ელექტროენერგია

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ექსპერტებს ხვდებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, ამ წუთებში სამუშაო შეხვედრა იმართება. შეხვედრას ეკონომიკისა და გარემოსდაცვის მინისტრები მართავენ. შეხვედრაზე იმყოფებიან ენერგეტიკოსები, ეკოლოგები, ჰიდროლოგები და გეოლოგები. „საზოგადოების ჩართულობის გარეშე ასეთი დიდი პროექტის განხორცილება რთულია. სწორი სამეცნიერო აზრი მნიშვნელოვანია. კომპანიასთან შევთანხმდით, რომ კვლევის დასრულებამდე კაშხალი არ აშენდება. ამიტომ, დაინტერესებულ ექსპერტებს ამ პროცესში ჩართვის საშუალება ექნებათ. აპრილის თვე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ...

Read More »

PayPal-ზე კრიპტოვალუტით გადახდა იქნება შესაძლებელი

ელექტრონული გადახდების უმსხვილესმა სისტემამ PayPal-მა მომხმარებლებს ონლაინმაღაზიებში კრიპტოვალუტით გადახდის საშუალება მისცა. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა, დენ შულმანმა განაცხადა. კომპანიის გადაწყვეტილებით, ბიტკოინებისა და სხვა კრიპტოვალუტების ტრადიციულ ვალუტებში გადაცვლა იქნება შესაძლებელი. სერვისის ამუშავების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ეს უახლოეს თვეებში მოხდება. ბიტკოინის მთავარ პრობლემად ამ დრომდე მაღალი ვოლატილობა რჩება, რაც თავის მხრივ გადახდისას მისი გამოყენების ...

Read More »

სემეკმა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის და ანგარიშგების წესები დაამტკიცა. წესების მიზანია ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის მარეგულირებელი ეფექტიანი მექანიზმების შექმნა, ბაზრისა და სისტემის ოპერატორების ეფექტიანი რეგულირება და რეგიონულ დონეზე საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრირებისა და ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა. ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის და ანგარიშგების წესების შესაბამისად, ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს ...

Read More »

“მეტი ნდობისთვის ჩვენც მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ გეოლოგს, სეისმოლოგს და ეკოლოგს”

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ამავე დროს, ითვალისწინებენ უსაფრთხოებასთან, ეკოლოგიასთან დაკავშირებით მოსახლეობის მხრიდან გამოთქმულ წუხილს. მინისტრის განმარტებით, ამიტომ „ნამახვანჰესის“ პროექტი გრძელდება, თუმცა კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ გადამოწმდება კვლევები. „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გუშინ გვქონდა საუბარი და პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ეს არის ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და სიძლიერის ნაწილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ...

Read More »

კომპანია ენკას ტექნიკას სტიქიით დაზიანებული გზის გაწმენდის საშუალება არ მისცეს

ინცინდენტი მოხდა სოფელ ლაჯანასთან. სტიქიით დაზიანებული  გზის გასაწმენდად მისულ კომპანია „ENKA”ს ტექნიკას, სავარაუდოდ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაუღობეს და სამუშაოების განხორციელების საშუალება არ მისცეს. ინფორმაცია ამის  შესახებ „იმერული ამბების“ რედაქციას ადგილობრივმა მოსახლემ მიაწოდა.  მისი თქმით  ჰესის მოწინააღმდეგეების მხრიდან ხალხის დაშინება და ლანძღვა მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს “ენკამ” პირველადი საჭიროების ნივთები გადასცა. მომხდართან დაკავშირებით ნამახვანჰესის მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ...

Read More »

მერაბ ლომინაძე: ნამახვანჰესის პროექტს ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს

ნამახვანის პროექტის დირექტორი მერაბ ლომინაძე ნამახვანჰესის პროექტის მნიშვნელობასა და მისი განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის პროექტი დამოუკიდებლობის დღიდან არ განხორციელებულა.  “საქართველოს უნდა დამოუკიდებლობა და ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება რთულია ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე, ამ პროექტს კი ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ინვესტორმა კომპანიამ მიიღო ყველა ნებართვა რაც საჭირო იყო პროექტის განხორციელებუსთვის, თუმცა ჩატარდა დამატებითი კვლევები და რეალურად სახეზეა კომუნიკაცის ნაკლებობა”, – განავხადა ჟურნალისტებთან ...

Read More »

ბიტკოინის მაინერები თვითგანადგურებისკენ მიდიან

ბევრი კრიტიკა, რაც ბიტკოინის შესახებაა, გადაჭარბებულია თუმცა, კრიპტოვალუტის მიერ რესურსების, მაგალითად ენერგიის და ჩიპების, მზარდი  გამოყენება, ყურადღების მიღმა ვერ დარჩება. თუ ბიტკოინს სურს, რომ მთავრობების რისხვა ასცდეს, საჭიროა ისეთი ტექნოლოგიებისკენ გადაინაცვლოს, რომელიც მისი ფასის შესანარჩუნებლად, მასობრივი რესურსის მუდმივ გამოყენებას არ მოითხოვს.ბიტკოინის კრიტიკაში პრობლემა ის არის, რომ აქამდე მას ბევრი არარეალისტური მიზეზის გამო აკრიტიკებდნენ. თავდაპირველ ენთუზიასტებს სჯეროდათ და ბევრს ისევ სჯერა, რომ კრიპტოვალუტა ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მხარს უჭერს ე. წ. ეკონომიკის მწვანე განვითარებას

ვსაუბრობთ, რომ ნენსკრა და ხუდონჰესი სახელმწიფოს მონაწილეობით აშენდეს

„მთავრობაში უკვე დავიწყეთ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დიდ ჰესებში სასურველია სახელმწიფოც ჩაერთოს, სახელმწიფოს მონაწილეობითაც აშენდეს ასეთი ეროვნული მნიშვნელობის პროექტები, როგორიც არის ნენსკრა. ხუდონზეც არის საუბარი, მაგრამ სახელმწიფოს ჩართულობით, სახელმწიფოს მონაწილეობით, სახელმწიფოსთან ერთად, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც დღეს ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პრემიერი ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა. „დიდი და საშუალო ჰესების ...

Read More »

“ენერგეტიკასთან დაკავშირებით საქართველოს ჰქონდა ორი არჩევანი – ჩვენ ავირჩიეთ ევროპული ენერგოსისტემა”

„ჩვენი ენერგეტიკის მომავალთან დაკავშირებით საქართველოს ჰქონდა ორად ორი არჩევანი – სამუდამოდ დავრჩენილიყავით პოსტსაბჭოთა ენერგეტიკული სისტემის ნაწილად თუ გავმხდარიყავით ევროპული ენერგოსისტემის ნაწილი,“ – განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.  მისი თქმით, საქართველომ ეს არჩევანი ჯერ კიდევ 2014 წელს გააკეთა, როდესაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და 2017 წელს, როდესაც გავხდით ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი. „მას შემდეგ ყველა ჩვენი პროექტი – ...

Read More »

“ენგურჰესის გარეშე ჩვენი პოლიტიკური სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა“

„ენგურჰესი ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტოსადგურია, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ენგურჰესის გარეშე ჩვენი პოლიტიკური სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა“, – განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავა ჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ენგურჰესის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვრის თევში დაიწყო – ჰესის ხუთივე აგრეგატი სადერივაციო გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით ...

Read More »