ელექტროენერგია

2020-ის ენერგოგავლენები

ახ­ლა­ხან სე­მეკ­ში დავასრულეთ მუშაობა ენერგეტიკისა და სასმელი წყლის სექტორების 2020 წლის მდგომარეობის ანალიზსა და სემეკის საქმიანობის ანგარიშზე. მალე გამოქვეყნდება სრული დოკუმენტი და შეგეძლებათ, დეტალურად გაეცნოთ ინფორმაციას, თუმცა მანამდე რამდენიმე ფაქტორზე გავამახვილებ ყურადღებას. ისევე როგორც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისათვის, 2020 წელი მძიმე იყო უშუალოდ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებისთვისაც. როგორც სემეკს, ასევე სხვა ორგანიზაციებს გაასმაგებული ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რომ მოსახლეობას ნაკლებად ეგრძნო პანდემიის ...

Read More »

ბაიდენი პირობას დებს, რომ აშშ ჩინეთს ელექტრომობილების წარმოებაში გადაასწრებს

აშშ გეგმავს, რომ ჩინეთს ელექტრომობილების გაყიდვებში გადაასწროს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა კომპანია Ford-ის ერთ-ერთ ქარხანაში სტუმრობის დროს განაცხადა. „ავტომობილების წარმოების მომავალი ელექტრომობილებია. უკან დასახევი გზა არა გვაქვს. ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევაა, გავხდებით ლიდერები თუ ჩამოვრჩებით სხვებს ამ რბოლაში,“ – განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, ამ რბოლაში ლიდერი ჩინეთია და „თავის მოტყუება არ ღირს, რადგან ეს ფაქტია.“ პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ...

Read More »
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ზამთრის სეზონისთვის ემზადება

საქართველო წლების განმავლობაში მზარდ ენერგოდეფიციტს განიცდის

საქართველო წლების განმავლობაში მზარდ ენერგოდეფიციტს განიცდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ელექტროენერგიის მოთხოვნას საკუთარი რესურსებით (ქვეყნის შიგნით მოქმედი გენერაციის წყაროებით) ვერ იკმაყოფილებს და იმპორტს საჭიროებს. 2020 წელს საქართველომ 1 610 100 000 კვტ.სთ ოდენობის ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. ეს ნახევარი მილიონი ადამიანის წლიური მოხმარებაა. არსებული ენერგოდეფიციტის დასაძლევად და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უწრუნველსაყოფად აუცილებელია ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მშენებლობა. ეს კი, პირველ რიგში, არსებული ...

Read More »

ჩინეთში Tesla-ს გაყიდვები მკვეთრად შემცირდა

აპრილში, Tesla-ს გაყიდვების ზრდა ჩინეთში მკვეთრად შენელდა, რაც დამატებითი პრობლემაა შანხაის ავტოშოუზე პროტესტისა და მისი ელექტრომობილების ავარიების ფონზე. გასულ თვეში, ჩინეთში აწარმოეს Tesla-ს 11,949 ავტომობილი, ხოლო მარტის მონაცემებით – 34,714. გაყიდვების კლების სავარაუდო მიზეზი ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობის დაძაბვაა. ამას ხელი შეუწყო Tesla-ს წინააღმდეგ წარმოებულმა ნეგატიურმა საზოგადოებრივმა კამპანიამ. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის გზებზე ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება, Tesla-ს ავარიები ...

Read More »

Lamborghini 2030 წლისთვის ელექტრომობილების წარმოებას დაიწყებს

ძვირად ღირებული სპორტული ავტომობილების მწარმოებელი იტალიური ფირმა Lamborghini-ის განცხადებით, კომპანია ელექტრომობილების წარმოებაზე მომავალი ათწლეულიდან გადავა. სამშაბათს კომპანიის წარმომადგენლებმა სამეტაპიანი გეგმა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, Lamborghini ჰიბრიდულ მოდელებზე ელექტრომობილების გამოშვებამდე იმუშავებს. Lamborghini-ის აღმასრულებელი დირექტორი, შტეფან ვინკელმანი, აცხადებს, რომ კომპანიისთვის ეს გეგმა ახალი კურსია, რომელიც CO2-ის ემისიას შეამცირებს. “აღნიშნულით ჩვენ წვლილი შეგვაქვს მდგრად განვითარებასა და უკეთესი მომავლის შექმნაში“, – ამბობს შტეფან ვინკელმანი. ცნობისთვის, ...

