ჩინეთში Tesla-ს გაყიდვები მკვეთრად შემცირდა

აპრილში, Tesla-ს გაყიდვების ზრდა ჩინეთში მკვეთრად შენელდა, რაც დამატებითი პრობლემაა შანხაის ავტოშოუზე პროტესტისა და მისი ელექტრომობილების ავარიების ფონზე.

გასულ თვეში, ჩინეთში აწარმოეს Tesla-ს 11,949 ავტომობილი, ხოლო მარტის მონაცემებით – 34,714. გაყიდვების კლების სავარაუდო მიზეზი ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობის დაძაბვაა. ამას ხელი შეუწყო Tesla-ს წინააღმდეგ წარმოებულმა ნეგატიურმა საზოგადოებრივმა კამპანიამ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის გზებზე ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება, Tesla-ს ავარიები საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს და ავარიის ამსახველი კადრები სწრაფად ვრცელდება ჩინეთის სოციალურ ქსელებში.

წელს, Tesla-ს აქციების ფასმა 18%-ით იკლო, რაც მკვეთრ კონტრასტშია გასული წლის 743%-იან ზრდასთან.

Leave a Reply