საქართველო წლების განმავლობაში მზარდ ენერგოდეფიციტს განიცდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ელექტროენერგიის მოთხოვნას საკუთარი რესურსებით (ქვეყნის შიგნით მოქმედი გენერაციის წყაროებით) ვერ იკმაყოფილებს და იმპორტს საჭიროებს.
2020 წელს საქართველომ 1 610 100 000 კვტ.სთ ოდენობის ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა.
ეს ნახევარი მილიონი ადამიანის წლიური მოხმარებაა.
არსებული ენერგოდეფიციტის დასაძლევად და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უწრუნველსაყოფად აუცილებელია ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მშენებლობა. ეს კი, პირველ რიგში, არსებული ჰიდროენერგეტიკული რესურსის ათვისებას, ანუ ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას გულისხმობს.
წყარო: “ენერგომომავალი”