Read More »
2014 წლის ელექტროენერგიის ბალანსი

თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო 21 მაისს თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. „გეგმური სამუშაოების გამო 21 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის რაიონიგეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვირსალაძის, ბროსეს, ჭანტურიას და ლადო ალექსი მესხიშვილის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონიგეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების, წყნეთის ...

Read More »

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია Nord Stream 2-ის ოპერატორს სანქციებს აღარ დაუწესებს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ბობ მენენდესმა დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორს, Nord Stream 2 AG-სა და მის აღმასრულებელ დირექტორს, მატიას ვარნიგს სანქციებს აღარ დაუწესებს. „კონგრესმა სახელმწიფო დეპარტამენტისგან სავალდებულო ანგარიში მიიღო Nord Stream 2-ის გაზსადენის მშენებლობაში მონაწილე სუბიექტების შესახებ, რომლებიც სანქციებს ექვემდებარებიან. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების მითითებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უარს იტყვის სავალდებულო სანქციების დაწესებაზე ...

Read More »
გერმანიაში, შესაძლოა, საწვავზე მომუშავე ავტომობილები აიკრძალოს

საქართველოში 2 555 ელექტრომობილია რეგისტრირებული

მსოფლიოში არსებული ტრენდის ფონზე ელექტრომობილებზე მოთხოვნა საქართველოშიც იზრდება. კომპანია Helios Energy Georgia-ს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 2 555 ელექტრომობილია რეგისტრირებული. შედარებისთვის 2020 წლის დეკემბერში რაოდენობა დაახლოებით 2 485-ს შეადგენდა. ელექტრომობილების რაოდენობის საშუალოვადიან პერსპექტივაში ზრდის მოლოდინი აქვს საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ს. მარტში გამოქვეყნებულ კვლევაში კომპანია აღნიშნავდა იმ 4 ძირითად ბარიერზე, რომელიც ხელს უშლის ქვეყანაში ელექტრომობილების ზრდას, მათ შორის იყო მაღალი ფასი, გადაადგილების შეზღუდული დიაპაზონი, დასატენი ...

Read More »

ბიტკოინის ფასი 33,1 ათას დოლარამდე დაეცა

მიმდინარე სავაჭრო სესიისას ბიტკოინის ფასი მაღალი ტემპით კლებას განაგრძობს. Coindesk-ის მონაცემებით თბილისის დროით 17:17 საათზე მისი ფასი 33,101 დოლარი იყო, რაც 25,46%-იანი გაუფასურებაა. თუმცა 17:35 საათისთვის ის 35,103 დოლარი გახდა (-20,83%). ბიტკოინი – ეს არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ამისთვის საჭიროა ახალი ბლოკ-სისტემების შექმნა. კონცეფცია თავდაპირველად 2008 წელს გამოქვეყნდა და ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

2021 წლის პირველ 4 თვეში საქართველომ უფრო მეტი ელექტროენერგია იყიდა, ვიდრე 2020 წელს მთლიანად

ელექტროენერგიის იმპორტმა 2021 წლის იანვარ-აპრილში 1.697 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 118%-ით, მთელი 2020 წლის ჯამურ მაჩვენებელს კი 5.4%-ით აღემატება. ამ მოცულობის ელექტროენერგია საქართველოს არცერთ  ცალკე აღებულ წელს არ უყიდა. იმპორტის მკვეთრი მატება ერთის მხრივ ენგურჰესის სარეაბილიტაციოდ 3 თვით გაჩერებამ და მეორეს მხრივ აფხაზეთში გაზრდილმა კრიპტომაინინგმა განაპირობა. 20 იანვარს ენგურჰესი სარეაბილიტაციოდ გაჩერდა. გაჩერების დრო სპეციალურად მცირე ...

Read More »