაქსიმუმ 15 წუთში აისახება მონაცემთა ბაზაში. დავალიანების ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწერება

ოფიციალური თბილისი ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეულ მილიონობით ლარს წელსაც ჩამოწერს. 2014-2015 წლებში ჩამოსაწერი ვალი ჯამში 56 მილიონამდეა. მთავრობის განკარგულებით, გაწეული მომსახურებისთვის მიუღებელ თანხას, როგორც უმოქმედო ვალს, შპს „ენგურჰესი“,შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ჩამოწერენ. კერძოდ, „ენგურჰესის“ უიმედო ვალი 2014 წელს 16 655 818,33 ლარი იყო, 2015 წელს 18 373 733,54 ლარი. „ვარდნილჰესების კასკადის“ მიუღებელი თანხები 2014 წელს 3 ...

Read More »
24 მარტს 1450 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

24 მარტს 1450 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 მარტს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე 1450 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება “ტოიოტას” ცენტრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს უკან მიმდებარე დასახლებებს, სოფელ დიღმის გარკვეულ ნაწილსა და დიდი დიღმის კერძო დასახლებას. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს.

Read More »
ელექტროენერგია 25 წლის შემდეგ

ელექტროენერგია 25 წლის შემდეგ

გორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ველებში მზის ენერგიაზე მომუშავე ინდივიდუალური ელექტრომომარაგების სისტემებია დამონტაჟებული. სოფელში ამ დროისთვის 5 ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობას ელექტროენერგია 25 წელია არ მიეწოდებოდა. მსგავსი სისტემები, ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის 15-მდე სოფლის 34 ოჯახს დაუმონტაჟდა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 113 000 ლარამდეა. ინდივიდუალური მზის ენერგიის სისტემების დამონტაჟება მიზნად ისახავს მოსახლეობის მაღამთიან სოფლებში დაბრუნების ხელშეწყობას. გამგეობა იღებს ვალდებულებას, რომ ...

Read More »
იტაიპუს ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებამ მსოფლიოში უდიდესი ჰესის გენერაციას გადააჭარბა

იტაიპუს ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებამ მსოფლიოში უდიდესი ჰესის გენერაციას გადააჭარბა

2015 წელს, იტაიპუს ჰიდროელექტროსადგურმა უფრო მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა, ვიდრე ჩინეთში მდებარე მსოფლიში ყველაზე დიდმა “სამი ხეობის” ჰესმა. იტაიპუს 14 000 მგვტ სიმძლავრის პროექტი მდინარე პარანაზე, ბრაზილია-პარაგვაის საზღვარზე მდებარეობს, რომელმაც 2015 წელს 89,2 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა და ეს მაჩვენებელი 2,6%-ით მეტია, ვიდრე 22 500 მგვტ-ის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება, რომელიც აშენებულია ჩინეთში, მდინარე იანძიზე. 2014 წლის შედეგები კი სრულიად განსხვავებული იყო, ...

Read More »
მცხეთაში აბონენტების ენერგომომარაგება გაუმჯობესდა

მცხეთაში აბონენტების ენერგომომარაგება გაუმჯობესდა

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მცხეთაში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განაგრძობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი 1632 აბონენტისთვის მცხეთაში; კერძოდ, ე.წ. აგურის ქარხნის დასახლებაში, სამხედროს ქუჩაზე, ე.წ. ბაზრის უბანსა და სოფელ წიწამურში. მცხეთაში წარმოებული სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, შეიცვალა დაზიანებული ხის ბოძები ახალი რკინა-ბეტონის დგარებით, მოხდა ამორტიზირებული ძალოვანი ტრანსფორმატორის შეცვლა, გაიჭიმა ახალი ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და შეიცვალა მიწისქვეშა ...

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

თებერვალში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობამ 151 010 135 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი  მიწოდების 17% წარმოადგენს. საბალანსო  ელექტროენერგიის  ღირებულება 20,5 მილიონს აღემატებოდა. ამასთან, საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13,61 თეთრი შეადგინა. აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში იმპორტის წილი 61% იყო, თბოსადგურის ...

Read More »
"ბოლო 3 წლის განმავლობაში დაახლოებით 30 სოფლის ელექტროფიკაცია განხორციელდა"

“ბოლო 3 წლის განმავლობაში დაახლოებით 30 სოფლის ელექტროფიკაცია განხორციელდა”

უშუქო სოფლების ელექტროფიკაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსი, დავით შარიქაძე საუბრობს. შარიქაძის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, დაახლოებით 30 სოფლის ელექტროფიკაცია განხორციელდა. “დაახლოებით 30 სოფლის ელექტროფიკაცია სახელმწიფომ თავისი ბიუჯეტიდან შეძლო და ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში მოხდა. რამდენიმე სოფლის ელექტროფიცირება „USAID“ პროექტითაც განხორციელდა. იმერეთში, სოფელ შროშაში არის ადგილი, რომელსაც ექსეულიძეების უბანი ჰქვია და რომელსაც შუქი არ მიეწოდებოდა, ...

Read More »
თბილისის ნაწილს დღეს ელექტეროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტეროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს ელექტეროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც “თელასში” ამბობენ, ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წყნეთის ხევის, წყნეთის გზატკეცილის, ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელ გლდანის (ნაწილობრივ) და ხიზანიშვილის (ნაწილობრივ) ...

Read More »