მცხეთაში აბონენტების ენერგომომარაგება გაუმჯობესდა

მცხეთაში აბონენტების ენერგომომარაგება გაუმჯობესდა

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მცხეთაში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განაგრძობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი 1632 აბონენტისთვის მცხეთაში; კერძოდ, ე.წ. აგურის ქარხნის დასახლებაში, სამხედროს ქუჩაზე, ე.წ. ბაზრის უბანსა და სოფელ წიწამურში.

მცხეთაში წარმოებული სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, შეიცვალა დაზიანებული ხის ბოძები ახალი რკინა-ბეტონის დგარებით, მოხდა ამორტიზირებული ძალოვანი ტრანსფორმატორის შეცვლა, გაიჭიმა ახალი ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და შეიცვალა მიწისქვეშა საკაბელო სისტემები. აღნიშნულ სამუშაოებზე კომპანიის 8 ტექნიკური ბრიგადა მუშაობდა.

ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სს ენერგო-პრო ჯორჯია განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის სხვა ფილიალებშიც.

 

Leave a Reply