გორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ველებში მზის ენერგიაზე მომუშავე ინდივიდუალური ელექტრომომარაგების სისტემებია დამონტაჟებული.
სოფელში ამ დროისთვის 5 ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობას ელექტროენერგია 25 წელია არ მიეწოდებოდა.
მსგავსი სისტემები, ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის 15-მდე სოფლის 34 ოჯახს დაუმონტაჟდა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 113 000 ლარამდეა.
ინდივიდუალური მზის ენერგიის სისტემების დამონტაჟება მიზნად ისახავს მოსახლეობის მაღამთიან სოფლებში დაბრუნების ხელშეწყობას.
გამგეობა იღებს ვალდებულებას, რომ ოჯახებს, რომლებიც მთიან სოფლებს დაუბრუნდებიან, მზის ენერგიაზე მომუშავე პერსონალური ელექტრომომარაგების სისტემები დაუმონტაჟოს.
წყარო: “ენერგოპლატფორმა”